Home სხვადასხვა დაიჯესტი ბრიტანული მედია: გენდერულმა სიგიჟემ მწვერვალს მიაღწია

ბრიტანული მედია: გენდერულმა სიგიჟემ მწვერვალს მიაღწია

738

ბრიტანული გამოცემა თჰე თელეგრაპჰ-ის ჟურნალისტმა სელია უოლდენმა განაცხადა, რომ საზოგადოების გენდერულმა გაგიჟებამ პიკს მიაღწია.

იგი წერს, რომ ახლახან ერთ-ერთი ბარის ტუალეტის კარზე ასეთი წარწერა იხილა: “ეს სათავსო შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა ადამიანმა, მისი გენდერული იდენტურობის ან თვითგანსაზღვრის მიუხედავად”. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ტენდენციების ამგვარმა კვალში ჩადგომამ მას ნეგატიური ემოციები გაუღვივა. “ვიგრძენი დამცირება, შეშფოთება, შემეშინდა”, რადგან ტუალეტში შესასვლელ რიგში, რომელიც ჩაბნელებულ დერეფანში იყო გაჭიმული, მხოლოდ მთვრალი კაცები იდგნენ.

ჟურნალისტმა შეგვახსენა, რომ მსგავსი “გენდერული ნეიტრალური” ტუალეტები ბრიტანულ სკოლებშიც არის. იგი მოიხმობს ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგებს, რომლებითაც დასტურდება, რომ სულ უფრო მეტ მოსწავლეს რცხვენია და ეშინია ტუალეტით სარგებლობის, რადგან ეს “საჭირო ოთახი” გათვალისწინებულია, როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვის, ამიტომ, საერთოდ, არ შედიან საპირფარეშოებში. უოლდენი ამტკიცებს, რომ სწორედ ბავშვები ემსხვერპლნენ “გენდერულ აკვიატებულობას”.

მაგალითად დაასახელა კიდევ ერთი შემთხვევა, როცა მოძალადემ დაკავებისას მოითხოვა, დაერეგისტრირებინათ, როგორც ქალი, და ტემზის პოლიცია დაეთანხმა.

სამართალდამცავმა ორგანოებმა მაშინ განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, როცა მოძალადე მამაკაცი მოჰყავთ, რომელიც ქალობას ჩემულობს, “იგი უნდა დარეგისტრირდეს ჩვენს სისტემაში, როგორც ქალი”. უოლდენის აზრით, ასეთი დამოკიდებულებით პოლიცია “ანებივრებს” მოძალადეებს, ხოლო მათ მსხვერპლს სასაცილოდ იგდებს და ამცირებს.

მოკლედ, ცნობილი განკარგულება _ “კაცები _ მარცხნივ, ქალები _ მარჯვნივ” წარსულს ჩაბარდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here