Home ახალი ამბები მსოფლიო ბრძოლა ხარკოვისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა აღიარა, რომ სოფელს სოფელზე კარგავს

ბრძოლა ხარკოვისთვის: უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა აღიარა, რომ სოფელს სოფელზე კარგავს

რუსი ჯარისკაცები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქიდან 30კმ-ში არიან

87

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) სამხედრო ექსპერტები წერენ, რომ კიევის რეჟიმი, როგორც ჩანს, შეურიგდა ხარკოვის ოლქის მთლიანად დაკარგვას. უკრაინის ჯარი გამოიფიტა და უკვე აღარ შეუძლია მნიშვნელოვანი კონტრშეტევის განხორციელება. ამ ინფორმაციას შვპესსა.რუ  ავრცელებს. იგი ასევე იუწყება, რომ რუსული ქვედანაყოფები მყარად დგანან ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაკავებულ პოზიციებზე ხარკოვის ჩრდილოეთში და გათავისუფლებულ ზონას აფართოებენ.

არესტოვიჩი ტყუილებში გაიხლართა.

ხარკოვის ოლქში რუსეთი ტერიტორიის დაახლოებით მესამედს აკონტროლებს. ეს არის რეგიონის ნაწილი მდინარე სევერსკი დონეცის აღმოსავლეთით, აგრეთვე, ბელგოროდის ოლქის საზღვართან მდებარე ტერიტორია – ბელარუსამდე. ნაციონალისტებისგან სრულად გათავისუფლებულია კუპიანსკის რაიონი, აგრეთვე, ხარკოვის ოლქის 7-დან 4 რაიონი.

უკრაინის სახელმწიფო პროპაგანდა კი ხარკოვის ოლქში კონტრშეტევის აღწერაზე ვარჯიშობს, მაგრამ ეს დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტებს სკეპტიკურად განაწყობს.  

ასეთი პროპაგანდის მუშაობის შედეგია ბრძოლა ხარკოვისა და დონეცკის ოლქების საზღვარზე მდებარე დოლგენკოესთვის. რუსმა სამხედროებმა ამ სოფელზე კონტროლი მარტში დაამყარეს. და აი, 5 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ კიევი სოფლის დაბრუნებას ცდილობს. 3 დღის შემდეგ არესტოვიჩმა თქვა, რომ სოფელში უკრაინელი სამხედროები შევიდნენ. ეს ინფორმაცია ფეიკი აღმოჩნდა, ეს უკრაინის გენშტაბმაც დაადასტურა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ უკრაინელები სოფელ დოლგენკოესკენ რეიდის განხორციელებას შეეცადნენ (8 აგვისტოს სოფლის მისადგომებთან უკრაინის 7 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს).

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დამოუკიდებელი ექსპერტები წერენ: ხარკოვის ოლქში რუსმა სამხედროებმა მძლავრი თავდაცვითი ზღუდეები შექმნეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების წერტილოვანი კონტრშეტევები კი წარუმატებელია.

უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფები განლაგებულნი არიან ფრონტის ხაზთან ახლოს: რუბეჟნოეში, სლატინოში, რუსკიე ტიშკიში, ვერხნი სალტოვში, პრიშიბში, ოდნორობოვკაში. ეს დასახლებული პუნქტები მდებარეობს ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მათ შორის პეჩენიხინსკის წყალსაცავის სანაპიროზე.

რუსი სამხედროები უკრაინელთა ამ პოზიციებს მეთოდურად ურტყამენ. ISW აღნიშნავს, რომ რუსეთი ფართოდ იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, რათა მინიმუმამდე შეამციროს დანაკარგები პირად შემადგენლობაში.

ამ დროს კი კიევმა ხარკოვი – ერთ დროს აყვავებული ქალაქი – რკინა-ბეტონის ჯოჯოხეთად გადააქცია. უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის “ბოევიკებმა” დაიკავეს სკოლები, საერთო საცხოვრებლები, საავადმყოფოები. ამასთანავე, ადგილობრივ მცხოვრებლებს აკრძალული აქვთ თავიანთი სახლების მიტოვება, “ბოევიკები” მყისვე აღკვეთენ ხარკოველთა მხრიდან ევაკუაციის მცდელობას.

