Home ახალი ამბები მსოფლიო “დნესტრისპირეთის საკითხი შეიძლება უკრაინის მსგავსად გადაწყდეს”

“დნესტრისპირეთის საკითხი შეიძლება უკრაინის მსგავსად გადაწყდეს”

71

იმ პირობებში, როცა დასავლეთი არაფერს გვთავაზობს და მხოლოდ ამწვავებს კონფრონტაციას, დიპლომატია შეიძლება უძლური იყოს, _ განუცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკისა და მასმედიასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვმა politnavigator.net.

“უნდა გვესმოდეს, რომ იმ პირობებში, როცა დასავლეთმა რუსეთთან კონფრონტაცია აირჩია, დიპლომატიას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, ამიტომ დნესტრისპირეთის კრიზისის მოგვარებაზე ვიტყვი, რომ იქ, როგორც ჩანს, ყველაფერი ისე გადაწყდება, როგორც უკრაინაში. სამწუხაროდ, მსოფლიო პოლიტიკა ასეა მოწყობილი: ყველაფერს წყვეტს ძალების შეფარდება. მხვედველობაში მაქვს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო ძალები”, _ განაცხადა სენატორმა.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here