Home ახალი ამბები მსოფლიო დადგა დრო, იურიდიულად შეფასდეს ელცინის მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება

დადგა დრო, იურიდიულად შეფასდეს ელცინის მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება

საბჭოების სახლისთვის ცეცხლის გახსნის 30-ე წლისთავისთვის: სიმართლე გაცხადდა, იქნება შეფასებები?

197

ოსსია 24“-მა  ეთერში გაუშვა სერგეი შარგუნოვის დოკუმენტური ფილმი ოქტომბრის შვილები“, რომელიც ეძღვნება რსფსრ-ის უმაღლესი საბჭოსთვის ცეცხლის  გახსნას1993 წლის ოქტომბერში. პირველად 30 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ტელევიზიამ თქვა სიმართლე იმ სისხლიან მოვლენებზე,  უარყო სამარცხვინო მითი წითელ-ყავისფერი ფაშისტებისა“ და გმირი ელცინის შესახებ, რომელმაც თითქოს „მცირე სისხლისღვრით  აღკვეთა  სამოქალაქო ომი”, – წერს  საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორ ელენე პანინას  ტელეგრამარხი „Елена Панина“.

▪ სიმართლე არის ის, რომ დანაშაულებრივი დაკვეთით  ქვეყნის პარლამენტ ტანკების ქვემეხებიდან ესროლეს. და მოკლეს  ასობით უიარაღო ადამიანი, რომლებიც იდგნენ ლეგიტიმური ხელისუფლების დასაცავად.

სიმართლე კიდევ არის ის, რომ 3-4 ოქტომბრის სისხლიან შედეგს უსწრებდა ამაზრზენი პროვოკაცია: ამოქმედებული იყო „მესამე ძალა“, რომელმაც არაერთხელ გაუხსნა ცეცხლი  ორივე დაპირისპირებულ მხარეს.  წლების შემდეგ ზუსტად იგივე პროვოკაცია განმეორდა კიევის მაიდანზე, რომლის შემდეგაც უკრაინა ქაოსში  ჩაიძირა. იგივე ხელწერაა, იგივე შემსრულებლები.

ელცინის გარემოცვამ შემდგომ განაცხადა, რომ  სნაიპერები უმაღლესი საბჭოს შენობიდან ისროდნენ, მაგრამ  მე ჩემი თვალით ვნახე ეს სნაიპერები  აღმასრულებელი ხელისუფლების დაცულ შენობაში, სადაც ისინი ვერ მოხვდებოდნენ ხელისუფლების ნებართვის  გარეშე. კამუფლაჟში გამოწყობილები, იარაღჩამოკიდებულნი, ისინი უკანა კიბით  ადიოდნენ  ახალ არბატზე მდებარე  #19 სახლის სახურავზე. ამ სახლში იმხანად ჩვენი ოფისი იყო განთავსებული.

▪ მახსენდება  საბჭოების  სახლის დამცველები. ბარიკადებზე  სხვადასხვა  რეგიონიდან ჩამოსული  ბევრი ახალგაზრდა იდგა, მაგრამ  ასევე იყვნენ  ცხოვრებაში ბევრის მნახველი  ადამიანებიც, იმხანად  ჯერ კიდევ სახელმწიფო სამრეწველო საწარმოების წარმომადგენლები, რომლებიც უკვე წინასწარმეტყველებდნენ 1990-იანი წლების  განუკითხაობას.

მახსოვს  მოლაპარაკებები წმინდა დანიელის მონასტერში პატრიარქ ალექსი II-ის შუამავლობით. არ შეიძლება  დღევანდელი პატრიარქის, იმხანად  მიტროპოლიტ კირილძალისხმევის დავიწყება. სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად თითქმის შეთანხმდნენ „ნულოვან“ ვარიანტზე:  ჩერნომირდინის მთავრობის გადადგომაზე,  უზენაესი საბჭოს ახალი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტიკური პროცესის  ნულიდან დაწყებაზე… მაგრამ მოლაპარაკება  ელცინის გარემოცვამ  სნაიპერული შაშხანიდან გასროლით  ჩაშალა, საბოლოოდ კი ტანკებიდან გახსნილი  ცეცხლით დაასამარა.

რა ედო სარჩულად იმ მოვლენებს, რომლებმაც ტრაგიკული შედეგი გამოიწვია?

ფაქტია, რომ ვაუჩერული პრივატიზაციისა და ქვეყნის უპრეცედენტო ძარცვის გზაზე წინაღობად  იდგა ზენაესი საბჭო. ძარცვის უშუალო ბენეფიციარები იყვნენ  ახალშობილი ოლიგარქი  და კოლექტიური დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით. მისი მრჩევლები იმხანად  ელცინის მთავრობის ყველა ოფისში ისხდნენ: არ აქვს მნიშვნელობა მინისტრს, თითოეულს მისაღებში უცხოელი მრჩეველი ეჯდა.

ოქტომბრის მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე  არაერთხელ ვმონაწილეობდი რუსლან ხასბულატოვთან გამართულ  ( რსფსრ-ის უზენაესი საბჭოს უკანასკნელი თავმჯდომარე  1991-1993 წლებში.  – გ.გ. ) თათბირებში, რომლებზეც ეკონომისტი  ანატოლი  ჩუბაისი  წარუმატებლად ცდილობდა პრივატიზაციის იდეის გატანას, რადგან ამ იდეის განსახორციელებლად  უზენაესი საბჭოს   გადაწყვეტილება იყო საჭირო. ამის შესახებ ლაპარაკია პირველი არხის  მიერ ახლახან გადაღებულ ფილმში  „ელენა პანინა. ქვეყნის პირადი ისტორია”.

სწორედ დასავლური ინტერესების გამტარებელმა  ამ აგენტებმა, პროვოკაციის ხასიათიდან გამომდინარე, უბრძანეს  სროლა  სნაიპერებს. „კომუნიზმის კუბოს  სახურავზე უკანასკნელი ლურსმანის ჩაჭედებით “, როგორც ჩუბაისმა თქვა, ისინი სინამდვილეში  ცდილობდნენ, ლურსმანი  რუსეთის კუბოში ჩაეჭედებინათ. 1993 წლის ოქტომბერში ხალხი და ქვეყანა გადარჩა, მაგრამ ჩვენ კვლავ ვიმკით ამ მოვლენების შედეგებს, მათ შორის უკრაინაში.

ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში რაღაც სერიოზულად შეიცვალა, რაკი  ძველი ტაბუების საწინააღმდეგოდ  ფედერალურ სატელევიზიო ეკრანებზე ოცდაათი წლის წინათ  მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შესახებ სიმართლე ითქვა. ნაბიჯი დიდი ხნის ნანატრი იყო  და მაინც არასაკმარისი. დღეს, როდესაც რუსეთი იმავე ძალებს შეეჯახა უკრაინის პროქსი ომში და 1993 წლის სისხლიანი მოვლენების  ბევრმა ფიგურანტმა  თავი  მეხუთე კოლონის წევრად წარმოაჩინა, დადგა დრო, იურიდიულად შეფასდეს ელცინის მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება. ეს შეფასება, პოლიტიკურ დასკვნებთან ერთად, ბოლოს და ბოლოს  უნდა გაისმას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი სამოქალაქო დაპირისპირება – არა მხოლოდ მოსკოვის ცენტრში, არამედ მთელ რუსეთში – მხოლოდ დროის საკითხი იქნება.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ                                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here