ანალოგიური ვითარება იყო ნიკოლაევშიც, სადაც კიეველმა გენერლებმა უამრავ დაქირავებულს მოუყარეს თავი. ისინი ქალაქში მარადიორობდნენ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კი რეიდებს აწყობდა პრორუსულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ. ისინი ხარკოვშიც და ნიკოლაევშიც ძალიან ბევრნი არიან.

კიეველ გენერლებს სურთ ნიკოლაევი პლაცდარმად გამოიყენონ ხერსონის ოლქზე კონტრშეტევისთვის. ხარკოვის შემოგარენი კი პლაცდარმია რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად. აღსანიშნავია, რომ ხარკოვის შემოგარენიდან მხოლოდ ბელგოროდი 12-ჯერ დაბომბეს.

“რამდენიმეჯერ დაიბომბა სოფლები: ჟურავლევკა, ნეხოტეევო, გოლოვჩინო, სერედა, ბეზიმენო, სოლოხი, შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები”, _ განაცხადა ბელგოროდის გუნერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. სწორედ ამიტომაა საჭირო ფრონტის ხაზის გადაწევა, რაც შეიძლება, შორს რუსეთის საზღვრიდან, რადგან ეს ბელგოროდის მიწაზე მშვიდობის დამყარების საწინდარი იქნება. ISW აღნიშავს, რომ ხარკოვის შემოგარენში უკრაინელთა საცეცხლე წერტილების ჩასახშობად რუსები ყველა სახის არტილერიას იყენებენ.

რუსულმამიწათმოქმედებამლებიაჟიეს რაიონში ჩაატარდა დისტანციური დანაღმვა

უპილოტო დაზვერვა და საარტილერიო ცეცხლი სახმელეთო შეტევის განუყოფელი ნაწილია. ჯერ კიდევ 18 აგვისტოს ამერიკულმა ინსტიტუტმა, გეოლოკაციური მონაცემების შესწავლის შემდეგ, დაადასტურა: რუსეთის ჯარებმა ტერიტორიულ წარმატებას მიაღწიეს დემენტიევკას მიმართულებით – ეს არის სოფელი ხარკოვის ჩრდილოეთით. 23 აგვისტოს კი ISW-მა დერგაჩის  (რჩება უკრაინის კონტროლქვეშ) საქალაქო საბჭოზე დაყრდნობით, დაადასტურა რომ კიევის მცდელობები, დემენტიევკასთან გაერღვია რუსული თავდაცვითი ზღუდეები, წარუმატებლად დასრულდა.

შემდეგ უკრაინის გენშტაბმა აღიარა, რომ რუსულმა ჯარმა გაიუმჯობესა ტაქტიკური პოზიციები ხარკოვის ჩრდილოეთით და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საზღვართან.

ბრიტანეთის თავდაცვის აზრით, რუსეთის ჯარის მანევრები და ხარკოვში უკრაინელთა ინფრასტრუქტურის განუწყვეტლივ დაბომბვა, ხელს უშლის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, პირადი შემადგენლობა ამ მიმართულებიდან სხვაგან გადაიყვანოს.

რუსები უკრაინელთა გეგმებს შლიან – წერს ISW. კერძოდ, 18 აგვისტოს სისტემა “ზემლედელიეს” (“მიწათმოქმედება”) საშუალებით ლებიაჟიეს რაიონში ჩატარდა დისტანციური დანაღმვა, შედეგად უკრაინელ სამხედროებს გადაეკეტათ აღმოსავლეთით წასვლის შესაძლებლობა _ სევერსკი დონეცის მიმართულებთ.

ISW, აგრეთვე, წერს ხარკოვის ოლქში რადიოელექტრონული ბრძოლის ახალი სისტემის განლაგებაზე, რომლებიც კიეველ გენერლებსა და არესტოვიჩებს კონტრშეტევაზე გადასვლის ოცნებასაც კი მოუსპობს. სამაგიეროდ, ხარკოვისკენ სვლა შეუპოვრად გრძელდება.

ლუკა მაისურაძე

https://svpressa.ru/war21/article/344180/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here