Home ახალი ამბები მსოფლიო დუდამ განაცხადა, რომ გააოგნა “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მხარდასაჭერად მერკელის დარეკვამ პუტინთან

დუდამ განაცხადა, რომ გააოგნა “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მხარდასაჭერად მერკელის დარეკვამ პუტინთან

პოლონეთის პრეზიდენტი გერმანიას პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადის” გამო საყვედურობს

151

პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას განცხადებით, არამართებულად მიიჩნევს გერმანიის აწ უკვე ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის, მრავალწლიან მხარდაჭერას პროექტჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მიმართ, რომელიც დღესაც არ არის სერტიფიცირებული. დუდამ თავისი თვალსაზრისი გამოხატა გერმანულ გაზეთ Frankfurter Algemaine zeitungისთვის მიცემულ ინტერვიუში, _ იუწყება news.mail.ru.

ბუნებრივი აირის პროექტი სახელწოდებით “ჩრდილოეთის ნაკადი” _ ეს ჩემი დიდი საყვედურია გერმანიისთვის. ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, რომ Nord Stream-ი სუფთა ეკონომიკური პროექტია, რომელსაც არასდროს ვიზიარებდი. 2021 წელს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ანგელა მერკელს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით ვაშინგტონი უარს ამბობდა “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის საწინააღმდეგო ქმედებებზე, და იმავე საღამოს მერკელმა დაურეკა პრეზიდენტ პუტინს, გავოგნდი. ეს აღიქმებოდა არა მხოლოდ გულგრილობად, არამედ, როგორც მტრული აქტი ევროპის ჩვენი ნაწილის მიმართ”, _ განაცხადა დუდამ.

“ჩრდილოეთის ნაკადი-2” დასრულებულია, მაგრამ არ ამუშავებულა, რადგან მისი სერტიფიკაცია 2022 წლის 22 თებერვალს კანცლერ ოლაფ  შოლცის გადაწყვეტილებით შეჩერდა.

ანგელა მერკელს ხშირად საყვედურობდნენ, რომ ის ბოლომდე უჭერდა მხარს “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ს და 2008 წელს გამართულ ნატოს სამიტზე ალიანსში უკრაინის მიღების წინააღმდეგ გამოვიდა.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://news.mail.ru/politics/52435414/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here