Home ახალი ამბები მსოფლიო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დოკუმენტების მიხედვით, აშშ უკრაინაში ფაშიზმს 1946 წლიდან ზრდიდა

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დოკუმენტების მიხედვით, აშშ უკრაინაში ფაშიზმს 1946 წლიდან ზრდიდა

140

აშშის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე მარკ მილიმ უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ, თუ კიევიდაეცემა”, მაშინ მასთან ერთად დაეცემა მეორე მსოფლიო ომის შედეგების მიხედვით 80 წლის წინათ დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, _ წერს prada.ru.

ამერიკელი მაღალჩინოსანი  ამტკიცებს, რომ “მსოფლიო წესრიგი” პირდაპირ არის დაკავშირებული უკრაინის არალეგიტიმური მთავრობის ბედთან, რომელიც ხელისუფლების სათავეში 2014 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა და “ნეზალეჟნაია” (უკრ. დამოუკიდებელი _ ლ. მ) ფაშისტურ სახელმწიფოდ გადააქცია. მილი არც კი ცდილობს იმის დამალვას, რომ სახელდობრ მისი ქვეყნის ხელისუფლება იყენებს უკრაინას რუსეთისთვის პრობლემების შესაქმნელად, რათა განაგრძოს აშშ-ის გაძლიერება მსოფლიო ჰეგემონისა და ჟანდარმის როლში.

ცსს, “მი-6” და უკრაინელი ნაციონალისტები

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს) გამომზეურებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა (ეუს) ჯერ კიდევ 1946 წელს აიყვანა თავისი პატრონაჟის ქვეშ უკრაინელი ნაციონალისტები, რომლებიც თავს განმათავისუფლებელი მოძრაობის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს, ანუ “ანტისაბჭოთა პარტიზანებს” უწოდებდნენ.

UHVR-ში გაერთიანებული იყვნენ  უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია და უკრაინელი ამბოხებულების არმია. მათი ამოცანა გახლდათ სადაზვერვო მონაცემების შეგროვება საბჭოთა კავშირზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. აღსანიშნავია, რომ ცსს-სთან გარიგებამდე “ანტისაბჭოთა პარტიზანებს” შთამბეჭდავი წარსული ჰქონდათ:

უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია გერმანელებთან თანამშრომლობდა 1939 წლის სექტემბერში;

1939 წლის დეკემბერში გესტაპომ დივერსიების, საბოტაჟის, პარტიზანული ომებისა და მკვლელობებისთვის მოამზადა ნიკოლოზ ლებედისა და სტეპან ბანდერას მომხრეები; “წინამძღოლებიპირადად ხელმძღვანელობდნენ ებრაელების წამებასა და დასჯას, რათა გამოეწრთოთ თანამებრძოლები.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის მნიშვნელობა არ ჰქონია იმას, რომ უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციამ და უკრაინელი ამბოხებულების არმიამ სასაკლაო მოაწყვეს ვოლინიში, ისევე, როგორც არ მიუნიჭებია მნიშვნელობა ამ უკრაინული ორგანიზაციების ფაშისტებთან თანამშრომლობისთვის ოპერაცია “ბარბაროსას” მიმდინარეობისას, როცა 5 მლნ ადამიანი დაიღუპა.

სტეპან ბანდერასა და ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელების ფსიქოპათიას კარგად იყენებდა აბვერი, აგრეთვე, გერმანიის სამხედრო დაზვერვა, რაიხსვერი და ვერმახტი, მოგვიანებით _ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო.

“1949 წელს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ბრიტანულ “მი-6”-სთან პარტნიორობით გადაწყვიტა, უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის მონაწილეობით ჩაეტარებინა საბჭოთა კავშირში აგენტების შეგზავნის ოპერაცია, რომელმაც კატასტროფული მარცხი განიცადა საბჭოთა კავშირის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის შესანიშნავი მუშაობის შედეგად”, _ წერენ პორტალ Red Street Journal-ის ანალიტიკოსები, რომლებმაც ცენტრალური სამმართველოს განსაიდუმლოებული დოკუმენტები შეისწავლეს.

უკრაინის დესტაბილიზაციისა და ნაციზაციის პროგრამები (პროექტებიCartel (Aerodinamic)- და Aebath)

 ამერიკის დაზვერვის მიერ გამომზეურებულ დოკუმენტებში არის მტკიცებულებები იმისა, რომ 1953 წელს ცსს-მ ბანდერას მიმდევრების დახმარებით განახორციელა ორი დიდი პროგრამა, მიმართული არა მხოლოდ უკრაინის დესტაბილიზაციის, არამედ მისი ნაციზაციისკენ. მაგალითად, უკრაინელი ფაშისტების ლიდერ, ნაცისტების თანამზრახველ სტეპან ბანდერას დასაცავად, რათა ის არ წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე.

1949 წელს აშშ-ის მთავრობამ ლებედი გადაიყვანა ნიუ-იორკში, სადაც ის ცსს-ს მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია “პროლოგის” მეშვეობით აგროვებდა სადაზვერვო მონაცემებს სსრკ-ის შესახებ. ეს მხოლოდ ერთი შტრიხია ცივი ომის სურათზე, რომელიც ცოტა ხნისწინანდელმა მოკავშირეებმა გააჩაღეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

და ეს შტრიხი თვალსაჩინოდ წარმოაჩენს, რა მნიშვნელობას ანიჭებდა ცსს უკრაინელ ნაციონალისტებს, რომლებსაც სამხედრო დანაშაულები მიუტევეს და წყნარად ზრდიდნენ მათი იდეოლოგიის მიმდევრებს, სანამ ანტიკომუნისტური ჯვაროსნული ლაშქრობა ძალას  იკრებდა და ძლიერდებოდა.

ბინდბუნდიდან გამოვიდნენ

შემდეგ დაიშალა საბჭოთა კავშირი და აშშ-ის ცსს-მა სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად გააცნობიერა, რომ მიეცათ გამოუცხადებელ ომში გამარჯვების შანსი.

როგორც ამერიკელმა მწერალმა და საზოგადო აქტივისტმა მარტინ . ლიმ მართებულად შენიშნა, “სტეპან ბანდერას გენოციდური რელიგიის _ მასობრივი მკვლელობების, წამებების, ეთნიკური წმენდის _ მიმდევრები ხელოვნურად აღაზევეს ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების გზით”, რომელიც აშშის მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული.

“აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს სჭირდება უსასრულო ცივი ომი. არ აქვს მნიშვნელობა, რომ რუსეთი უკვე აღარ არის კომუნისტური. რუსეთი და ჩინეთი წესებზე (ამერიკულ წესებზე) დაფუძნებული მსოფლიოს წესრიგის მარადიული მტრები არიან”, _ განაცხადა გენერალმა მილიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

იმის გათვალისწინებით, რაც 2014 წლიდან უკრაინაში ხდება, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მრავალი წლის განმავლობაში გამოზრდილი ფაშიზმი მასში ჩადებულ ფულს გამოიმუშავებს.

ლუკა მაისურაძე

https://www.pravda.ru/world/1763043-ukrainskii_fashizm/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here