Home ახალი ამბები მსოფლიო “ჩვენ კვლავ ერთად ვიცხოვრებთ!”

“ჩვენ კვლავ ერთად ვიცხოვრებთ!”

მიტროპოლიტი ტიხონი რუსეთისა და უკრაინის ერთობაზე

183

ამ დაყოფისა და კონფლიქტის მიღმა დგანან ზესახელმწიფობრივი უსასტიკესი ძალებირომელთათვისაც ავღანელები, კორეელები და უკრაინელები აბსოლუტურად არ განსხვავდებიან”, _ ასე აღწერა რუსეთის კულტურის საკითხების რუსეთის საპატრიარქოს საბჭოს თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ტიხონმა (შევკუნოვი) გაზეთვზგლიადისჟურნალისტ ოლგა ანდრეევასთვის მიცემულ ინტერვიუში იდეა გამოფენისაუკრაინა ეპოქების გზაჯვარედინზე”.

გამოფენა, რომელიც უკრაინაში  სპეციალური ოპერაციის მიმდინარეობისას მოსკოვში გაიხსნა, რუსეთისა და მალოროსიის ისტორიის შესახებაა. ეს არის უაღრესად მოულოდნელი და სიმბოლური ჟესტი. თვითონ განსაჯეთ: რუსეთმა ყველა მეომარი სახელმწიფოს ისტორიული ლოგიკისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის დარღვევით, თავის მოქალაქეებს მოულოდნელად შესთავაზა, მტრისადმი კეთილშობილური მრისხანების ნაცვლად, ეფიქრათ საერთო ათასწლოვან გზაზე, რომელიც ერთობით გაიარა რუსმა ხალხმა უკრაინელებსა და ბელარუსებთან ერთად.

მოსკოვის ცენტრალურ მანეჟში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილია რამდენიმე საპირისპირო თვალსაზრისი რუსი ხალხის ერთიანობის შესახებ. ეს არის გამოფენა-დიალოგი, რომელიც დამთვალიერებელს უამრავი ფაქტის გაანალიზებასა და თავისი მხარის არჩევას სთავაზობს.

გამოფენას მრავალი ავტორი ჰყავს: რუსეთის კულტურის სამინისტრო, პარკი “რუსეთი _ ჩემი ისტორია” და კულტურის საკითხების საპატრიარქოს საბჭო. სწორედ საპატრიარქოს საბჭოა ინსპირატორი გამოფენის მთავარი გზავნილისა: უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია. თუ ჩვენ გვაქვს მომავალი, ის შეიძლება იყოს მხოლოდ ერთობლივი, რადგან ღმერთმა დაგვლოცა ძმობისთვის და არა შუღლისთვის.

მეუფე ტიხონი (შევკუნოვი), კულტურის საკითხების საპატრიარქოს საბჭოს თავმჯდომარე, ხმამაღლა და ძლიერ ახველებს. მას ბრონქიტი აქვს, მაგრამ გამოფენის გახსნის წინა დღეს მაინც მივიდა მანეჟში ჟურნალისტებთან შესახვედრად, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა, რომ ის ღვთის, ღვთისნიერი კაცი, ჩვენი თანამედროვეობის მთავარ ტრაგედიაზე ფიქრობს. ახლა ის გამოფენის მთავარი შესასვლელის წინ დგას, შავი სამოსით გამოფენის ტიხრების ნაცრისფერ ჩრდილებს კვეთს და ბოლო განკარგულებებს გასცემს.

