Home ახალი ამბები მსოფლიო დემოკრატია ევროპულად: ევროკომისიის ხელმძღვანელი დაემუქრა იტალიას „შედეგებით“ თუკი მემარჯვენეები 25 სექტემბერს არჩევნებში...

დემოკრატია ევროპულად: ევროკომისიის ხელმძღვანელი დაემუქრა იტალიას „შედეგებით“ თუკი მემარჯვენეები 25 სექტემბერს არჩევნებში გაიმარჯვებენ

105
დემოკრატია ევროპულად

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი იტალიას „შედეგებით“ დაემუქრა, თუკი მემარჯვენეები 25 სექტემბრის არჩევნებში გაიმარჯვებენ.

ევროკომისია მზად არის იმუშაოს პარტიების ფართო სპექტრთან, მაგრამ მას აქვს “ინსტრუმენტები”, თუკი საქმე “გართულდება”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა კონფერენციაზე პრინსტონის უნივერსიტეტში, როდესაც მას თხოვეს აზრი გამოეთქვა იტალიაში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით. ”თუ საქმე რთულ გზით წავა, მე ვისაუბრე შემოსავლებზე და პოლონეთზე, ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები”, – დასძინა მან.

„ევროპული სამართლის უზენაესობის მიმართ უნგრეთის და პოლონეთის მიერ რიგი წინააღმდეგობრივი აქტების მიღების გამო“, გასულ წელს კომისიამ აამოქმედა საბიუჯეტო მექანიზმი, რათა გაეყინა 7,5 მილიარდი ევრო ევროკავშირის ფონდებიდან, რომლებიც გამოყოფილია ბრიუსელის მიერ ვარშავისთვის და ბუდაპეშტისთვის.

ამომრჩეველთა უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მემარჯვენე სამპარტიული კოალიცია ევროსკეპტიკოსი პარტია „იტალიის ძმების“ (FDI) ხელმძღვანელობით, მზად არის მოიპოვოს მანდატების უმრავლესობა არჩევნებში დამაჯერებელად გამარჯვების შემთხვევაში. FDI-ს ლიდერი ჯორჯია მელონი, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა, როგორც ის უწოდებს, “ბრიუსელის ბიუროკრატებისა და ლგბტ ლობისტების” საზოგადოებას, შესაძლოა გახდეს ქვეყნის პირველი ქალი-პრემიერ-მინისტრი.

ევროკომისიის ხელმძღვანელის განცხადებებმა იტალიაში უკიდურესად ემოციური რეაქცია გამოიწვია.

“სამარცხვინო ქედმაღლობა. პატივი ეცით იტალიელი ხალხის თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ ხმას! ჩვენ ყველას მეგობრები ვართ, არავის მსახურები”, – წერს Twitter-ზე “ლიგის” ლიდერი, სამპარტიული კოალიციის ერთ-ერთი წევრი მატეო სალვინი. სალვინის თქმით, მისი ჯგუფი ევროპარლამენტში, თუ მუქარა ამოქმედდება, ევროკომისიის ხელმძღვანელს უნდობლობას გამოუცხადებს.

“ქალბატონი წარმოადგენს ყველა ევროპელს, ჩვენ ყველა ვიხდით მის ხელფასს”, – თქვა მან პარასკევს საღამოს გამართულ დებატებზე. “ეს იყო ამაზრზენი და ამპარტავანი მუქარა”. როგორც Euronews იტყობინება, დანიელა სანტანჩემ, იტალიელმა სენატორმა, რომელიც „იტალიის ძმების“ წევრია, დაგმო ფონ დერ ლაიენის კომენტარები და თქვა, რომ ისინი “შეუსაბამოა”. დებატებში მონაწილეობა მიიღო ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მატეო რენციმაც, რომელიც წელს კენჭს იყრის როგორც ლიბერალი დეპუტატი. „თუკი მემარჯვენეები გაიმარჯვებენ, ევროპამ პატივი უნდა სცეს არჩევნების შედეგებს“, – თქვა რენციმ, „მე ვეუბნები ფონ დერ ლაიენს: იტალიის საქმეებში საერთოდ არ უნდა ჩაერიოთ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here