Home ახალი ამბები მსოფლიო ბრუნო ლე მერს, რომელსაც რუსეთის ეკონომიკა უნდა „დაენგრია“, სილა გააწვნეს!

ბრუნო ლე მერს, რომელსაც რუსეთის ეკონომიკა უნდა „დაენგრია“, სილა გააწვნეს!

ფილიპო: OPEC+ გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ მერისთვის სახეში სილის გაწვნის ტოლფასია

158
ბრუნო ლე მერს, რომელსაც რუსეთის ეკონომიკა უნდა „დაენგრია“, სილა გააწვნეს!

OPEC+-ის ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ იყო “კიდე ვერთი სილის გაწვნა” საფრანგეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ბრუნო ლე მერისთვის, – ამის შესახებ ფრანგმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა ევროპარლამენტარმა და მოძრაობა „პატრიოტების“ ლიდერმა ფლორიან ფილიპომ Twitter-ზე განაცხადა.

„ბრუნო ლე მერს, რომელსაც „რუსული ეკონომიკია უნდა დაენგრია“, სილა გააწვნეს! სწორედ ახლა რუსეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ალჟირი, ერაყი და ქუვეითი აცხადებენ ნავთობის მოპოვების კოორდინირებულ შემცირებას!“ – დაწერა მან Twitter-ზე.

მანამდე OPEC+ ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა, განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე ნებაყოფლობით შეამცირებენ ნავთობის მოპოვებას. რუსეთისა და საუდის არაბეთისთვის ეს მაჩვენებელი დღეში 500 ათასი ბარელი იქნება, ყაზახეთისთვის – 78 ათასი ბარელი. გარდა ამისა, ასევე შეთანხმდნენ შეამცირონ ნავთობის წარმოება არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა (144 ათასი ბარელით დღეში), ომანმა (40 ათასი ბარელით), ქუვეითმა (128 ათასი ბარელით), ერაყმა (211 ათასი ბარელით) და ალჟირმა (48 ათასი ბარელით).

თებერვალში ლე მერმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება მოითხოვა და მათ „გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტური“ უწოდა. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანა გაუმკლავდება სანქციების ზეწოლას, რომელიც დასავლეთმა რუსეთზე რამდენიმე წლის წინ დაიწყო და კვლავ ძლიერდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here