Home ახალი ამბები საქართველო ბირთვული იარაღის დახსნა მშვიდობის ტყვეობიდან

ბირთვული იარაღის დახსნა მშვიდობის ტყვეობიდან

251

მრავალი თარიღის დასახელება შეიძლება, რომელაც მსოფლიოზე უდიდესი გავლენა მოუხდენია. მათ შორის არის ორი, რომლებიც კაცობრიობის ისტორიისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, ვთქვათ, ყველაზე სისხლისმღვრელი მეორე მსოფლიო ომის დაწყების ან მისი დამთავრების თარიღი. ესაა ჯერ აშშის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის თარიღები – 1945 და 1949 წლები.

ბირთვული იარაღის უპირველესი მიზანი განადგურებაა. ეს არის უდიდესი დამანგრეველი ძალის ერთ მექანიზმში ფოკუსირება, ანუ სვლა იმ მიმართულებით, რომ ერთ კონკრეტულ იარაღში (ბომბში) მოხდეს კონცენტრირება იმ მასშტაბის ენერგიისა, რომელიც შეძლებს მთელი სახელმწიფოს, მთელი კონტინენტის, მთლიანად პლანეტის განადგურებას. ტოტალური განადგურება – ესაა ბირთვული იარაღის დანიშნულება. 1945 წელს, როდესაც ამერიკელებმა ბირთვული იარაღი შექმნეს და წარმატებითაც გამოსცადეს, მას, რა თქმა უნდა, სწორედ ეს დანიშნულება მისცეს. იმავე წელს ამერიკელებმა ამ საშინელი იარაღის არა ლაბორატორიული, არამედ ნამდვილი გამოცდა მოაწყვეს იაპონიის ორ მშვიდობიან ქალაქზეჰიროსმასა (6 აგვისტო) და ნაგასაკიზე (9 აგვისტო), ომელსაც ასიათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

იმ დღიდან მთელმა კაცობრიობამ იცოდა საშინელი იარაღის არსებობის შესახებ, რომელიც აშშ-ს გამორჩეულობისა და უძლეველობის სტატუსს უქმნიდა და მსოფლიო ჰეგემონის გვირგვინსაც ადგამდა. სულ რაღაც, ოთხ წელიწადში ატომური ბომბი საბჭოთა კავშირმაც გამოსცადა. იმ დღიდან მსოფლიოში ორი ზესახელმწიფო არსებობდა, რომლებსაც ხელთ ეპყრათ აბსოლუტური ნგრევისა და განადგურების პოტენციური საშუალება, მაგრამ სწორედ აქ მოხდა ის, რამაც მსოფლიოს გაკვირვება გამოიწვია: მეორე ბირთვული სახელმწიფოს გამოჩენით ტოტალური ნგრევისა და განადგურების ფუნქციის მატარებელი იარაღი საკუთარი არსისა და რაობის საწინააღმდეგოში გადავიდა და მსოფლიოს ახალი (საპირისპირო) დანიშნულებით მოევლინა, რომელსაც შემაკავებელი ფუნქცია ეწოდა. იმ დღიდან მოყოლებული, ბირთვული იარაღი სამოცდაათი ლის განმავლობაში კაცობრიობას ერთგულად იცავდა ახალი გლობალური დაპირისპირებისა და მესამე მსოფლიო ომის საშინელებისგან. ახლა ეს ვითარება იცვლება…

