Home ახალი ამბები მსოფლიო აზერბაიჯანი, რომელსაც ნთქავს თურქეთი, რეგიონში ნატოს ფორპოსტი ხდება

აზერბაიჯანი, რომელსაც ნთქავს თურქეთი, რეგიონში ნატოს ფორპოსტი ხდება

246

ბოლო წლებში ბაქო იქცა არა მხოლოდ ანკარის უმცროს პარტნიორად, არამედ ოსმალეთის ახალშექმნილი იმპერიის ნამდვილ პროტექტორატად, ხოლო კასპიის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში _ ნატოს პლაცდარმად. ამის შესახებ წერს politnavigator.net.

აზერბაიჯანის მმართველი ელიტა სუვერენიტეტის ნარჩენების დაკარგვით რისკავს, აითქვიფოს თურქულ ელიტაში, მიიღოს რიგითი შემსრულებლის მესამეხარისხოვანი როლი და შემდეგ განადგურდეს.  ეს რომ ასეა, მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ილჰამ ალიევმა გააფუჭა ურთიერთობა საბერძნეთსა და საფრანგეთთან, თუმცა მანამდე ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. 2019 წლიდან აზერბაიჯანი ბუნებრივ აირსაც კი აწვდიდა ელადას ტრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) გავლით და სამხრეთ ევროპაში ახალი მილსადენების მშენებლობას ათენის მონაწილეობით განიხილავდა. ყარაბაღის მეორე ომის დაწყებისთანავე კი ორ სახელმწიფოს შორის წარმოიქმნა ნამდვილი დიპლომატიური კრიზისი. შემდეგ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ბაქომ ბერძნები სომეხი “ბოევიკების” შეფარებასა და საომარ ზონაში გადაყვანაში დაადანაშაულა, ხოლო საბერძნეთის მთავრობამ თურქები და აზერბაიჯანელები სირიიდან ისლამისტი მებრძოლების  ფრონტზე გაგზავნაში ამხილა. პარიზს კონტრაქტებიც კი ჰქონდა ბაქოსთვის გამანადგურებელ-ბომბდამშენების მიყიდვის თაობაზე. ასევე არსებობდა ერთობლივი გეგმა ფრანგული ტანკებისა და ჯავშანტექნიკის საწარმოებლად ქარხნების აშენების შესახებ, მაგრამ ამ პროექტებს 2020 წლის სექტემბერში არცახის სამხედრო შეტაკების შემდეგ მტვერი დაედო და ახლა საფრანგეთთან ურთიერთობა ყველაზე დაბალ დონეზეა. სინამდვილეში საბერძნეთთან, საფრანგეთთან და თუნდაც ისრაელთან ურთიერთობის გაცივების რეალური მიზეზი ამ ქვეყნებთან რევანშისტული თურქეთის მეტოქეობაა, რომელიც ოსმალეთის სახელმწიფოს გავლენისა და ტერიტორიის აღდგენაზე ოცნებობს. ანუ „გამარჯვების მომტანი პატარა ომის“ შემდეგ ბაქომ, ფაქტობრივად, დაიწყო ანკარის საგარეო პოლიტიკის განხორციელება ხმელთაშუა ზღვაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. ამით ის გადაიქცა ნეოოსმალური ექსპანსიის რეალურ პოლიტიკურ დანამატად და ინსტრუმენტად. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი წლისწინანდელი  „განმათავისუფლებელი“ ომი მხოლოდ იმპერიული პროექტის ნაწილი იყო ბაქოდან თურქეთში ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნების გასაჭრელად სომხეთის ტერიტორიის გავლით, აგრეთვე, „ფანჯრის“ შესაქმნელად ყოფილ საბჭოთა ცენტრალურ აზიაში ე.წ თურქული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მიზნით. აქ შეიძლება სრულიად დავეთანხმოთ სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რომელმაც შეტაკებების პიკში გერმანულ პრესას განუცხადა: “უკვე აზერბაიჯანი კი არ იღებს გადაწყვეტილებას თავის ბედზე, არამედ თურქეთი”. 2021 წლის ივნისში სწორედ სომხებისგან დაბრუნებულ ქალაქ შუშაში მოეწერა ხელი დეკლარაციას სხვადასხვა სფეროში სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ, რომელიც ასევე ეხება სამხედრო სფეროში ურთიერთდახმარების საკითხებს. საუბარია ერთიან სარდლობაზე, ბუნებრივია, თურქი გენერლების მეთაურობით, და „თურანის საერთო არმიის“ შექმნაზე. თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე მუსტაფა შენტოპმა იმხანად საპროგრამო სლოგანიც კი გამოაცხადა.

