Home ახალი ამბები საქართველო დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობ, რომ პარტნიორული ურთიერთობის ნაწილია ორმხრივი ვალდებულების შესრულება, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა...

დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობ, რომ პარტნიორული ურთიერთობის ნაწილია ორმხრივი ვალდებულების შესრულება, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და სამართლიანი დამოკიდებულება

35

ნამდვილად ძალიან ღირებულ და მნიშვნელოვანი აქცენტია, რომ უნდა მოხდეს ზრუნვა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა არ დაზიანდეს, მაგრამ დასავლური ღირებულებების ნაწილია, რომ მმართველმა გუნდმა, რომელიც ძირითადი პასუხისმგებელია ქვეყნის მომავალზე, გამჭვირვალე პოლიტიკა აწარმოოს და არა კულისებში იყოს ძირითადი აქცენტი გადატანილი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ ბიძინა ივანიშვილის წერილზე საუბრისას განაცხადა.

„ასევე ვფიქრობ, რომ პარტნიორული ურთიერთობის ნაწილია ორმხრივი ვალდებულების შესრულება, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და სამართლიანი დამოკიდებულება. ვფიქრობ, როდესაც საზოგადოების მიღმა ხდება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, შეთავაზებები და თუ ამ შეთავაზების დაკმაყოფილების პერსპექტივა არ ჩანს და შემდეგ იწყება ქუჩის აქციების გააქტიურება, ალტერნატიული მთავრობის შემოთავაზება და ამის ძირითადი აქტორი არის საელჩო, ეს არის დიპლომატიას ამოფარებული შერჩევითი პოლიტიკა, მით უმეტეს, როცა ომის რიტორიკაზე არ კეთდება შეფასებები“, – განაცხადა ხუნდაძემ.

„დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურადაა განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს“, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის წერილშია აღნიშნული.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here