“მიდი, დაიწყე ჩაწერა”, _ ყვირის ერთ-ერთი მუშა. მანეჟის უზარმაზარ დარბაზში ისმის დიქტორის კარგად დაყენებული ხმა: თუ ერთმანეთის სიყვარულით იცხოვრებთ, ღმერთი თქვენთან იქნება. ის დაგიმორჩილებთ ყველა მტერს და იცხოვრებთ მშვიდად. თუ ერთმანეთს შეიძულებთ, დაიწყებთ შუღლს, მაშინ თვითონ დაიღუპებით და დაღუპავთ ძმებისა და პაპების მიწას, რომელიც უზარმაზარი შრომით შეაგროვეს”. ეს არის ნაწყვეტი იაროსლავ ბრძენის ანდერძიდან. ამ წინასწარმეტყველური ფრაზით, რომლითაც გამოფენის შესასვლელია გაფორმებული, იწყება ექსპოზიცია.

“ეს ანდერძი იაროსლავ ბრძენმა 1954 წელს დაუტოვა შთამომავლობას, _ ამბობს მეუფე ტიხონი. _ ამჟამად ჩვენთვის ჩნდება კითხვა: როგორ შევასრულეთ ჩვენ ეს ანდერძი?”. ის, რაც ახლა ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, ერთი ხალხის უზარმაზარი ტრაგედიაა, სამოქალაქო ომის ტრაგედია. ჩვენ ეს ექსპოზიცია, უწინარესად, იმისთვის გავაკეთეთ, რომ თითოეულმა, თავისი პასუხისმგებლობის გაცნობიერების შემდეგ, გააცნობიეროს ის, რაც დღეს ხდება. ჩვენ აქ ვნახავთ ყველა “ამძრავ ღვედს”, რომლებმაც ამ უბედურებამდე მიგვიყვანა. ამ ექსპოზიციის შექმნისას ვცდილობდით, ყველა მასალა მაქსიმალურად ობიექტურად წარმოგვედგინა. ჩვენ აქ პასუხებს არ ვცემთ კითხვებს; ამ კონფლიქტების გადასაწყვეტად მოწოდებულნი არიან პოლიტიკოსები, დიპლომატები და, სამწუხაროდ, სამხედროები, მაგრამ ამ ყველაფრის გასათვითცნობიერებლად, თავის მოტყუების გარეშე, შეგნებულად მივიღეთ მონაწილეობა იმ სასიკვდილო საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც უკრაინისა და რუსეთის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია. ჩვენ ამისთვის მოწოდებულნი ვართ…”

გახსნის წინა დღეს მანეჟში ფუსფუსებდა ორ ათეულზე მეტი მუშა. დიზაინერები, დეკორატორები ბოლო შტრიხებს სძენდნენ მზა ექსპოზიციას. კიბეებისა და სპეცმოწყობილობების რიგებს შორის ნათლად ჩანდა ავტორების ჩანაფიქრი: ათი დარბაზი, ათი ისტორიული ეტაპი ჩვენი თანამედროვეობიდან ჭაღარა წარსულამდე და უკან _ თანამედროვეობაში.

პირველ დარბაზს ჰქვია “მარიუპოლი”, რომელიც პროვოკაციულად ცარიელია. ნაცრისფერ შიშველ კედლებზე პროეცირებულია დოკუმენტური ვიდეო _ ბრძოლები დანგრეულ ქალაქში და მისი გათავისუფლება.

დარბაზი #2 _ “რუსეთიდან ნოვოროსიამდე”. ის მოიცავს 862-დან 1783 წლამდე პერიოდს. ეს არის ბავშვობიდან ნაცნობი ისტორია რიურიკიდან  და იაროსლავ ბრძენიდან, დიმიტრი დონელსა და ივანე გროზნიმდე და შემდეგ _ პეტრე I-სა და ეკატერინე II-მდე. სწორედ იმპერატრიცას უნდა უმადლოდეს ნოვოროსია თავის აღმოცენებას. ოდესა, ხერსონი, ნიკოლაევი, დნეპროპეტროვსკი _ ეს ქალაქები ბრძენი დედოფლის გარეშე რუკაზე, უბრალოდ, არ იქნებოდა.

