Home ახალი ამბები მსოფლიო ცსს-ის დირექტორმა პუტინის ჯანმრთელობა შეაფასა და თავის ჭაღარაზე დაიჩივლა

ცსს-ის დირექტორმა პუტინის ჯანმრთელობა შეაფასა და თავის ჭაღარაზე დაიჩივლა

129

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა გაფანტა ბოლო ხანს მოარული ჭორები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობის შესახებ და თავის სნეულებებზე დაიჩივლა.

“ბევრი ჭორი დადის პრეზიდენტ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, ის სრულიად ჯანმრთელია!” _ განაცხადა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა ასპენში (კოლორადოს შტატი) გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე. თავის ჯანმრთელობაზე ლაპარაკისას კი ბერნსმა თქვა, რომ გაჭაღარავდა რუსეთისა და ირანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების გამო.

ცნობილია, რომ ამა წლის 15 ივლისს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი ერევანში იმყოფებოდა, თუმცა აშშ-ის საელჩოს არ გამოუცხადებია, რომ ეს ვიზიტი იგეგმებოდა.

გავრცელებულ ჭორზე ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობის შესახებ ამა წლის მაისში კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, შერაცხადი ადამიანები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ რუსეთის ლიდერის ყოველდღიურ განცხადებებს, მასში სნეულების ნიშნებს ვერ დაინახავენ.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here