Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლეთი არ გვჭირდება, G20 კი მოძველდა _ WAZ -მა რუსეთის გზავნილი გაშიფრა

დასავლეთი არ გვჭირდება, G20 კი მოძველდა _ WAZ -მა რუსეთის გზავნილი გაშიფრა

133

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, როგორც გამოცდილმა დიპლომატმა, კუნძულზე გამართულ G20-ის სამიტზეკარგად მოფიქრებული სკანდალიმოაწყო და შეხვედრის ადგილი ნაადრევად დატოვა, _ წერს გერმანული Westdeutsche Allgemeine Zeitung.

“მისი მიზანი იყო, შეხვედრის მონაწილეებისთვის გადაეცა მოსკოვის ორი გზავნილი: “დასავლეთი ჩვენ არ გვჭირდება, “დიდი ოცეულის” ფორმატი კი მოძველდა”.  ასეთი განცხადების საფუძველი მას აქვს, რადგან G20-ში აშშ-ისა და ევროპის ანტირუსულ კერას ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს”, _  წერს სტატიის ავტორი იან იენსენი.

სინამდვილეში ეს იყო “კარგად მოფიქრებული” სკანდალი, რომელსაც ორი მიზანი ჰქონდა, _ განაგრძობს იენსენი, _ პირველი: მან აჩვენა დიდ ოცეულში შემავალ დასავლეთის ქვეყნებს, რომ მოსკოვს ფეხებზე ჰკიდია, რას ფიქრობენ უკრაინის მოვლენებზე ბერლინში, ვაშინგტონსა თუ პარიზში. “დასავლეთი არ გვჭირდება” _ აი რუსეთის მთავარი გზავნილი G20-ისადმი. მანამდე ერთი დღით ადრე გამოვიდა ტელევიზიაში და არც დამალა ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება აშშ-ისა და ევროპის მიმართ;

მეორე: ლავროვმა მიუთითა, რომ G20-ის ფორმატი მოძველდა და ამის თქმის საფუძველი მას ჰქონდა, რადგან  G20-ში აშშ-სა და ევროპას ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს, ჩინეთი და ინდოეთი კი აქტიურად ეხმარებიან რუსეთს.

ასე რომ, შემოდგომაზე გასამართი სამიტის წინ G20-ში შემავალი დასავლეთის ქვეყნების მთავრობის მეთაურები უნდა დაფიქრდნენ, როგორ შექმნან მტკიცე ალიანსი რუსეთთან დასაპირისპირებლად”.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here