Home ახალი ამბები საქართველო დიდი სამამულო ომი _ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში

დიდი სამამულო ომი _ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში

155
დიდი სამამულო ომი _ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში

მეორე მსოფლიო ომმა 71 მლნ-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 46 მლნ მშვიდობიანი მოქალაქის. ამ ომში დიდი ადამიანური დანაკარგი ჰქონდა საქართველოსაც, რომლიდანაც იმ წლებში ფრონტზე 700 ათასზე მეტი მებრძოლი გაიწვიეს. მათგან 300 ათასზე მეტი ბრძოლის ველზე დაეცა. ბევრი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება…

9 მაისს თბილისში, კიკვიძის სახელობის ბაღში, სადღესასწაულო განწყობა იგრძნობოდა. დილიდანვე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი საბჭოთა კავშირის გმირ მელიტონ ქანთარიას ბიუსტთან, გმირის, რომელმაც გამარჯვების დროშა რაიხსტაგის გუმბათზე ააფრიალა.

მელიტონ ქანთარია 1940 წელს გაიწვიეს არმიის რიგებში, მას მალე მოუსწრო ომმა. პირველად კავკასიაში შეერკინა მტერს. მონაწილეობდა სმოლენსკის ოლქის გათავისუფლებისთვის წარმოებულ ბრძოლაში, სადაც მძიმედ დაიჭრა. გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ ფრონტზე წავიდა. მან ბრძოლებით გავნლო გზა პოლონეთის ტერიტორიაზე, მონაწილეობდა მდინარეების _ ვისლასა და ოდერის, ნეისესა და შპრეეს _ გადალახვაში, ლატვიისა და ბელორუსიის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში. ომის დროს იდრიცკის კუტუზოვის ორდენოსანი 150-ე მსროლელი დივიზიის 776-ე მსროლელი პოლკის მამაცი მზვერავი მელიტონ ქანთარია სამჯერ მძიმედ დაჭრეს…

კიკვიძის ბაღში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იქ დილიდანვე მივიდა მთავრობის მეთაური, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად. სამთავრობო დელეგაციის იქ ყოფნას ხელი არ შეუშლია დანარჩენი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

“ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ მხარდამჭერებთან ერთად გაალამაზა და ისტორიული ელფერი შესძინა საცხრამაისო ზეიმს. მათ წარმოადგინეს ფოტოკოლაჟი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი ომის დღეებს გვახსენებდა, ასევე წარმოდგენილი იყო იმ ძეგლების, ბიუსტებისა და მონუმენტების ფოტოები, რომლებიც მსოფლიოში დგას, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოები.

“ევრაზიის ინსტიტუტის” წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ვეტერანებს, რომლებიც კიკვიძის სახელობის ბაღში მივიდნენ, მათ გვირგვინებით შეამკეს მელიტონ ქანთარიას ბიუსტი. კიკვიძის სახელობის ბაღიდან ღონისძიების მონაწილეებმა საბჭოთა კავშირის გმირ პორფილე ჩანჩიბაძის ბიუსტთან გადაინაცვლეს.

დიდ სამამულო ომში პორფილე ჩანჩიბაძე თავდაპირველად მეთაურობდა 107-ე მოტომსროლელ დივიზიას. მისი მეთაურობით დივიზიამ გაანადგურა გერმანელთა მე-20 სატანკო დივიზია. ჩანჩიბაძემ დივიზია (3500 ჯარისკაცი) და საბრძოლო ტექნიკა 28-დღიანი ალყიდან გაიყვანა. შემდგომ ჩანჩიბაძე სარდლობდა 30-ე არმიის ჯგუფს, რომელიც ორ დივიზიას აღემატებოდა. მისმა შენაერთმა 1941 წლის 16-18 დეკემბერს წარმატებით შეასრულა დავალება. 1942 წლის შემოდგომაზე ჩანჩიბაძე დაინიშნა მსროლელთა მე-13 გვარდიული კორპუსის მეთაურად. კორპუსი მონაწილეობდა სტალინგრადისთვის ბრძოლაში; გაანადგურა ფონ მანშტაინის რამდენიმე სატანკო და ქვეითი დივიზია, ბრძოლით გაიარა 500 კმ და გაათავისუფლა 200-მდე დასახლება. 1943 წლის გაზაფხულზე მე-13 კორპუსი ჩანჩიბაძის მეთაურობით მონაწილეობდა ყირიმის გათავისუფლებაში. ჩანჩიბაძის შენაერთმა მაისში აიღო ქალაქი სევასტოპოლი.

1944 წლის ივნისიდან პორფილე ჩანჩიბაძე სარდლობდა მე-2 გვარდიულ არმიას და მონაწილეობდა ბალტიისპირეთის გათავისუფლების ოპერაციაში; აგრეთვე, მონაწილეობდა აღმოსავლეთ პრუსიის შეტევით ოპერაციაში, რომლის დროსაც გაარღვია სამი ძლიერი გამაგრებული ზოლი, გაანადგურა მოწინააღმდეგის სამი დივიზია და გაათავისუფლა 228 დასახლება.

1945 წლის 19 აპრილს პორფილე ჩანჩიბაძე დაჯილდოვდა საბჭოთა კავშირის გმირის “ოქროს ვარსკვლავით”, ხოლო 2 ივლისს მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. ომის შემდეგ ეკავა სამეთაურო თანამდებობები. იყო სსრკ მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. გარდაიცვალა 1950 წლის 14 მარტს. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე…

“ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძის მიერ დაგეგმილი დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება გრანდიოზული ვახშმით დასრულდა.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში
9 მაისს თბილისში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here