Home ახალი ამბები მსოფლიო “აშშ-ის ბიოლაბორატორიები ადამიანის ხელოვნური ევოლუციისთვის არის შექმნილი”

“აშშ-ის ბიოლაბორატორიები ადამიანის ხელოვნური ევოლუციისთვის არის შექმნილი”

97

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცესპიკერის, უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიების საქმიანობის საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ირინა იაროვაიას განცხადებით, აშშის ბიოლაბორატორიები კაცობრიობის ხელოვნური ევოლუციის პროცესის დასაწყებად არის შექმნილი, _ წერს regnum.ru.

“სრულიად ნათელია, რომ აშშ-ის ბიოლაბორატორიები შექმნილია კაცობრიობის ხელოვნური ევოლუციის ასამოქმედებლად პენტაგონის მთავარი რედაქტორობით. ჩვენმა მეცნიერებმა რთული ბიოლოგიური პროცესები მარტივ ენაზე გადათარგმნეს იმ ჭრილში, რომ გენური ინჟინერია ორ ფორმატში არსებობს: ეს არის ბუნებაში არსებული გენების დამუშავება და სინთეზური ბიოლოგია _ ხელოვნურის შექმნა”, _ განაცხადა იაროვაიამ და დასძინა, რომ სწორედ აშშ-ში, კრეიგ ვენტერის ინსტიტუტში 2010 წელს შექმნეს პირველი ბაქტერია სინთეზური გენომით. 2014 წელს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ 6 ძირითად პრიორიტეტში დაასახელა სინთეზური ბიოლოგია, როგორც განვითარებისთვის მოწინავე ტექნოლოგია 21-ე საუკუნეში.

“ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დავრწმუნებულიყავით, რომ უკრაინასა და სხვა ქვეყნებში საქმიანობით აშშ-მა უკვე შექმნა ბიოდაზვერვის თანამედროვე ელექტრონული ყოვლისმომცეველი სისტემა. პროცესის ერთი პუნქტი უკვე რეალიზებულია; ისევე, როგორც რეალიზებულია ლიდერობის პოზიცია გენური ინჟინერიის სფეროში.

ამერიკელი მეცნიერების მხრიდან გენების რედაქტირებისა და სინთეზური ბიოლოგიის მეთოდები კლასიფიცირებულია, როგორც მასობრივი განადგურების ბიოლოგიური იარაღის პოტენციური ვექტორი ან ელემენტი და ამას ადასტურებს პენტაგონის ბიოლოგიური პროექტი.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here