Home ახალი ამბები მსოფლიო დარტყმა ზურგში: ჩინეთი წყვეტს ევროპისთვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებას

დარტყმა ზურგში: ჩინეთი წყვეტს ევროპისთვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებას

223

ჩინეთის ხელისუფლებამ ბუნებრივი აირის იმპორტიორებს მოუწოდა, შეწყვიტოს თხევადი ბუნებრივი აირის მიყიდვა ენერგორესურსებით მოვაჭრეებისთვის ევროპასა და აზიაში. ჩინეთი ასე ცდილობს მარაგის შექმნას ზამთრის სეზონისთვის, _ წერს Pravda.ru.

განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ, ეკონომიკური დაგეგმვის მთავარმა ორგანომ, სთხოვა Petro China Co-s, Sinopec-სა და Cnooc LTD-ს შეინახოს ბუნებრივი აირის  მარაგი ზამთარში საშინაო მოხმარებისთვის, _ განუცხადეს სააგენტო Bloomberg-ს ანონიმურმა წყაროებმა.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: საქმე ის არის, რომ ჩინური კომპანიების მიერ თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება კი არის ევროპის მარაგების შევსების დამატებითი წყარო, მაგრამ მიწოდების რეკორდულად მაღალმა ფასმა ექსპორტის მომხიბვლელობა შეამცირა.

შეგახსენებთ: ჩინეთი, ტრადიციულად, თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორია, თანაც ჩინური კომპანიები მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციას ეწევიან. ადრე ბუნებრივი აირის დიდი მოცულობები აშშ-დან მოდიოდა, მაგრამ ბოლო წლებში ჩინეთმა გაზარდა ბუნებრივი აირის მიღება სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან. ამასთანავე, ჩინურ კომპანიებს ადრე გაფორმებული ჰქონდათ გრძელვადიანი ხელშეკრულებები თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვაზე აშშ-დან. ამ ხელშეკრულებების მიხედვით, ამერიკული კომპანიები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ბუნებრივი აირის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობის მიწოდება ჩინეთისთვის. ანუ, აშშ-ს არ შეუძლია, პირდაპირ ევროპას მიაწოდოს ბუნებრივი აირი თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში შეუძლიათ, გაცილებით დიდი სარგებლით გაყიდონ, ამას უკვე მიაპყრეს ყურადღება ევროკავშირის ქვეყნებმა. კერძოდ, საფრანგეთმა ხაზი გაუსვა იმ უსამართლობას, რომ ამერიკული კომპანიები ევროპაში ბუნებრივ აირს გაცილებით ძვირად ყიდიან, მაგრამ ეს განცხადება ამერიკელებზე რამე გავლენას არ იქონიებს. ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვაზე კარგად გამოიმუშავებენ ჩინური კომპანიები. ზოგიერთი მონაცემით, მათ ასეულობით მლნ დოლარის მოგება მიიღეს, მაგრამ ეს პრაქტიკა ახლა ჩინეთის ხელისუფლების განკარგულების გათვალისწინებით სერიოზულად შეიზღუდება.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here