“X-XIII საუკუნეების რუსებს კოშმარშიც კი არ შეიძლებოდა ენახათ, რომ მათ შორის ზოგიერთი იყო რუსი, ზოგი _ უკრაინელი და ზოგი _ ბელარუსი, _ შეგვახსენებს თანამედროვე ისტორიკოსის, პეტრე ტოლოჩკოს, ციტატა კედლიდან. _ ისინი, ყველანი, რუსები იყვნენ, დიდი ეთნოკულტურული თანამეგობრობით, ერთი ენითა და რელიგიით”.

დარბაზი #3 _ “ნოვოროსიის გარიჟრაჟი”, ეპოქა 1873-დან 1914 წლამდე. დასავლეთით მდებარე მდიდარი მიწების ათვისება, რომლებიც პოლონეთის გაყოფის შემდეგ რუსეთმა მიიერთა, დასახლებული რუსეთის ცენტრალური გუბერნიებიდან წამოსულებით, დონბასის ინდუსტრიალიზაცია, ქვანახშირისა და ლითონების საბადოების აღმოჩენა. სწორედ იმხანად შეიძინა ნოვოროსიამ რუსეთის უმდიდრესი და ნაყოფიერი მიწების მქონე რეგიონის სახელი, რაც მთავარია, ის დასახლებული იყო შრომისმოყვარე და მხიარული ხალხით.

დარბაზი #4 _ “პროექტი უკრაინა” (1914-1941 წლები). იმხანად ბობოქარ რევოლუციურ და ომის წლებში ნოვოროსიის ისტორიაში პირველად დაემუქრა საფრთხე რუსი ხალხის ერთობას. უკრაინის პირველივე მცდელობა, მოეპოვებინა “დამოუკიდებლობა”, პირდაპირ ეროვნულ ღალატთან იყო დაკავშირებული.

1918 წელს ახალგამოჩეკილი უკრაინის სახალხო რესპუბლიკის რადა თავის საეჭვო სუვერენიტეტში ეყრდნობოდა გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ხიშტებს. ამ სახელმწიფოების არმიებმა სწრაფად დაიკავეს ყოფილი ნოვოროსიის ტერიტორია.

დარბაზი #5 _ “გმირობა და ღალატი” (1941-1945 წლები). ეს დარბაზი სავსეა დიდი სამამულო ომის გმირების უზარმაზარი ფოტოებით _ პარტიზანი კოვპაკი, მფრინავი ივანე კოჟედუბი, მარშლები: სიმონ ტიმოშენკო და ანდრეი ერიომენკო. აქვე, კედლებზეა წარმოდგენილი სხვა “გმირების” სახეები _ ნაცისტური უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაციისა და უკრაინელი ამბოხებულების არმიის შემქმნელები სტეპან ბანდერა, ევგენი კონოვალეცი, ანდრეი მელნიკი. აქ სკრუპულოზურად და მშრალად არის ჩამოთვლილი ვოლინის ხოცვა-ჟლეტის, ლვოვის “პოგრომისა” და ნაციონალისტების დანაშაულების მსხვერპლი; იმ ნაციონალისტების, რომლებსაც თანამედროვე უკრაინაში უმღერიან და ხოტბას ასხამენ.

დარბაზი #6 _ “საკავშირო ბეღელი” (1945-1991 წლები). ახალი ომისშემდგომი პერიოდი დაიწყო მეორე ინდუსტრიალიზაციით და მეურნეობის აღორძინებით, მაგრამ ღალატის ჩრდილი საბოლოოდ არ გამქრალა ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ. “პისტოლეტითა და ავტომატით ბრძოლის პერიოდი დასრულდა, _ წერს ვინმე ვასილი ზასტავნი, უკრაინელი ნაციონალისტების ლვოვის ქვედანაყოფის მეთაური. _ დადგა სხვა პერიოდი, საბჭოთა ხელისუფლებაში შეზრდის პერიოდი მისი გარდაქმნის მიზნით. ჩვენი მიზანი იყო ყველანაირი პოსტის დაკავება ხელმძღვანელობაში. ახალგაზრდებში ყველაფერი ეროვნულის ჩანერგვა”. ამავე დარბაზში წარმოდგენილია სტენდები იმ დასავლური “ფაბრიკების” ჩამონათვალით, რომლებიც ცდილობენ, შექმნან “უკრაინის ახალი ისტორია”: უკრაინისტიკის  ინსტიტუტის კანადური ფონდი, ჰარვარდის უნივერსიტეტის უკრაინის სამეცნიერო ინსტიტუტი. თანამედროვე უკრაინის ნაციონალისტური და რუსოფობიური იდეოლოგიის საფუძვლები სწორედ იქ იქმნებოდა დემოკრატიის გამოცდილი ოსტატების დახმარებით.

