Home ახალი ამბები მსოფლიო ბრიჩსის გაფართოება და მისი პერსპექტივები

ბრიჩსის გაფართოება და მისი პერსპექტივები

146

ალჟირი ბრიჩსთან მიერთებას გეგმავს. ამის შესახებ ამ არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტმა აბდელმაჯიდ ტებუნმა განაცხადა სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში. ალჟირის ლიდერი ივნისში ბრიჩსის სამიტში მონაწილეობდა, რომლის მიმდინარეობისას  განაცხადა, რომ აუცილებელია, მსოფლიოში შეიქმნასახალი ეკონომიკური წესრიგი”, რომლის მონაწილეებს თანაბარი უფლებები ექნებათ, _ წერს russian.rt.com.

ალჟირის გარდა, წევრობა თანამეგობრობისა, რომელიც ამჟამად ბრაზილიისგან, რუსეთისგან, ინდოეთისგან, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკისგან შედგება, სურს კიდევ 5 სახელმწიფოს _ ირანს, არგენტინას, თურქეთს, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეს.

ექსპერტთა აზრით, ბრიჩსის მზარდი პოპულარობა აიხსნება იმით, რომ სულ უფრო მეტ ქვეყანას სურს, შეამციროს დამოკიდებულება საერთაშორისო ურთიერთობის ამერიკულ სისტემაზე.

ივნისში გამართულ სამიტზე, რომელიც ვიდეოკონფრონტაციის ფორმატში წარიმართა, ალჟირის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკური ჩამორჩენილობა არის არა მხოლოდ ამ ქვეყნების საშინაო პრობლემა, არამედ მომდინარეობს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სტრუქტურებში აშკარა დისბალანსისა და რამდენიმე ქვეყნის ჰეგემონიისგანაც.

გამოცდილებამ დაგვანახვა, რომ მსოფლიო არენაზე შექმნილი დისბალანსი და განვითარებული ქვეყნების მარგინალიზაცია არასტაბილურობის, უთანასწორობისა და განვითარების არარსებობის წყაროა, _ აღნიშნა აბდელმაჯიდ ტებუნმა და დასძინა, რომ აუცილებელია, მსოფლიოში შეიქმნასახალი ეკონომიკური წესრიგი, რომლის ჩარჩოებშიც იქნება სამართლიანობა და თანასწორობა ქვეყნებს შორის”.

“ალჟირი, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ბრიჩსის წევრებში ხედავს პერსპექტიულ ეკონომიკებსა და სახელმწიფოებს, რომლებიც 21-ე საუკუნის მეორე ნახევარში დომინანტები იქნებიან მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში. როდესაც ალჟირი ბრიჩსს შეუერთდება, ამ ქვეყნის მთავრობა ჩაერთვება პოლიტიკურ დიალოგში და, ამასთანავე, გააფართოებს ურთიერთქმედებას ამ კლუბის მონაწილეებთან”, _ განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევგენი პრიმაკოვის სახელობის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ალექსეი კუპრიანოვმა.

როგორც ჩანს, ალჟირი ვერ ხედავს დასავლურ სამყაროსთან განვითარების პერსპექტივას და სურს, სხვა ქვეყნებთან გააფართოვოს თანამშრომლობის ჰორიზონტი.

გამაერთიანებელი კურსი

ბრიჩსი (BRICS) საერთაშორისო თანამეგობრობაა, რომელიც აერთიანებს ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას. ორგანიზაცია 2006 წელს ეიქმნა და მხოლოდ 2010 წელს გაფართოვდა, როდესაც სამხრეთი აფრიკა დაემატა.

თანამეგობრობის ამჟამინდელ წევრებს უკავიათ დედამიწის ტერიტორიის თითქმის 30%, მათზე მოდის გლობალური მშპ 24 და მსოფლიო ვაჭრობის 16 პროცენტი.

ბრიჩსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ცოტა ხნის წინათ მიიღეს პეკინის დეკლარაცია, რომელშიც ასახულია სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები.

“კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ COVD-19-ის პანდემიისა და სხვა გამოწვევების მიუხედავად, 2022 წელს ბრიჩსის წევრებმა ერთობლივი ძალისხმევით განაგრძეს თანამშრომლობის გაღრმავება და სოლიდარობის განმტკიცება”, _ ნათქვამია დეკლარაციის პრეამბულაში.

ბრიჩსის ლიდერებმა დაადასტურეს გლობალური მმართველობის რეფორმირების იდეისადმი მხარდაჭერა, რომელშიც გაეროს როლის გაზრდა იგულისხმება. ამასთანავე, დეკლარაციაში ჩაწერილია გლობალური საზოგადოებრივი კეთილდღეობისადმი სამართლიანი ხელმისაწვდომობა”.

დეკლარაციის პოლიტიკური ნაწილი კი მოიცავს შეიარაღებაზე კონტროლის სისტემის განმტკიცების მოწოდებას, მათ შორის ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის საერთოდ აკრძალვას. ამასთანავე, ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, რომ იბრძოლებენყველანაირი ფორმისა და მიმართულების ტერორიზმთან”.

ამ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიჩსის ქვეყნებს აქვთ “უზარმაზარი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ადამიანური პოტენციალი… თანამეგობრობის წევრებს აქვთ ყველა შესაძლებლობა ერთობლივი ეფექტიანი მუშაობისთვის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.

რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ბრიჩსის წევრებს შორის თანამშრომლობა საერთაშორისო ურთიერთობების მრავალწლიანი არქიტექტურის შექმნას შეუწყობს ხელს და ამაში მათ აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ბევრი ქვეყანა დაუჭერს მხარს.

ექსპერტთა აზრით, ბრიჩსი ყველაზე პერსპექტიული საინტეგრაციო მოედანია და შეუძლია გააერთიანოს ის ქვეყნები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამერიკის ჰეგემონიისკენ მიმართულ მსოფლიო წესრიგს.

“ბრიჩსის განვითარება _ ეს არის შესაძლებლობა, თავი დააღწიო სისტემას, რომელიც განწყობილია ე.წ. ოქროს მილიარდის მომსახურებისთვის. დასავლეთის კონტროლს დაქვემდებარებულ საერთაშორისო სტრუქტურებსა და ბრიჩსს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არის ვერტიკალური იერარქიის არარსებობა. ამ თანამეგობრობის საფუძველში დევს მონაწილეობის უფრო ეფექტიანი პრინციპები, რომლებშიც დომინანტი არ არის ერთი სახელმწიფო ან სახელმწიფოთა ჯგუფი”, _ განაცხადა პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრის გამგე ანდრეი კოშკინმა.

უახლოეს ხანში ბრიჩსს ახალი წევრები შეემატებიან. ივნისში ორგანიზაციაში მიღების შესახებ განაცხადი შეიტანეს ირანმა და არგენტინამ. არგენტინის, ირანისა და ალჟირის გარდა, ბრიჩსთან ინტეგრაციის სურვილი გამოთქვეს თურქეთმა, საუდის არაბეთმა და ეგვიპტემ. თანამეგობრობა შეიძლება 11 წევრამდე გაფართოვდეს.

ბრიჩსის მიმზიდველობას ექსპერტები ხსნიან იმით, რომ სახელმწიფოები, რომლებიც მიისწრაფვიან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისკენ, უკმაყოფილონი არიან იმ წესებით, რომლებსაც მათ თავს ახვევენ მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვ. ამ ფონზე ბრიჩსი ამჟამინდელი ფინანსური სტრუქტურების თავისებური ალტერნატივაა.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://russian.rt.com/world/article/1032080-alzhir-briks-rasshirenie-rossiya

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here