Home ახალი ამბები მსოფლიო დააკავეს უკრაინელი დივერსანტები, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტს ამზადებდნენ

დააკავეს უკრაინელი დივერსანტები, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტს ამზადებდნენ

90

ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წევრ ვლადიმერ რიგოვის განცხადებით, ენერგოდარში დააკავეს უკრაინელი დივერსანტების ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ზაეს) ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ, _ წერს სააგენტორია ნოვოსტი”.

როგოვის თქმით, დაკავებულებს ჩამოართვეს ცეცხლსასროლი იარაღები, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და ყუმბარმტყორცნები. დივერსანტები, წინასწარი მონაცემებით, ზაპოროჟიეს აეს-ზე ტერაქტის მოწყობას ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ვიზიტისას აპირებდნენ, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ ვითარება უკონტროლოა და რუსეთი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას”.

“ეს დივერსიული ჯგუფი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კიევის რეჟიმის ტერორისტულ არსს”, _ განმარტა როგოვმა.

 29 აგვისტოს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციის მისია ამ კვირაში ჩავა ზაპოროჟიეში.

Reuters-ის ცნობით, მისია შედგება ორგანიზაციის სამდივნოს 14 თანამშრომლისგან, რომლებიც სწავლობენ ატომური უსაფრთხოების საკითხებს”.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ორგანიზაციის წარმომადგენლებს აეს-ში შეიყვანენ იმ ზონის გავლით, რომელსაც უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.

24 თებერვლიდან რუსეთი უკრაინაში ახორციელებს დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სამხედრო სპეცოპერაციას, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა უწოდა “დაცვა იმ ადამიანებისა, რომლებიც კიევის რეჟიმის მხრიდან 8 წლის განმავლობაში განიცდიდნენ დამცირებასა და გენოციდს”. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სპეცოპერაციის საბოლოო მიზანი დონბასის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნაა, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოების გარანტია იქნება.

სპეცოპერაციის მიმდინარეობისას რუსმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს ხერსონის ოლქსა და ზაპოროჟიეს ოლქის აზოვისპირა ნაწილზე; დაიკავეს დიდი ქალაქები: ხერსონი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი. შედეგად უკრაინა მოწყვეტილი აღმოჩნდა აზოვის ზღვისგან. ორივე რეგიონში შეიქმნა ახალი ადმინისტრაციები, მაუწყებლობა დაიწყეს რუსულმა ტელეარხებმა და რადიოსადგურებმა, აღდგა სავაჭრო კავშირები ყირიმთან. რეგონებმა განაცხადეს რუსეთთან შეერთების გეგმის შესახებ. ამასთანავე, 8 წლის შემდეგ განბლოკილია ჩრდილოეთ ყირიმის არხი და წყალი კვლავ მიეწოდება ნახევარკუნძულს.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://ria.ru/20220831/diversanty-1813414345.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here