საქმე ის არის, რომ აშშის მმართველი ძალის ინტერესებს ვერ აკმაყოფილებს ბირთვული იარაღის შეზღუდვა მხოლოდ შემაკავებელი ფუნქციით. მას სურს, ბირთვულ იარაღს ის ფუნქცია დაუბრუნოს, ომელიც  თავიდანვე მიანიჭაგანადგურებისა და დაშინების. ეს ადვილი არ არის, მაგრამ მათ, როგორც ჩანს, ეს შესაძლებელი ჰგონიათ.  დიდი ხანია, ამერიკელები თავიანთ ძალისხმევას სწორედ ამ საქმეს ახმარენ. საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის დაშლისთვის გაღებული კოლოსალური ხარჯები და უზარმაზარი შრომა სწორედ ამ ჩანაფიქრის რეალიზებას ემსახურებოდა. ამავე მიზნის მისაღწევადაა გათვლილი რუსოფობიის გაღვივების ეს ყოვლად გაუგებარი და ბინძური კამპანია, რომლისთვისაც ასეულობით მილიარდი დახარჯეს და მომავალში უფრო მეტის დახარჯვას აპირებენ. ამერკის მმართველი ელიტის ცნობიერებას არასოდეს მოშორებია საბჭოთა კავშირისა და რუსეთის დანგრევის  ფიქრი. ამ ფიქრითა და სურვილით იყო გაჟღენთილი მათი ყოველი სიტყვა და ქმედება; მათი ცნობიერი და არაცნობიერი; მათი რეალური და ირეალური; მათი ილუზია და ალუზია; მათი საღი მეტყველება და ბოდვა. ეს რომ ნამდვილად ასე იყო, ამის ნათელი მაგალითია აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მიერ გაუგონარი მკრეხელობითა და წარმოუდგენელი თავქარიანობით წარმოთქმული ერთი ხუმრობა, რომელიც ინციდენტიდან ოცდათვრამეტი წელიწადის გასვლის შემდეგაც ინარჩუნებს ადამიანებზე შემზარავი ზემოქმედების ძალას: 1984 წლის 11 აგვისტოს ტრადიციულ რადიოგამოსვლაში, საუბრის დაწყების წინ, როდესაც მას მიკროფონის გამართული მუშაობის შესამოწმებლად უნდა წარმოეთქვა ნებისმიერი სიტყვები, პრეზიდენტმა თქვა შემდეგი შინაარსის წინადადება: “ჩემო თანამემამულენო, ამერიკელებო, სიხარულით მინდა შეგატყობინოთ, რომ დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ერთხელ და სამუდამოდ კანონგარეშე გამოცხადების შესახებ. დაბომბვა იწყება ხუთ წუთში“.

აშშ-ის პრეზიდენტის ეს ტექსტი არამხოლოდ ჩაიწერა ფირზე, არამედ, როგორც ამგვარ სიტუაციებში ხდება-ხოლმე, ელვის სისწრაფით გავრცელდა მსოფლიოში. ზოგიერთი მიმომხილველისთვის ეს ხუმრობა იყო, თუმცა ზოგიერთი დღემდე მიიჩნევს, რომ მან ეს ტექსტი სწორედ იმ გათვლით წარმოთქვა, რომ მსოფლიოსთვის მრავალმნიშვნელოვანი გზავნილი ყოფილიყო. არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს იყო წამოცდენა, ანუ უნებლიე გახმიანება იმისა, რა ფიქრიც და ოცნებაც მის თავში იხარშებოდა.

ამერიკული პოლიტიკური ბომონდი თხემით ტერფამდე გაჟღენთილია რუსეთისა და რუსი ხალხის სიძულვილით, რომელიც ბოლო პერიოდში აპოგეას აღწევს და ყოვლისმომცველი ხდება.

16 აგვისტოს საერთაშორისო უსაფრთხოების მოსკოვის მე-10 კონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა:

“Ситуация в мире динамично меняется, формируются контуры многополярного мироустройства. Всё больше стран и народов выбирают путь свободного, суверенного развития с опорой на свою самобытность, традиции, ценности.Этим объективным процессам противодействуют западные глобалистские элиты, провоцируя хаос, разжигая застарелые и новые конфликты, реализуя политику так называемого сдерживания, а по сути – подрыва любых альтернативных, суверенных путей развития. Тем самым они всеми силами пытаются сохранить ускользающую из их рук гегемонию, власть, пытаются удержать страны и народы в тисках неоколониального по своему характеру порядка. Их гегемония означает стагнацию для всего мира, для всей цивилизации, мракобесие и отмену культуры, неолиберальный тоталитаризм”.

რუსეთის პრეზიდენტის ამ უაღრესად საყურადღებო სიტყვაში ახსნილია კოლექტიური დასავლეთის მამოძრავებელი განწყობილებები. პუტინი ხაზს უსვამს დასავლეთის აღვირახსნილობასა და ყოვლისმკადრებლობას: “В ход идут любые средства. США и их вассалы грубо вмешиваются во внутренние дела суверенных государств: организуют провокации, государственные перевороты, гражданские войны. Угрозами, шантажом и давлением пытаются заставить независимые государства подчиниться своей воле, жить по чужим для них правилам. И всё это делается с одной целью – сохранить своё доминирование, ту модель, которая позволяет паразитировать на всём мире, как это было веками до этого, а такую модель можно удержать только силой.Вот почему коллективный Запад, так называемый коллективный Запад, целенаправленно разваливает систему европейской безопасности, сколачивает всё новые военные альянсы. Блок НАТО двигается на Восток, наращивает свою военную инфраструктуру, в том числе размещает системы противоракетной обороны и повышает ударные возможности наступательных сил”.

