Home ახალი ამბები მსოფლიო დნესტრისპირეთმა მოლდოვაში ნატოს ყოფნის შესახებ განაცხადა

დნესტრისპირეთმა მოლდოვაში ნატოს ყოფნის შესახებ განაცხადა

57

ნატო ინფრასტრუქტურულად უკვე მოლდოვაშია, _ განაცხადა არაღიარებული დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტალი იგნატიევმა.

“დღეს მოლდოვაში ნატოს სამი ცენტრია. მოლდოვის არმია ნატოს სტანდარტებით შენდება. ჩვენ ძალიან არ გვინდა, რომ სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც ომის პერიოდში შეიქმნა, ახლა ნატოს ინფრასტრუქტურად იქცეს”, _ ციტირებს იგნატიევის სიტყვებს “რია ნოვოსტი”.

“ჩვენ ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ. არ უნდა დავუშვათ ის, რომ რაღაც მომენტში, ღმერთმა არ ქნას, დაირღვეს სამშვიდობო მექანიზმი, მოლდოვა გავიდეს შეთანხმებიდან, ჩვენ კი ვერ შევძლოთ თავდაცვა, თუ დნესტრისპირეთს დაარტყამენ”, _ განმარტა მინისტრმა.

უფრო ადრე იგნატიევმა განაცხადა, რომ ნატოს განლაგება დნესტრისპირეთში, სახელდობრ, ტირისპოლის აეროპორტში არ უნდა დაუშვან.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here