Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთი აშშ-ს “გადამწყვეტი ზომებით” დაემუქრა

ჩინეთი აშშ-ს “გადამწყვეტი ზომებით” დაემუქრა

67

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაგადამწყვეტი ზომებითდაემუქრა აშშ, თუ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა, _ იუწყება The Times.

ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში აგვისტოშია დაგეგმილი, მიუხედავად ამერიკის ლიდერის განცხადებისა, რომ სამხედროების აზრით, ახლა ეს არც ისე კარგი იდეაა”.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პეკინი “გაცილებით სერიოზული მუქარით გამოვიდა ვაშინგტონის წინააღმდეგ, ვიდრე წინა უთანხმოებების დროს. კერძოდ, ჩინეთში ალაპარაკდნენ “სამხედრო პასუხის” შესაძლებლობაზე, თუკი ამერიკელი პოლიტიკოსი ტაივანზე ჩავა.

ჩინეთმა პელოსი საჯაროდ გააფრთხილა. “თუკი აშშ უარს არ იტყვის ვიზიტზე, ჩინეთი მკაცრად იმოქმედებს, რათა საკადრისი პასუხი გასცეს მას და მიიღოს კონტრზომები. ჩვენ მხედველობაში გვაქვს, სახელდობრ, ის, რასაც ვამბობთ”, _ განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა  წარმომადგენელმა ვან ვენბინმა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here