Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთის ემისარი ლი ჰუეი: მოსკოვმა, კიევმა და ევროკავშირმა უკრაინის კრიზისის მოგვარების სურვილი...

ჩინეთის ემისარი ლი ჰუეი: მოსკოვმა, კიევმა და ევროკავშირმა უკრაინის კრიზისის მოგვარების სურვილი გამოთქვეს

102
ჩინეთის ემისარი ლი ჰუეი: მოსკოვმა, კიევმა და ევროკავშირმა უკრაინის კრიზისის მოგვარების სურვილი გამოთქვეს

რუსეთმა, უკრაინამ და ევროკავშირის სახელმწიფოებმა მოსკოვსა და კიევს შორის შეიარაღებული დაპირისპირების მოგვარების სურვილი გამოთქვეს. შესაბამისი ინფორმაცია ჩინელმა ემისარმა ლი ჰუეიმ გაავრცელა.

ამის შესახებ მან 2 ივნისს, პარასკევს, ჩინეთის სახალხო დიპლომატიის ასოციაციის ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ყველა ზემოთჩამოთვლილი სახელმწიფო მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს და პეკინთან დიალოგი შეინარჩუნოს, – განაცხადა ემისარმა.

“პირველი, რაც აშკარად ვიგრძენი, იყო პოზიტიური შეფასება ყველა შესაბამისი მხარის მიერ ჩინური მხარის ძალისხმევაზე. ყველას აქვს კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების იმედი“, – დაასკვნა ლი ჰუეიმ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლი ჰუეი 15-26 მაისს ეწვია კიევს, ვარშავას, პარიზს, ბერლინს, ევროკავშირის შტაბ-ბინას და რუსეთს უკრაინის კრიზისის განსახილველად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here