Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლეთში მიაჩნიათ, რომ პეკინი დადგა რუსეთის მხარეს და შემოთავაზებული გეგმა მხოლოდ საბაბია...

დასავლეთში მიაჩნიათ, რომ პეკინი დადგა რუსეთის მხარეს და შემოთავაზებული გეგმა მხოლოდ საბაბია მოსკოვის უფრო ღიად მხარდასაჭერად“

148

ტელეგრამარხ „МИГ России“ – გამოაქვეყნა  მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, მოსკოვის ოლქის  მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის –  გიორგი ფილიმონოვის  თვალსაზრისი  უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისთვის  ჩინეთის  სამშვიდობო გეგმაზე დასავლეთის პოზიციის შესახებ.

 „დასავლეთში გააკრიტიკეს ჩინეთის სამშვიდობო გეგმა უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ დოკუმენტი სრულად აკმაყოფილებს რუსეთის ინტერესებს. ნატოს ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი მაინცდამაინც არ  ენდობა ჩინეთს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში –  ხოსეპ ბორელმა  კი  ჩინეთის წინადადებებს   არა სამშვიდობო გეგმა, არამედ მხოლოდ პოზიცია უწოდა.

დასავლეთში მიაჩნიათ, რომ პეკინი რუსეთის მხარეს დადგა, შეთავაზებული გეგმა კიუბრალოდ, საბაბია მოსკოვის უფრო ღიად მხარდასაჭერად. ჩინეთში  კარგად ესმით, რომ დასავლეთის გეგმებში რუსეთის შემდეგ  ჩინეთია – სურთ ის  „ რესურსებისა და საამწყობო რეგიონულ ბაზად გადააქციონ“,  ამიტომ  რუსეთის მხარდაჭერა პასუხობს  ჩინეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს. დღეს ჩვენ ვხედავთ აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ერთმნიშვნელოვნად დაცემას  ისეთ  დონეზე, როგორზეც არის აშშ-სა და რუსეთს შორის. ამაზე მიუთითებს  ამერიკელი ჟურნალისტის, სეიმურ ჰირშის,  ცოტა ხნისწინანდელი გამოძიება „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მოწყობილ ტერაქტებში შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობის შესახებ. ჩინეთში ამას  სერიოზულად მოეკიდნენ და  შეერთებულ შტატებს მოუწოდეს, „ პასუხი აგოს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ასეთი მიუღებელი ქმედებებისთვის“. ამის პასუხად შეერთებულმა შტატებმა კვლავ წამოწია  თემა ვირუს COVID-19-ის „ლაბორატორიული წარმოშობის“ შესახებ და განაცხადა, რომ პანდემიამ, თითქოს,  უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის გამო იფეთქა, მაგრამ ჩინურმა ვიდეომ ამერიკელების მიერ ბუნებრივი აირის მილსადენების  აფეთქების შესახებ  გაცილებით მეტი ყურადღება მიიპყრო. რუსეთის  ინტერესების გათვალისწინების თვალსაზრისით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში შექმნილი სირთულეები, რა თქმა უნდა,რუსეთს აძლევს  ხელს. რუსეთი აძლიერებს დიალოგს ჩინეთთან. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება – 2022 წლის ბოლოს მან რეკორდულ 190 მლრდ დოლარს მიაღწია, თანამშრომლობა მიმდინარეობს რეგიონულ დონეზეც. ამაში აქტიურად არის ჩართული მოსკოვის რეგიონი. უნდა აღინიშნოს მოსკოვის რეგიონის თანამშრომლობა ჩინეთის პროვინცია შანდუნთან სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობისა და ვაჭრობის სფეროებში. ეს თანამშრომლობა მხოლოდ გაფართოვდება. რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთის გვერდით  დგანან საერთო საფრთხეების წინაშე. ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ოფიციალური ვიზიტი რუსეთში გაზაფხულზეა დაგეგმილი, რაც ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედების მჭიდრო  ხასიათს. კონტაქტები მუდმივია. მაგალითად,  22 თებერვალს მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის კანცელარიის  უფროს ვანგ ის შორის, აგრეთვე,  ვანგ ისსა  და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს  შორის. მხარეებმა აღნიშნეს, რომ რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვითარების  სტაბილიზაციისთვის. ჩინელი დიპლომატის განცხადებით, ორმხრივმა ურთიერთობამ გაუძლო საერთაშორისო საზოგადოების წნეხს  და „კლდესავით მტკიცეა“.  რუსეთის გამარჯვება უკრაინაში ეხება არა მხოლოდ რუსებს, არამედ   ყველა ხალხს, რომლებიც  ცდილობენ, დაასრულონ დასავლეთის წნეხი, იცხოვრონ თანაბარი უფლებების პირობებში და არა ნეოკოლონიური დასავლეთის დიქტატის მორჩილების ქვეშ. აქ კი ჩინეთი განზე ვერ დადგება.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ  

https://tgstat.ru/channel/@filimonov_official/2349

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here