Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლურ ენერგოკომპანიებს  ბირთვული საწვავის მარაგი მხოლოდ 18 თვეს  ეყოფათ

დასავლურ ენერგოკომპანიებს  ბირთვული საწვავის მარაგი მხოლოდ 18 თვეს  ეყოფათ

213

ამერიკის შეერთებული შტატები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები ძალიან არიან დამოკიდებულნი რუსეთის ატომურ საწვავზე.  Bloomberg-ის ცნობით, თეთრი სახლი ამ ვითარებიდან  გამოსვლის გეგმას ამუშავებს, განხილულ ზომებს შორის არის გამდიდრებული ურანის წარმოების გაზრდა, – წერს  ტელეგრამ -არხი „Михаил Хазин предупреждал“.

კორპორაცია Centrus Energy Corporation-ის აღმასრულებელ დირექტორ დენ პოუნმანზე დაყრდნობით, Bloomberg–ი  აღნიშნავს, რომ „არარუსული გამდიდრებული ურანი საკმარისი არ არის მსოფლიო რეაქტორების გამოსაკვებად“.  აღნიშნულია, რომ „დღეს მსოფლიოში ბირთვული საწვავის მიწოდების დაახლოებით  ნახევარი მოდის რუსეთზე, რაც არასასიამოვნო რეალობაა  შეერთებული შტატებისა და ევროპის ლიდერებისთვის“.

 სააგენტო ვარაუდობს, რომ,  თუ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სექტორის აღდგენის მცდელობა წარუმატებლად დასრულდება, მათ, სავარაუდოდ, „მოუწევთ რეაქტორების გათიშვა ალტერნატიული მარაგის არარსებობის გამო“,  თუ რუსეთი უარს იტყვის ბირთვული საწვავის გაყიდვაზე. სააგენტოს ინფორმაციით, ენერგოკომპანიების უმეტესობას ბირთვული საწვავის მარაგი მხოლოდ 18 თვის განმავლობაში ეყოფა.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ                                                                                            

P.S.  “ჩვენ [აშშ] ვიხდით  ბირთვული  საწავავის  სფეროში  რუსეთზე  მეტისმეტად  დამოკიდებულების საფასურს, – ციტირებს სააგენტო თეთრი სახლის ბირთვული მრჩევლის, პრანაი ვადის,  სიტყვებს,   –  და არა მხოლოდ ჩვენ, მთელი მსოფლიო”.    კომპანია Urenco-ს ამერიკული ქვედანაყოფის დირექტორ კარენ ფილის თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად ახლა განიხილება ნიუ-მექსიკოს ქარხანაში გამდიდრებული ურანის წარმოების გაზრდის შესაძლებლობა. ეს  ქარხანა ამჟამად  აწარმოებს აშშ-ისთვის საჭირო გამდიდრებული ურანის დაახლოებით მესამედს და გეგმავს, რომ  2027 წლისთვის  წარმოება 15%-ით გაზარდოს. ვარაუდობენ,  რომ  ევროპაში Urenco-ს ქარხნის სიმძლავრის გაზრდის გათვალისწინებით  აშშ შეძლებს „როსატომზე“ დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას აშშ-ის ბირთვული ენერგიის სექტორში.  სააგენტომ  ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კარენ ფილის არაფერი უთქვამს ამ გეგმების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური ინიექციების ოდენობის შესახებ.

გ.გ.       

https://tgstat.ru/channel/@mlkhazin/1017

                                                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here