Home ახალი ამბები საქართველო ბოდიში, თქვენ გარდაიცვალეთ!

ბოდიში, თქვენ გარდაიცვალეთ!

მშვიდობის მტრები, ანუ ომისა და სიკვდილის მოციქულები

370

ამ ახალ წელს მერიამ თბილისელებს ასეთი სლოგანი შემოგვთავაზა  -“მშვიდობის ქალაქი“. ის, რომ საზოგადოებისთვის მშვიდობაზე სანატრელი და  სანუკვარი არაფერია, ისედაც უნდა გვცოდნოდა, მაგრამ ეპოქამ, რომელშიც ვცხოვრობთ, ამ ჭეშმარიტებაში საბოლოოდ დაგვარწმუნა.  ასე რომ, მერიის მიერ შემოთავაზებული სლოგანი, ერთი მხრივ, ბანალურად თუ გამოიყურება, მეორე მხრივ, მასში დროის მაჯისცემაც იგრძნობა. მიუხედავად ამისა,  ვერავის აიძულებ,  ეს სლოგანი ისე მოსწონდეს, რომ მის გაგონებაზე სხეულში ჟრუანტელი უვლიდეს. ჩვეულებრივი ამბავია, ესა თუ ის მოვლენა ვიღაცას მეტად მოსწონს, ვიღაცასნაკლებად, მაგრამ ისვიღაცადა ესვიღაცაბოლოს იმაში უნდა შეთანხმდნენ, რომ, თუკი რამე პრინციპულად მიუღებელი არ არის,  ამის გამო სამოქალაქო ომი არ გააჩაღონ.

საერთოდ, შესაძლებელია, რომ ქალაქის საახალწლო სლოგანი და სხვა სადღესასწაულო ატრიბუტები ვინმესთვის “პრინციპულად მიუღებელი” აღმოჩნდეს? პრაქტიკა გვარწმუნებს, რომ თურმე შესაძლებელია. მაგალითად, ლატვიის დედაქალაქ რიგაში საახალწლო ნაძვის ხე ფაშისტური სვასტიკებით მორთეს. ლატვიის მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, პრინციპულად მიუღებელია. ჯერ ერთი, ლატვია ის საბჭოთა რესპუბლიკა იყო, რომელიც გერმანელმა ფაშისტებმა ძალიან დააზარალეს, მაგრამ, ესეც რომ არ ყოფილიყო, როგორ შეიძლება, რომელიმე ქალაქში დადგმული საახალწლო ნაძვის ხის ფაშიზმის სიმბოლიკით მორთვა ხალხში უკიდურეს პროტესტს არ იწვევდეს?! ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, თბილისის მერიას ასეთი საშინელება რომ შემოეთავაზებინა, შესაძლებელია, ამას საზოგადოება მართლაც სამოქალაქო ომამდე მიეყვანა. ვფიქრობ,  გამიგეთ, რის თქმასაც ვცდილობ – ხალხს სიწმინდეები არ უნდა  შეულახონ, ღირებულებები არ უნდა გაუუფასურონ და რწმენა არ უნდა შეურყიონ,  თორემ  ამან  შეიძლება  მართლა იიყვანოს შეიარაღებულ დაპირისპირებამდე. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ასეთი  რამ: თბილისის მერიას საახალწლო სლოგანად “მშვიდობის ქალაქის” ნაცვლად ასეთი აბსურდი შემოეთავაზებინა: “სანამ უკრაინაში ომია, თბილისი ომის ქალაქია”. საზოგადებისთვის ეს, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი იქნებოდა და ამგვარი სისულელის წინააღმდეგ, ალბათ, სასტიკი პროტესტითაც გამოვიდოდა. ეს სწორი რეაქცია იქნებოდა, მაგრამ, თბილისის მერიას ასეთი სისულელე ხომ არ ჩაუდენია?! მაშ, რას აპროტესტებდნენ ისინი, ვინც სიტყვამშვიდობამასე გააღიზიანა? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებისთვისაც ეს სიტყვა კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა? რა უნდათ ან რა არგუმენტები აქვთ მათ ამ სრულიად უწყინარი სლოგანის წინააღმდეგ? გთავაზობთ მასალას, რომელიც ჩაწერილია სლოგანი “მშვიდობის ქალაქის” საპროტესტო აქციაზე (მასალა ამოღებულია ინტერნეტიდან და სტილი დაცულია). ბევრმა ილაპარაკა და იწუწუნა ამ აქციაზე, მაგრამ ყველაფრის აქ მოტანის აუცილებლობა არ დგას, რამდენიმე ამონარიდიც საკმარისია მათი “აზროვნების” მიმართულებაში გასარკვევად.

ნატა ფერაძე,  მხატვარი და გარემოს დამცველი: „ახლა ასეთი უტიფრობის დაწერა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის ქალაქი, როდესაც დღე არ გავა, რომ არ ჩამოასვენონ უკრაინაში დაღუპული მეომარი, ეს თუ დავუშვით, ჩვენი ბრალია”.

