Home ახალი ამბები მსოფლიო “დასავლეთი რუსების სატყუარად გვიყენებს” _  უკრაინელ პოლიტოლოგს თვალი აეხილა

“დასავლეთი რუსების სატყუარად გვიყენებს” _  უკრაინელ პოლიტოლოგს თვალი აეხილა

152

Politnavigator.net იუწყება, რომ უკრაინელმა პოლიტოლოგმა მიხეილ ჩაპლიგამ YouTubeარხდა ეტო ტაკ”-ის ეთერში განაცხადა, სანამ დასავლეთი რუსეთთან ომისთვის ემზადებოდა, უკრაინას სატყუარას როლი დააკისრესო.

“დასავლეთი მარტივად მოქმედებს: იქ მიხვდნენ, რომ ექნებათ ცივი ან, შეიძლება, ცხელი ომიც რუსეთთან. არიან კი ახლა მზად ამისთვის? არა, ისინი მილიარდჯერ იტყვიან “არა”-ს. მათთვის მნიშვნელოვანია, ააგონ ციტადელი და მოამზადონ ის რუსეთთან სამომავლო ომისთვის. დასავლეთს სურს, დრო მოიგოს. და ვის ხარჯზე იგებს დროს?

რას აკეთებენ ეს არსებები? როცა თევზს იჭერენ საჭიროა, სატყუარამ იფართხალოს. თუ არ იმოძრავა, ქარიყლაპია არ გადაყლაპავს, ამიტომ მოგაწვდით იმდენს, რამდენიც საჭიროა ფართხალისთვის, ჩვენ კი ამ დროის განმავლობაში _ წელიწადში _ ციტადელს ავაგებთ, რკინის ფარდას ჩამოვაფარებთ და ფულს ჩავდებთ არა უკრაინაში, არამედ ჩვენთან და ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც იარაღით უნდა გაივსოს, რადგან, როდესაც რკინის ფარდა დაეშვება, ჩვენ მზად ვიყოთ!” _ განმარტა უკრაინელმა პოლიტოლოგმა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here