პუტინმა უკრაინის მაგალითზე გააშიშვლა კოლექტიური დასავლეთის არამხოლოდ ანტირუსული და ანტიევროპული ზრახვები, არამედ ალაპარაკდა იმ საფრთხეების შესახებ, რომლებსაც დასავლეთის ყოვლად უპასუხისმგებლო პოლიტიკა მთელ პლანეტას უქადის: “Ситуация на Украине показывает, что США пытаются затянуть этот конфликт. И точно так же они действуют, разжигая конфликтный потенциал в Азии, Африке, Латинской Америке. Как известно, недавно США в очередной раз сознательно попытались подлить масла в огонь и раскачать ситуацию в Азиатско-Тихоокеанском регионе. Американская авантюра в отношении Тайваня – это не просто поездка отдельного безответственного политика, а часть целенаправленной, сознательной стратегии США по дестабилизации и хаотизации обстановки в регионе и мире, наглая демонстрация неуважения к суверенитету других стран и к своим международным обязательствам. Видим в этом тщательно спланированную провокацию.Очевидно, что с помощью подобных действий западные глобалистские элиты в том числе пытаются отвлечь внимание своих собственных граждан от острых социально-экономических проблем – падения уровня жизни, безработицы, бедности, деиндустриализации, – переложить собственные провалы на другие страны – на Россию, на Китай, которые отстаивают свою точку зрения, строят суверенную политику развития, не подчиняясь диктату наднациональных элит”.

აშშ-მა უმძიმესი შეცდომა დაუშვა, რომ ერთდროულად დაუპირისპირდა რუსეთსა და ჩინეთს, თანაც იმ ვითარებაში, როდესაც შიგნით ქვეყანაში  პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი მწვავდება, რომელიც სისტემურ კრიზისში გადადის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობებს ქმნის. არაფერს ვამბობ პრეზიდენტ ბაიდენზე, რომელიც საკუთარი არასახარბიელო ფიზიკური მდგომარეობის მძევლადაა ქცეული და სახელმწიფოს მართვაში პრაქტიკულად არც მონაწილეობს, მაგრამ ის ლიბერალური ელიტები, რომელთა შესახებ პუტინმა თქვა,  მსოფლიო ჰეგემონიზმი ხელიდან უსხლტებათო, არ გამოვრიცხავ, რომ ბოლო იმედს ბირთვულ იარაღზე ამყარებენ, თუმცა ამაში არც ლოგიკისა და არც გონების ნატამალი არ იკითხება.

რუსეთმა, თუკი მის ფიზიკურ არსებობას საფრთხე შეექმნება, ბოლო იმედად ბირთვული არსენალი რომ მიიჩნიოს, სავსებით ლოგიკური იქნება (Зачем нам такой мир, если там не будет России? – ვლადიმერ პუტინი), მაგრამ აშშ-ის ფიზიკურ არსებობას ვინ ემუქრება? – არც არავინ! მაშ, რატომ აყენებს იგი ან სხვებს და ან საკუთარ თავს გლობალური მოსპობის საფრთხის წინაშე? ალბათ, იმიტომ, რომ კრიზისი, რომელშიც ეს სახელმწიფო შევიდა, იმ მასშტაბისაა, რომ იქიდან მსოფლიოში გლობალური კატაკლიზმის შექმნის გარდა სხვა გამოსავალი არ ჩანს. ამიტომ, მათ ხელს არ აძლევს შემაკავებელი ფუნქცია ბირთვული იარაღისა. მათ სურთ, რომ ბირთვულ იარაღს პირვანდელიგამანადგურებელი ფუნქცია დაუბრუნონ. ასეთ შემთხვევაშიც არანაირი გარანტია ამ თვალსაზრისით საგრძნობი უპირატესობის მოპოვებისა მათ არ აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გეზი ამ მიმართულებით აიღეს, ამის უტყუარ დადასტურებას ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებისკენ აღვირახსნილი სწრაფვა და პოსტსაბჭოთა სივრცის სრული ათვისების პროგრამა წარმოადგენს. აშშის მმართველებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, სურთ ბირთვული იარაღის დახსნა მშვიდობის ტყვეობიდან, რათა მან მისი საშინელი როლი დაუბრკოლებლად და მთელი სისავსით შეასრულოს. მათ, ალბათ, ჩვენსავით კარგად არ ახსოვთ მათ მიერვე მოკლული პრეზიდენტის, ჯონ კენედის, უკმაყოფილებით აღსავსე წამოძახილი მოვალეობის შესრულების დაწყებისა და ბირთვული ჩემოდნის გადაცემის დროს: ჩვენ კიდევ საკუთარ თავს ადამიანის მოდგმას ვუწოდებთ!”

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here