ჩვენ  მშვიდობის შენარჩუნება რომ გვსურს, ეს თურმე უტიფრობა ყოფილა. ამას ამბობს ქალი, რომელიც მისთვის დასმულ შეკითხვას, თუ რომელიღაც კონკრეტულ დროს რას აკეთებდა, ტელეეკრანიდან ქვეყნის დასანახად და გასაგონად პასუხს სცემს, რომ სექსი ჰქონდა. თანაც ეს ამბავი ისე კულტურულად კი არ გვამცნო, როგორც ახლა მე გავაკეთე, არამედ გამოიყენა ამ აქტის გამომხატველი ყველაზე ბინძური და მდაბიო ლექსიკური ფორმა.  ამ ქალბატონის ის განცხადება უტიფრობა არ იყო და, თბილისის მერია თბილისელებს მშვიდობიან ახალ  წელს თუ უსურვებს და დედაქალაქის სლოგანადმშვიდობის ქალაქსირჩევს,  ეს თურმე უტიფრობა ყოფილა. თავად განსაჯეთ, გადაგვარების რა ხარისხსა და მასშტაბთან გვაქვს საქმე ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

გიორგი მელაძე,  ილიას უნივერსიტეტის პროფესორი: „ჩვენ დღეს ვართ ძალიან რთულ მდგომარეობაში. ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები მიდიან და იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ და ამ დროს სადღეგრძელოებით რაღაც განცხადების კეთება არის ძალიან დიდი მტრობა ამ საზოგადოების, სახელმწიფოს იდეის, ჩვენი საერთო მისიის, რომლითაც მოვდივართ უკვე ოცდაათი წელი. მე ვეთანხმები, ახლა რაც თქვეს: აქ უნდა დავწეროთ უკრაინისადმი თანადგომის შეტყობინება და სასაფლაოს მშვიდობაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ”.

ჯერ დავაკვირდეთ ამ წინადადების სინტაქსურ სტრუქტურას. არაფერს ვამბობ გრამატიკულ ნორმებზე, ვინაიდან ეს ის შემთხვევაა, როდესაც საუბარი ზედმეტია. მე მხოლოდ წინადადების აგებულებაზე ვსაუბრობ. არის ამ წინადადებაში რაღაც, რასაც შემზარავად არაქართულს დავარქმევდი. წარმოიდგინეთ ლექციებზე ამ ენით ამეტყველებული ქართველიპროფესორიდა ამის შემდეგ არც იმ შედეგის წარმოდგენა გაგიჭირდებათ, ომელსაც  ქვეყანა მის მიერ მომზადებული სპეციალისტების სახით იღებს.

დავით დვალი, სამაუწყებლო კომპანიარუსთავი 2ის თანადამფუძნებელი: „პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს არის დიდი ტყუილი – არანაირი მშვიდობის ქალაქი ჩვენ არ ვართ. ეს ერთი. მეორე –  იმ დროს და იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი მოძმე ერი, რომელიც თავგანწირვით იბრძვის, მათ შორის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ, ყოველდღე უშუქობაში, სიცივეში, შიმშილში უძლებს და იბრძვის თავისი და ჩვენი მომავლისთვის, დაწერა იმის, რომ თურმე ჩვენთან მშვიდობა ყოფილა და სითბოა, არის უკიდურესი ცინიზმი და უღირსი საქციელი. მე მგონია, რომ ეს არ უნდა დავუშვათ. მე ვიზამ ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს“.

ამ რამდენიმე ამონარიდიდანაც ჩანს,  ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ასე აღაშფოთა სიტყვა “მშვიდობამ”. იმასაც ხომ მიხვდით, 2003 წელს რატომ მოგვევლინარუსთავი 2″ სახელმწიფო გადატრიალების ინსტრუმენტად  ან ამ არხზე დღესაც რატომ გადის ის სისაძაგლე, რომელიც მაყურებელთა უზარმაზარ გულისწყრომას იწვევს? ჯერ დამფუძნებელი უნდა ნახოთ და  ეკრანს ამის შემდეგ უნდა  შეხედოთ.

ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაც გასაგებია და ხელისუფლებაში მოსასვლელად “ოფლის დაღვრაც”, მაგრამ ისე როგორ უნდა გამოთაყვანდეს ადამიანი,  რომ სიტყვა  “მშვიდობის”  წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყოს და ამას პატრიოტიზმით ნიღბავდეს?! უკრაინა ომობს და ჩვენ მშვიდობას რა თავში ვიხლითო… საოცარია! უკრაინა იმიტომ ომობს, რომ მისმა ფაშისტმა და გადაგვარებულმა ხელისუფლებამ გადაჩეხა უფსკრულში, მაგრამ, ასეთი ვითარება რომ არ შექმნილიყო და უკრაინა ყველაფერში ცამდე მართალიც რომ იყოს, საქართველო რა შუაშია,  ჩვენ რატომ უნდა ვიომოთ უკრაინის ომში?! თუმცა ამასაც დავანებოთ თავი და დავუშვათ, რომ უკრაინის ომში ჩვენც აუცილებლად უნდა გადავეშვათ და გადავიჩეხოთ. დავუშვათ-მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი მერიის იმ  სლოგანს,  ომელსაცმშვიდობის ქალაქიჰქვია, დასაძრახი რა აქვს?!  სადაც უნდა ვომობდეთ, შინ თუ გარეთ, იმისთვის უნდა ვიომოთ, რომ მშვიდობამ დაისადგუროს. საბოლოო მიზანი ყოველთვის მშვიდობა უნდა იყოს; აბა, იმისთვის ხომ არ უნდა ვიომოთ, რომ სულ ომი იყოს, ეს რა აბსურდია?!  ამიტომ თქვენი საქციელი გარედან მიღებული დავალების შესრულებას უფრო ჰგავს,  ვიდრე ქართულ ცნობიერებაში გაჩენილ პროტესტს. საქართველოსთვის ღია მტრობის გამოცხადების უფრო მკაფიო ნიმუშის პოვნა  შეუძლებელია. თქვენ სტრატეგიულ პარტნიორებს უწოდებთ მათ, ვინც რუსეთთან ომისკენ გიბიძგებთ ისე, როგორც 1992 წელს ედუარდ შევარდნაძეს უბიძგეს აფხაზებთან ომისკენ, 2008 წელს მიხეილ  სააკაშვილს უბიძგეს ოსებთან ომისკენ, უფრო ადრე კი, 1989 წელს, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, გამსახურდიას უბიძგეს ცხინვალთან კონფლიქტისკენ. იგივე სტრატეგიული პარტნიორებიდღეს თქვენ, ოპოზიციაში მყოფ ძალებს, გიბიძგებენ რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნისკენ, ვინაიდან ხელისუფლებას ეს უგუნური ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი ომის საშინელებისგან იხსნას. მთავრობის ამ პოზიციაზე თქვენ უნიჭოდ ქილიკობთ და თქვენი მჩატე ჭკუით ხელისუფლებას დასცინით: აბა, ომი გინდათ?! თქვე მართლა თახსირებო და ნაძირალებო, როგორ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს ომი უნდოდეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რა ვითარებაც თქვენნაირმა გარეწრებმა უკრაინაში შექმნეს?! ამ ვითარებაში რა პირით ცდილობთ, დედაქალაქის მერიას უფლება  წაართვათ, რომ უღრუბლო ცხოვრებისკენ მოგვიწოდოს და  მშვიდობის მეკვლედ მოგვევლინოს?!  მშვიდობისკენ მოწოდებისა და,  თუ გნებავთ,  საახალწლო სადღეგრძელოს წარმოთქმის უფლებას როგორ ართმევთ ადამიანებს,  თქვე მართლაც ომისა და  სიკვდილის მოციქულებო? მთელი ის ხროვა, რომელსაც პროტესტის განცდა გაგიჩნდათ, მართლაც ომის პარტია რომ არ იყოთ, სიტყვა “მშვიდობა” ასე როგორ გაგამწარებდათ და აგაყროლებდათ? გასაგებია, რომ ომის პარტია ხართ, მშვიდობა გძულთ და სისხლიანი ენებით იგესლებით. ისიც გასაგებია, რომ სინდისი და ზნეობა არ გაგაჩნიათ, მაგრამ  იმდენი ეშმაკობა მაინც გმართებთ, მშვიდობას ასე ღიად არ დაუპირისპირდეთ,  მაგრამ  საკუთარ  ბოროტებაში ისე იხრჩობით, რომ თავს ვეღარ იკავებთ. ამას აგონია ჰქვია.  ვნახოთ, როგორ არის ეს ტერმინი განმარტებული უცხო სიტყვათა ლექსიკონში: “აგონია (ძვ. ბერძნ. ἀγωνία — „ბრძოლა”) — სულთმობრძობა, სიკვდილისწინა მდგომარეობა. ორგანიზმის რეაქციული და შეგუებითი ფუნქციების უკანასკნელი გამოვლენა. აგონიის ნიშნებია: გონების დაკარგვა, გრძნობის ორგანოთა მოქმედების შეწყვეტა, გაძნელებული სუნთქვა, ხროტინი, კრუნჩხვა, თვალის რქოვანას შემღვრევა, გულის მუშაობის მკვეთრი დარღვევა და სხვა”.

ყველა ეს ნიშანი თქვენ უკვე გაქვთ – გონება დაკარგეთ, გრძნობის ორგანოთა მოქმედება შეწყვეტილი გაქვთ, სუნთქვა გიჭირთ, ხროტინებთ, კრუნჩხვები დაგეწყოთ, თვალის რქოვანა შეგემღვრათ… თქვენ საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერების უნარი უკვე დაკარგული გაქვთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვალდებულნი ვართ, გაუწყოთ: ბოდიში, თქვენი პოლიტიკური აღსასრული დადგა,  თქვენ გარდაიცვალეთ!

ვალერი კვარაცხელია                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here