Home ახალი ამბები მსოფლიო დღეს ლიბერალური წესრიგი ბაიდენს ჰგავს

დღეს ლიბერალური წესრიგი ბაიდენს ჰგავს

67

დაძაბუნებულია, გონზე არ არის და სუსტია. მის სინდისზეა დიდი სისხლი და დიდი მიღწევები

ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ერთგული ჯარისკაცია. დიდი ალბათობით, დელავერში ბრინჯაოს ბიუსტს ან ქანდაკებას დაუდგამენ. ის აკეთებდა იმას, რასაც ამბობდა და არასოდეს უკითხავს, რისთვის ან _ “რატომ მე”. საჭიროა _ ე.ი., საჭიროა. და პარტიამ ის სრულად გამოიყენა, ბოლომდე, მოხუცი, მაგრამ შედარებით საღ აზრზე მყოფი ადამიანი გაჭყიპეს პრეპარატებით და აიძულეს, ყოფილიყო ავატარი ლიბერალური კოალიციისა, რომელიც ტრამპს წააქცევდა და ყველანაირ წინააღმდეგობას გადალახავდა.

არაფერი გამოვიდა. ჩაფლავება ჩაფლავებას მოსდევს. თავის AUKUS-შიც კი ლოჯისტიკური და მმართველობითი პრობლემებია. მოხუცი ბაიდენი, რომელიც დანგრეული გლობალური ლიბერალური მოდელის საშინელი შედეგების გამო ყველა უკმაყოფილოს კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვდა, აშკარად “ვერ არის”. არ შეუძლია ასეთ ხანდაზმულ ადამიანს, დარტყმა დიდხანს აიტანოს და მუდმივად სტრესულ ვითარებაში იყოს. თუ ორი წლის წინანდელ ვიდეოჩანაწერებს ვნახავთ, ის გაცილებით მხნე და კონცენტრირებული ბაიდენია, ვიდრე ამჟამად არის. ეს გარდაუვალი და თავიდანვე გასაგები იყო. მაგრამ სისტემა განაგრძობს ჯოზეფით თამაშს, უბიძგებს რა მას პოლიტიკურ ჭრილში წინასწარ წაგებული მოგზაურობისკენ, განცხადებებისა და ინიციატივებისკენ. ცოდოა მოხუცი. საბრალოა, როგორც ადამიანი, მაგრამ ჯო ბაიდენი ჯო ბაიდენია. ის არ არის აშშ-ის რომელიღაც მცხოვრები, არც რომელიღაც პოლიტიკოსია.

მის ხელებზე დიდი სისხლი და დიდი “მიღწევებია”. სწორედ მან წამოაყენა პირველად ბოსნიელი მუსლიმებისთვის იარაღის მიწოდების წინადადება, შემდეგ ბილ კლინტონის მთავარი ქორი-მრჩეველი გახდა ბალკანეთის საკითხებში, და სახელდობრ ბაიდენმა თეთრ სახლში ყველაზე ადრე, ობამაზეც კი, წამოწია ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების ლეგალიზაციის საკითხი. სწორედ ის იცავდა გააფთრებით “ქალთა უფლებას, ისე მოქცეოდნენ თავიანთ  სხეულს, როგორც სურდათ”, ანუ ჯერ არ დაბადებული ბავშვების მკვლელობის უფლებას.

და ცხოვრებაც არ ინდობდა. პირველი ცოლი და უფროსი ქალიშვილი ავტოკატასტროფაში დაკარგა. ის საჭესთან იჯდა და გადარჩა. ჰანტერი და ეშლი გამოუსწორებელი ნარკომანები არიან. თვითონ ბაიდენი ჩაფლულია ჰანტერის მეგობრების კორუფციულ სქემებში. მას კი ვითარების გამოსწორების შანსიც არ მისცეს. ის დასვეს პრეზიდენტად და, შვილებთან ურთიერთობის ნაცვლად, აიძულეს, იმეოროს მანტრა, რომ მისი შვილების შესახებ გავრცელებული ინფორმაციები “რუსული დეზინფორმაციული კომპანიის ნაწილია”.

ღმერთი არ ინდობდა ჯოზეფ რობინეტ ბაიდენუმცროსს, მაგრამ ის თვითონაც არ ინდობდა თავის თავს. ის ემსახურა დემოკრატიულ პარტიას და მსოფლიოში ყველა ნორმალური ადამიანისთვის ცხადია, რომ ემსახურა  ბოროტებას.

თვითონ ლიბერალურმა მსოფლიო წესრიგმა დაჩაჩანაკებული, უმწეო და თავიდან ბოლომდე კორუფცირებული თავისი ავატარის სახით, რომელმაც თავისი ცოლი და ქალიშვილი დაღუპა, რომლის შვილებიც ნარკომანები და ქურდები არიან, ამ მსოფლიო წესრიგის შესაბამისი ლიდერი მიიღო. სიმბოლოები არ ცრუობენ. ლიბერალური წესრიგი დღეს ბაიდენს ჰგავს. ის დაძაბუნდა, გონზე არ არის და სუსტია.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here