Home ახალი ამბები მსოფლიო “დასავლეთი არ დაეხმარება”

“დასავლეთი არ დაეხმარება”

162

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პოლიტიკური რეპრესიების მანქანა აამუშავა _ აპატიმრებენ ოპოზიციის ლიდერებს, დანარჩენებს აშინებენ ჩხრეკით და რესპუბლიკის მტრებთან თანამშრომლობის ბრალდებით.

უცხოეთის აგენტები

ივლისის ბოლოს მოლდოველმა ძალოვნებმა პარტია “შორ”-ის 100-ზე მეტი წევრი გაჩხრიკეს: ამოიღეს პლანშეტები, დოკუმენტები. პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ მათ უცხოეთის დანაშაულებრივი დაჯგუფება აფინანსებდა. თანხები მოდიოდა დუბაის, ვენისა და მონაკოს გავლით, ხოლო იხარჯებოდა პარტიული ფუნქციონერების ხელფასებსა და აქციების მოწყობაზე.

პროკურატურის მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დამნაშავეებმა პარტიას, სულ ცოტა, 600 ათასი დოლარი გადაურიცხეს. უნდა ითქვას, რომ “შორ”-ს წელს სახელმწიფო დაფინანსება შეუწყვიტეს “არადეკლარირებული მატერიალური სახსრების გამოყენების გამო”. დაპატიმრებულია საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი მარინა ტაუბერი, მას 6 წლით პატიმრობა ემუქრება. ტაუბერი კი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი სანდუ და მისი პარტია “მოქმედება და სოლიდარობა” ოპოზიციის გატეხვას ცდილობს. პროტესტის ნიშნად პარტია “შორ”-ის რამდენიმე ასეული წარმომადგენელი გენპროკურატურის შენობის  ბლოკირებასა და კარვების დადგმას შეეცადა, მაგრამ აქცია პოლიციამ დაშალა.

ტაუბერი სამართალდამცავ ორგანოებს, კარგა ხანია, სამიზნეში ჰყავთ ამოღებული. აუდიტორული საერთაშორისო კომპანია kroll-ის ინფორმაციით, 2012 წელს ტაუბერი ხელმძღვანელობდა სამიდან ერთ-ერთ ბანკს, რომელთა მეშვეობითაც მოლდოვიდან უკანონოდ გაიტანეს მილიარდი დოლარი. ადგილობრივმა მედიამ ამას “საუკუნის ძარცვა” უწოდა. დამნაშავედ აღიარეს ილან შორი, რომელმაც მოგვიანებით პარტია შექმნა.

2020 წელს ტაუბერს მოუხსნეს აფერაში მონაწილეობის ბრალდება. ილან შორს კი 7,5 წლით აღუკვეთეს თავისუფლება, მაგრამ სააპელაციოში გაასაჩივრა და საქმის განხილვის პერიოდში საზღვარგარეთ გაიქცა. მანამდე ის, 6 თანაპარტიელთან ერთად, რესპუბლიკის პარლამენტის წევრი გახდა.

იგორ დოდონი

მოწოდება ამბოხისკენ

ტაუბერზე შეტევამდე 2 თვით ადრე შინაპატიმრობა მიუსაჯეს ექსპრეზიდენტსა და ყველაზე დიდი ოპოზიციური სოციალისტური პარტიის ლიდერს _ იგორ დოდონს. ის ეჭვმიტანილია სახელმიწიფო ღალატსა და ქრთამის აღებაში, რომელიც მან თითქოს ოლიგარქ ვლადიმერ პლახოტნიუკისგან მიიღო. ეს ის პლახოტნიუკია, რომელიც 2000 წლიდან, ფაქტობრივად, მართავდა ქვეყანას. 2019 წელს დოდონმა ოლიგარქს ოკუპანტი უწოდა კორუფციული სისტემის შექმნის გამო და მაია სანდუსთან ერთად იყო მისი დამხობის ორგანიზატორი. გამოძიება დარწმუნებულია, რომ ფული, რომელიც პლახოტნიუკმა საზღვარგარეთ გაქცევის სანაცვლოდ დოდონს გადასცა, მოლდოვის სოციალისტურ პარტიას მოხმარდა. ანალოგიური ვერსიაა, რაცშორ”-ის მიმართ: გაქცეული კორუფციონერები ცდილობენ, ხელი შეუშალონ სანდუს მთავრობას ქვეყანაში რეფორმების გატარებასა და ნათელი ევროპული მომავლისკენ სვლაში. დამკვირვებლები არ გამორიცხავენ ორივე ფრაქციის აკრძალვას.