მიტროპოლიტი ტიხონი (შევკუნოვი )

შემდეგი ორი დარბაზი ეძღვნება უახლეს ისტორიას _ როგორ შეიქმნა კონცეპტი “უკრაინა არ არის რუსეთი”, რომელიც თანამედროვე უკრაინის სუვერენიტეტის საყრდენად იქცა, როგორ გასკდა ნაციონალიზმის ეს ჩირქგროვა 2014 წლის გაზაფხულზე.

 და ბოლო ორი დარბაზი, მიძღვნილი 2022 წლის მოვლენებისადმი.

დარბაზ #9- სიმბოლურად ეწოდება “ვლოცულობ ორივესთვის” და იწყება სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების მიზეზების დაწვრილებით ჩამოთვლით: სუვრენიტეტისთვის, რუსეთის არსებობისთვის შექმნილი საფრთხე, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, დონბასის მცხოვრებთა გენოციდი.

გამოფენის მკაფიო და დაუნდობელი ლოგიკა ცხადყოფს, რომ მცოცავი უკრაინული ნაციონალიზმი გაჩნდა, როგორც საკუთარი ხალხის ღალატის ფორმა. ეს არის ისტორია იმის შესახებ, როგორ გადაიქცადამოუკიდებლობისიდეა დასავლურ კურატორებზე აბსოლუტური დამოკიდებულების რეალობად, როგორ გამოიწვიათავისუფლებისადაკეთილდღეობისშესახებ ლოზუნგებმა ქვეყნის ტოტალური დეინსტრიალიზაცია და სრული დაკაბალება.

ვზგლიადი”: _ მეუფეო, არ გეჩვენებათ, რომ ჩვენ ამჟამად რაღაც გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ?

მიტროპოლიტი ტიხონი (შევკუნოვი): _ ჩვენ ახლა მასობრივი ფსიქოზის მდგომარეობაში ვცხოვრობთ. ცოტა ხნის წინათ გადავიღეთ ფილმი “იმპერიის დაღუპვა. რუსული გაკვეთილი”. 1917 წლის რევოლუციური მოვლენების წინ რუსეთში სწორედ ასეთი მდგომარეობა იყო. ამაზე ლაპარაკობდა ივანე პავლოვი, ლაპარაკობდნენ ჩვენი ფსიქიატრები: როსოლიმო, ბეხტერევი. ისინი საზოგადოების იმჟამინდელ მდგომარეობას აფასებდნენ, როგორც მასობრივ ფსიქოზს. როცა რაღაც საშინელს ჩაიდენდნენ, ადამიანები ამბობდნენ: “ღმერთო, რა დავაშავეთ?” ადამიანებს ახლა იძულებით აგდებენ ანალოგიურ მდგომარეობაში. ეს ძალიან სახიფათოა. ამ მდგომარეობაში მყოფთა მანიპულაცია ყველაზე დესტრუქციულ ძალებს შეუძლიათ.

ვზგლიადი”: _ არ გაქვთ განცდა, რომ ამჟამად ჩვენ თვალწინ ვითარდება ბიბლიური ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის?

