Home ახალი ამბები ბათუმის მოვლენებზე მსჯავრდებული ჩხვირკიას დედამ, პრეზიდენტს შვილის შეწყალების თხოვნით მიმართა

ბათუმის მოვლენებზე მსჯავრდებული ჩხვირკიას დედამ, პრეზიდენტს შვილის შეწყალების თხოვნით მიმართა

866

ბათუმის მოვლენებზე მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკიას დედამ, ციცო როსტობაიამ მისი შვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს მიმართა. 

მოსამართლემ ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძე 1.6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აქამდე პროკურატურა ბრალდებულებს მასობრივი არეულობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდა (სსკ-ის 225-ე მუხლი)თუმცა მოსამართლემ მუხლი გადააკვალიფიცირა და ბრალი 226-ე მუხლით მიუსაჯა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

ბათუმში ვითარება 2017 წლის 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here