დოდონი, ისევე როგორც ტაუბერი, ამის მოთმენას არ აპირებს. დოდონმა არაერთხელ დაადანაშაულა მთავრობა არაკომპეტენტურობაში და რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, რადგან ქვეყანაში საშინელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა: ინფლაციამ 30%- გადააჭარბა, მკვეთრად დაეცა სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის მაჩვენებლები.

პარლამენტის დათხოვნას 51 ხმა სჭირდება, ოპოზიციონერი დეპუტატი კი მხოლოდ 38-ია, მაგრამ დოდონი დარწმუნებულია, რომ ევროპული სახელმწიფობის ლიდერთა გადადგომების პროცესი კიშინიოვამდეც მიაღწევს. მანამდე კი როგორც საპარლამენტო, ისე ქუჩის ოპოზიცია სანდუს წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს.

ხალხი წინააღმდეგია

ექსპრეზიდენტის იმედი უსაფუძვლო არ არის. კომპანია IMAS-ის მიერ ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოლდოველთა 75%- მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. მხოლოდ 12%- გაუუმჯობესდა ცხოვრების პირობები, 64%- კი _ გაუუარესდა. რესპონდენტების 50% ნეგატივის მოლოდინშია.

გამოკითხულთა 43% მხარს უჭერს მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას, 60 პროცენტი _ რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.

ამასთანავე, ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსებად დოდონსა და სანდუს მიიჩნევენ _ შესაბამისად, 48 და 33 პროცენტით. სოციალისტურ პარტიას მხარს უჭერს 44%, “შორ”-ს _ 39, სანდუს პარტიას _ 28. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური ორგანიზაციების რეიტინგმა ერთ წელიწადში 10%-ით მოიმატა.

მაია სანდუ

რევოლუციის აჩრდილი

დეპუტატი ოაზუ ნანტოი (მმართველი პარტია “მოქმედება და სოლიდარობა”) არ გამორიცხავს, რომ შემოდგომაზე სანდუს დამხობას შეეცადონ. ოპოზიციონერებმა სანდუ კუდიანებზე ნადირობაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ქვეყანა დიქტატურის უფსკრულისკენ მიემართება.

მოლდოვის ხელისუფლება ეკონომიკის ჩამოშლის ნიველირებას ევროინტეგრაციისკენ გადადგმული წარმატებული ნაბიჯით შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სწორედ ამიტომ დაერია სანდუ კონკურენტებს. ამასთანავე, ინფლაციის შეჩერების ნაცვლად, გაააქტიურა ძალისხმევა დნესტრისპირეთიდან რუსი სამშვიდობოების გასაყვანად.

მოლდოვის ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა. პროდუქტები 34%-ით გაძვირდა, კომუნალური მომსახურება _ 40%-ით. თვით სანდუს ელექტორატის ძირითად ნაწილსაც კი ეპარება ეჭვი პროექტშიჩვენ საზღვარგარეთი დაგვეხმარება”, _ განაცხადა ანალიტიკოსმა იგორ ტულიანცევმა. მისი აზრით, თუ სანდუ გააუქმებს სოციალისტების პარტიას და პარტია “შორ”-ს, მაშინ მათ ადგილს პლახოტნიუკის დემოკრატიული პარტია დაიკავებს, რომლის წარმომადგენლებიც მუნიციპალიტეტების მეხუთედს აკონტროლებენ.

ბოლო თვეებში განვიარებული მოვლენები მოწმობს, რომ დასავლელმა კურატორებმა სანდუს “მწვანე შუქი” აუნთეს ყველანაირი მეთოდით ოპოზიციის დასათრგუნავად.

ლუკა მაისურაძე

https://ria.ru/20220801/moldaviya-1805862220.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here