მიტროპოლიტი ტიხონი (შევკუნოვი): _ ეს პირადი განცდაა. იმის თქმა, რომ ახლა არმაგედონი მიმდინარეობს, მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება. ჩვენ, ალბათ, ვაზვიადებთ, მაგრამ ის, რომ ამ დაყოფისა და კონფლიქტის უკან ზესახელმწიფოებრივი და უსასტიკესი ძალები დგანან, ჩემთვის ცხადია. ჩემთვის ასეა. ეს არის ძალიან ძლიერი და სასტიკი ძალები, რომელთათვისაც ავღანელები, კორეელები, უკრაინელები აბსოლუტურად არ განსხვავდებიან. მათთვის ყველა ერთია.

ვზგლიადი”: _ მოდი, როგორმე განვასხვავოთ მშვიდობა და პაციფიზმი.

მიტროპოლიტი ტიხონი (შევკუნოვი): _ ძველად სიტყვა “პაციფიზმი” არავინ იცოდა, თუმცა წინასწარმეტყველ იერემიას აქვს ასეთი სიტყვები: “იერუსალიმის ასულები ამბობენ: “მშვიდობა! მშვიდობა!” მშვიდობაკი არ არის”. მსოფლიო ყალბია. მსოფლიოს ახალი საშინელი კატაკლიზმები ემუქრება. ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის, რომ უფალმა კვლავ ძმებად გვაქციოს. მხოლოდ ღმერთს შეუძლია შეაერთოს შეუერთებელი.

ვზგლადი”: _ ეს გამოფენა  აჩვენებს, რომ რუსეთისგან უკრაინის, როგორც ცალკე ხალხის, რუფოსობი ერის მოწყვეტის იდეა ხელოვნურია.

მიტროპოლიტი ტიხონი (შევკუნოვი): _ უკრაინის, როგორც რუსეთის ანტაგონისტურად მოძულე ერთეულის, იდეა აბსოლუტურად აბსურდულია, დამანგრეველი და ის განწირულია მარცხისთვის. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ღვთის  ნების მიღმაა.

ვზგლიადი”: _ მაგრამ ჩვენ გვჭირდება ერთიანი გამარჯვება, ერთი ყველასათვის, ჩვენ ფასის გამო უკან არ დავიხევთ!

მიტროპოლიტი ტიხონი (შევკუნოვი): _ მართალია! მხოლოდ უგუნური ადამიანი იტყვის, რომ ომი სურს, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ღვთიური ჭეშმარიტების გამარჯვება. აი, ვუყურებ ფრონტიდან დაბრუნებულ ჩვენს ბიჭებს ფრონტის ხაზზე გადაღებულ ვიდეოზე. ჩვენი ოფიცერი ყვება, როგორ შეიპყრეს მათ რამდენიმე ტყვე. ერთ-ერთს ტელეფონი ჩამოართვეს. თურმე “ლიუბეს” უსმენს, მეგობრებს 9 მაისს ულოცავს. ის ჩვენია, რუსი! ალექსანდრე ხოდაკოვსკიც (ბატალიონ “ვისტოკის” მეთაური, ამჟამად დონბასში იბრძვის. _ “ვზნლიადის” რედ.) ამას ამბობს. ჩვენ ხომ კვლავ ერთად უნდა ვიცხოვროთ! აი, რაზე ფიქრობენ ნამდვილი მეომრები. ჩვენ კვლავ ერთად ვიცხოვრებთ. ჩვენ ერთი ხალხი ვართ. ეს არ არის იმ ადამიანების აზრები, რომლებიც თბილ მოსკოვში სხედან. ასე ფიქრობენ სანგრებში და ეს მინერგავს ყველაზე დიდ, ყველაზე ნათელ იმედებს.

სხვათა შორის, გამოფენის  ბოლო, მეათე დარბაზს ჰქვია “გმირები”. იქ შეიძლება ნახოთ ფრონტზე გადაღებული ვიდეორგოლები, რომლებშიც ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები ამბობენ: ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ძმები ვართ!”

გიორგი გაჩეჩილაძე

https://vz.ru/society/2022/11/4/1185338.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here