Home ახალი ამბები საქართველო ბექა ოდიშარია – ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა გაიზიარა პოპულისტური მიმართულებით წარმოშობილი ინიციატივა, რომელიც...

ბექა ოდიშარია – ვწუხვარ, რომ პრეზიდენტმა გაიზიარა პოპულისტური მიმართულებით წარმოშობილი ინიციატივა, რომელიც არაფერს ემსახურება, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მოლაპარაკე თავი ხელოვნურად ვასაზრდოოთ

69

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პოპულისტური მიმართულებით წარმოშობილი ინიციატივა” გაიზიარა.

როგორც მან საკითხის კომენტირებისას განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა „ბუნებაში არაფერს ემსახურება“, გარდა იმისა, რომ „მოლაპარაკე თავები ასაზრდოონ“.

„ოპოზიციას რომ ჰკითხო, უნდა ვიმსჯელოთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც პირველი მოსმენით გვაქვს მიღებული,თუმცა ისინი არც წარმოადგენენ 12 – პუნქტიანი გეგმის ნაწილს. ეს იმ ფონზე, როდესაც 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე საკანონმდებლო ინიციატივა, ან კანონპროექტი, რომელიც განხილული არის სამუშაო ჯგუფებში, ან კომიტეტებში, ან საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს გამოთქმული აქვთ მათთან დაკავშირებით რაიმე აზრი. შესაბამისად, მე ვწუხვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გაიზიარა წმინდა პოპულისტური მიმართულებით წარმოშობილი ინიციატივა, რომელიც ბუნებაში არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ რამდენიმე მოლაპარაკე თავი ხელოვნურად ვასაზრდოოთ, რაზეც ჩვენ არ ვართ განწყობილნი”,- განაცხადა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე განკარგულება გამოსცა. აღნიშნული მოთხოვნით პრეზიდენტს საპარლამენტო ოპოზიციამ მიმართა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here