Home ახალი ამბები მსოფლიო ბალტიისპირეთის სატრანსპორტო კომპლექსს განადგურება ემუქრება

ბალტიისპირეთის სატრანსპორტო კომპლექსს განადგურება ემუქრება

63

ლიტვის მიერ კალინინგრადის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტის აკრძალვისთვის დაწესებული საპასუხო ზომები, ფაქტობრივად, გაანადგურებს ბალტიისპირეთის რესპუბლიკების სატრანსპორტო კომპლექსს, _ განაცხადა კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა გამოცემავედომოსტისთვისმიცემულ ინტერვიუში.

ალიხანოვის აზრით, “ბალტიისპირეთის მიმართ ეკონომიკურ პასუხს “ნეიტრონული იარაღის” ეფექტი ექნება. ვილნიუსში ვერ აცნობიერებენ, რომ კალინინგრადის ოლქი რუსეთის ნაწილია და აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ისე მოხდეს, რომ ლიტვის ეკონომიკის ნახევარმა აღარ იარსებოს”, _ თქვა ალიხანოვმა.

“ბალტიისპირეთის სატრანსპორტო კომპლექსი განადგურდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დააწესებს ანტისანქციებს ტვირთებზე, რომლებიც მიდის ბალტიისპირეთში და მოდის იქიდან”, _ აღნიშნა კალინინგრადის გუბერნატორმა.

კალინინგრადისთვის ბლოკადის დაწესებაზე საპასუხო ზომების გატარების პროექტი უკვე შეტანილია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ლაპარაკია ლიეტუვისთვის ძალიან კრიტიკულ ეკონომიკურ ზომებზე. ვილნიუსმა 18 ივნისიდან შეწყვიტა კალინინგრადის ოლქში იმ საქონლის ტრანზიტი, რომელიც სანქციებში მოხვდა. ესენია: სამშენებლო მასალები, ლითონები, ხე, ცემენტი, ალკოჰოლი, ხიზილალა და სხვ., სულ მთლიანი ტრანზიტების 50%. რუსეთის საგარეო საქმეთა ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას, განცხადებით, ლიეტუვა აგრესიულად მოქმედებს და ამიტომ მოსკოვი საპასუხო ზომების გატარების უფლებას იტოვებს.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here