Home ახალი ამბები საქართველო დიმიტრი ხუნდაძე – ორშაბათს კიდევ გამოვაქვეყნებთ წერილს, სადაც შევახსენებთ უფრო მეტად დაკონკრეტებულ...

დიმიტრი ხუნდაძე – ორშაბათს კიდევ გამოვაქვეყნებთ წერილს, სადაც შევახსენებთ უფრო მეტად დაკონკრეტებულ კითხვებს, აშშ-ის ელჩი ემიჯნება თუ არა ომის რიტორიკას, რომელიც ახლაც გრძელდება

48

როგორც დასავლეთს სჭირდება საქართველო, ასევე საქართველოს სჭირდება დასავლეთი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებაზე, რომლის მისამართითაც დეპუტატმა დღეს ღია წერილი გაავრცელა.

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მიერ გაკეთებული მესიჯები გულისხმობდა ჩვენს ბოლო გადაწყვეტილებებს; ჩვენი წერილის საფუძველი იყო ის, რომ მას კიდევ ერთხელ შევახსენეთ, ჩვენი, სამი დეპუტატის გადაწყვეტილება იყო გააზრებული, პრინციპული და ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა გულისხმობს თანასწორუფლებიანობას, თანასწორ ვალდებულებებს და როგორც ბოლო პოლიტიკური პროცესები აჩვენებს, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით; როგორც დასავლეთს სჭირდება საქართველო, ასევე საქართველოს სჭირდება დასავლეთი“, – განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, დასავლეთის შეცდომა იყო, როცა საქართველო განსხვავებულ პირობებში ჩააყენეს და არ მიანიჭეს სტატუსი.

„ვფიქრობ, დასავლეთის შეცდომა იყო, როცა საქართველო განსხვავებულ პირობებში ჩააყენეს და მას არ მიანიჭეს სტატუსი; როგორც დასავლეთიდან გვაცნობეს, თურმე სტატუსის მინიჭების მთავარი პირობა ყოფილა ომში მონაწილეობა, არადა, ჩვენ ეს ვალდებულებაც უკვე შესრულებული გვაქვს. დასავლური ღირებულებების ნაწილია სწორედ ის, როცა დეპუტატები სვამენ შეკითხვას, ამ კითხვაზე უნდა იყოს გაცემული პასუხი. ჩვენ ორშაბათს კიდევ გამოვაქვეყნებთ წერილს, სადაც კიდევ ერთხელ შევახსენებთ, კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტებულ კითხვებს, აშშ-ის ელჩი ემიჯნება თუ არა ომის რიტორიკას, რომელიც ახლაც გრძელდება და გუშინ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გააჟღერა მსგავსი მიმართულებები, რაც გულისხმობს ასევე ომის რიტორიკას; ასევე არის პასუხგაუცემელი შეკითხვა დღემდე, მოსამართლე ჩხიკვაძე იყო თუ არა სანქცირებული და სასამართლო გადაწყვეტილება იყო თუ არა საფუძველი იმისა, რომ მას შეეზღუდა ვიზიტი აშშ-ში. კითხვები არის ბევრი, პასუხები პრაქტიკულად არ არსებობს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვთ და შევახსენებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ვალდებულებებიც არის ორმხრივი, რადგანაც ღირებულებები, რომლებიც არის მაღალ რანგში აყვანილი დასავლეთში, ასევე ჩვენთვისაც ეს ღირებულებები ამდაგვარად არის მისაღები. დასავლეთი ჩვენთვის არის საინტერესო სწორედ ამ ღირებულებებით, სიტყვის თავისუფლებით, თანასწორუფლებიანობით, სამართლიანობით და ვითხოვთ კითხვებზე პასუხს, რომელიც არის არა მხოლოდ პირადი ინტერესის დაკმაყოფილებისათვის, არამედ ის ეხება საზოგადოებისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს. ორშაბათს ეს წერილი კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკით გამოვა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here