Home ახალი ამბები მსოფლიო The Washington Post: დასავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლებმა დაკარგეს ინტერესი უკრაინის მიმართ

The Washington Post: დასავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლებმა დაკარგეს ინტერესი უკრაინის მიმართ

60
დასავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლებმა დაკარგეს ინტერესი უკრაინის მიმართ

საკუთარი ეკონომიკური პრობლემების გამო, დასავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლებს უკრაინის მხარდაჭერის თემა აღარ აინტერესებთ. The Washington Post-ის ცნობით, ამას ადასტურებს საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვები.

გამოცემა მიუთითებს უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარებისადმი დასავლეთში საზოგადოების გულგრილობის ზრდის მაღალ ალბათობაზე. კერძოდ, კვლევით ცენტრ Pew-ის მონაცემების თანახმად, კიევის ხელისუფლების პოტენციური დამარცხება ამერიკელებს ამჟამად გაცილებით ნაკლებად აწუხებთ, ვიდრე გაზაფხულზე. ამასთან, გამოკითხულთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის უკვე გაწეული მხარდაჭერა სავსებით საკმარისია.

ამავდროულად, Pew-ის კვლევის შედეგების მიხედვით, ამერიკელი რესპუბლიკელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამერიკის ხელისუფლება გადამეტებულ მხარდაჭერას უწევს კიევს. “ვფიქრობ, ჩვენ მივაღწიეთ იმ ზღვარს, როდესაც უკრაინაში გადარიცხული თანხა უკვე საკმარისია”, – განაცხადა ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელების სენატორობის კანდიდატმა ჯეიმს ვენსმა. “მე ნამდვილად ასე ვფიქრობ.”

„უკრაინელები და დასავლელი სტრატეგები შიშობენ, რომ სკეპტიციზმი ანტირუსულ სანქციებთან და მათ ეფექტურობასთან დაკავშირებით (ევროპაში ენერგიის ფასები მკვეთრად გაიზარდა) შეიძლება გაიზარდოს“, – ასკვნის სტატიის ავტორი.

The Washington Post აღნიშნავს ექსპერტთა საზოგადოების შეფასებებზე დაყრდნობით, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული უკრაინისთვის ამერიკული ფინანსური და სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტი, შესაძლოა, უკანასკნელი აღმოჩნდეს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დაუბრკოლებლად გაივლის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here