Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთში განაცხადეს, რომ გორბაჩოვის შეცდომებიდან დასკვნები გამოიტანეს

ჩინეთში განაცხადეს, რომ გორბაჩოვის შეცდომებიდან დასკვნები გამოიტანეს

86

ჩინური გამოცემა Global Times წერს, რომ პეკინმა დასკვნები გამოიტანა საბჭოეთის ბოლო ლიდერის შეცდომებიდან და ეს გაკვეთილია მისთვის, _ იუწყება svpressa.ru.

ჩინურმა გამოცემამ Global Times-მა წერილი მიუძღვნა საბჭოთა კავშირის პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვს, რომელიც 91 წლისა 30 აგვისტოს გარდაიცვალა მოსკოვში.

წერილში აღნიშნულია, რომ გორბაჩოვი იყო ტრაგიკული ფიგურა, რომელიც ცდილობდა, ეამებინა აშშ-ისა და დასავლეთისთვის და საერთაშორისო ვითარების შეფასებაში სერიოზული შეცდომები დაუშვა. ამან კი ქაოსი გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკაში.

სტატიის ავტორი ჩენ ცინცინი აღნიშნავს, რომ გორბაჩოვის შეცდომები შეახსენებს სხვა ქვეყნებს, სიფრთხილე გამოიჩინონ დასავლეთის ძალების მხრიდან “მშვიდობიანი ევოლუციის” ნებისმიერი მცდელობის მიმართ.

ეს იყო გაკვეთილი ჩინეთის ხელმძღვანელობისთვის. ჩინეთის კომუნისტური პარტია მიჰყვება საკუთარ სოციალისტურ გზას ჩინური თავისებურებებით და ხაზს უსვამს პოლიტიკურ სიმწიფესა და სიფრთხილეს”.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://svpressa.ru/politic/news/344667/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here