Home ახალი ამბები მსოფლიო “ჩვენ უკრაინა ტორპედოდ გვჭირდება რუსეთთან ომში”

“ჩვენ უკრაინა ტორპედოდ გვჭირდება რუსეთთან ომში”

მიზეზები, რომელთა გამოც რუსეთი იძულებული შეიქნა უკრაინაში სპეცოპერაცია დაეწყო

567

რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მიხეევმარადიო ვესტის”  ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც რუსეთი იძულებული შეიქნა, უკრაინაში სპეცოპერაცია დაეწყო. ამ მიზეზთა შორის მთავარი იყო დასავლეთის აშკარად მტრული მიდგომები, ქმედებები და ზრახვები რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ:

“1992 წლის თებერვალში აშშ-ის 42-ე პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ  ნატოს სამომავლო მიზნები არის ეთნიკური კონფლიქტებისა და საზღვრების შესახებ დავის გამო წარმოქმნილი უთანხმოებების ზონებში სამშვიდობო ძალების შეყვანა ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე. იგივე კლინტონი 1997 წელს ქვეყნის მდგომარეობის შესახებ მიმართვაში ამბობდა: ჩვენ ბევრი მილიარდი დოლარი დავხარჯეთ ხელისუფლების სათავეში ელცინის მოსაყვანად, მაგრამ ეს დანახარჯი იოლად ავინაზღაურეთ. ჩვენ ჩამოვიცილეთ რუსეთი, როგორც კონკურენტი, და რუსეთიდან უმნიშვნელო ფასად გავიტანეთ  20 ათასი ტონა სპილენძი, 15 ათასი ტონა ალუმინი, 2 ტონა ცეზიუმი, სტრონციუმი, ბერილიუმი და სხვ”. ხელისუფლების სათავეში ელცინის მოყვანით აშშ-მა 5000%-იანი მოგება ნახა. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. აი რას ამბობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1973-1977 წლებში ჰენრი კისინჯერი: “საბჭოთა კავშირის დაშლა, რა თქმა უნდა, თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა”. აშშ-ის 41-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კი ამ პრობლებისადმი განსაცვიფრებელი მიდგომა გამოავლინა: “მირჩევნია, რუსეთში იყოს ქაოსი და სამოქალაქო ომი და არა მისი გაერთიანებისა და მტკიცე, ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ტენდენციები”.

ჯონ მეიჯორი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი: “ცივ ომში დამარცხების შემდეგ რუსეთის ამოცანაა წარმატებული ქვეყნების უზრუნველყოფა რესურსებით (რაც, სხვათა შორის, ხდებოდა კიდეც _ ს.მ ), მაგრამ ამისთვის მათ სჭირდებათ მხოლოდ 50-60 მლნ ადამიანი”. მანამდე უფრო გულწრფელი განცხადება გააკეთა მარგარეტ ტეტჩერმა:  “ეკონომიკურად გამართლებულია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდეს 15 მლნ ადამიანი, რომლებიც მოემსახურებიან ჭაბურღილებსა და მაღაროებს”.

ზბიგნევ ბჟეზინსკი: “რაც უფრო ნაკლები მოსახლეობა იქნება ამ ტერიტორიაზე (ყოფილი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის) მით უფრო წარმატებით მოხდება მისი ათვისება დასავლეთის მიერ. სლავები (სახელდობრ, რუსები, ბელარუსები და უკრაინელები) ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხია მსოფლიოში. მათ ვერ დაიმორჩილებ, უნდა გაანადგურო. აი რატომ ექვემდებარება ეს ოჯახი ლიკვიდაციას”.

 ჰიტლერი სულელი ბიჭი იყო, ის ღიად მოქმედებდა, ჩვენ არ დავტოვებთ კვალს”, _ წერდა ბატონი ბჟეზინსკი, რომელიც, სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი იყო უსაფრთხოების საკითხებში.

და აი, ჯორჯ სოროსიც: “ჩვენ უკრაინა ტორპედოდ გვჭირდება რუსეთთან ომში. ამ ქვეყნის მოქალაქეების ბედი ჩვენ საერთოდ არ გვადარდებს”.

 ეს ფრაზები წლების წინათ ითქვა და ახლა მათ რეალიზაციას აპირებენ”.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here