იგორ ტაბულოვ-ტრუტა ბაქოში

“ჩვენი იდეა არის ერთი ერი, ორი სახელმწიფო”, მაგრამ რეალურად საქმე მიდის ერთიანი სახელმწიფოს შექმნისკენ, რადგან მიმდინარეობს განათლების, ჯანდაცვისა და სერვისების სისტემების თურქული ანალოგების მიხედვით სწრაფი ტემპით სტანდარტიზაცია, მათ შორის „ელექტრონული მთავრობის“ ორი სისტემის ინტეგრაციის გზით“, – განაცხადა შენტოპმა. ეტაპობრივი შთანთქმის პროცესი კი, იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი მთელ თავის ენერგორესურსს მილსადენებით გზავნის თურქეთის გავლით, ბაქოს ნეოოსმალეთის ელიტაზე (ერდოღანის ხელმძღვანელობით)  დამოკიდებულს ხდის, ურთიერთობებს კი _ აბსოლუტურად უთანასწოროს. ამჟამინდელ ვითარებას შეიძლება ეწოდოს მახრჩობელა გველის თამაში დაჭერილ ფრინველთან, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს გაფრენას და ძლიერი ჩახუტებისგან დაიღუპება. საქმე მხოლოდ ელიტების ინტეგრაციაში არ არის, არამედ აზერბაიჯანელი ხალხის იდენტობის გარდაუვალ დაკარგვაშიც, რომელიც ადრე თუ გვიან გაითქვიფება 80-მილიონიან თურქულ ეთნოსში, მიუხედავად სერიოზული განსხვავებებისა რელიგიის, ტრადიციებისა და ისტორიის მხრივ. ამაზე მიუთითებს თურქულზე დაფუძნებული ერთობლივი თურქული ანბანის შემუშავება, რომელიც ამიერიდან სავალდებულო იქნება თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის ყველა წევრისთვის, მათ შორის აზერბაიჯანისთვისაც. თვით აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ფაქტობრივად, უკვე ასრულებს ჩრდილოეთ კვიპროსის მსგავსი მარიონეტული სახელმწიფოს როლს, ხდება პლაცდარმი თურქეთის მიერ ცენტრალური აზიის კოლონიზაციის პლაცდარმი და კასპიის ზღვით ანატოლიაში ყაზახური ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების კვანძი. ახლახან, 14 დეკემბერს, ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამმხრივ სამიტზე შეეცადნენ, დაერწმუნებინათ თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუხამედოვი  და მისი მამა გურბანგული, რომ შეერთებოდნენ თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციას და ბუნებრივი აირის ნაკადი ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით მიემართათ,  მაგრამ, ეს იდეა ჩაფლავდა, რადგან აშხაბადმა პეკინის გავლენით გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა ნეიტრალური სტატუსი და უარი ეთქვა შეთავაზებულ პროექტებსა და მარშრუტებზე და ამით გააღრმავა ურთიერთობა თეირანთან და აირჩია მოსკოვის მიერ შეთავაზებული ბუნებრივი აირის პროექტი ჩრდილოეთი-სამხრეთის ტრანსკასპიური გზის ფარგლებში  ინდოეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით,  მაგრამ ის, რომ ილჰამ ალიევმა ამ თამაშში რეჯეფ ერდოღანის აგენტისა და მსახურის როლი შეასრულა, ყველასთვის აშკარა შეიქნა.  ასეთი ქვეშევრდომული პოზიცია ბაქოს მოსკოვის წინააღმდეგ შემდგომი არამეგობრული ქმედებებისკენ უბიძგებს, რაც გამოიხატა აზერბაიჯანელი „ეკოლოგებისა“ და „სამოქალაქო აქტივისტების“ მიერ სომხეთისა და არცახის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკადაში, რუსი სამშვიდობო კონტიგენტის პროვოცირების მიზნით. ამასთანავე, ილჰამ ალიევი ახორციელებდა არა იმდენად თურქეთის, რამედადაც ბრიტანული კომპანიების ინტერესებს, რომლებსაც სურთ, დაეუფლონ სპილენძისა და მოლიბდენის საბადოებსა და მაღაროებს მთიან ყარაბაღში. აღმოსავლეთმცოდნე კარინე გევორგიანი აღნიშნავს:

„მთავარი და პირველი საპილოტე ქვეყანა, რომელსაც ბრიტანეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში ეყრდნობა, არის აზერბაიჯანი, შემდეგ კი _ ყაზახეთი.  პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, რომელშიც უზარმაზარი ინგლისური  ინვესტიციები განხორციელდა და 600 კომპანია მუშაობს“. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, სინამდვილეში ვინ დგას თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის პროექტისა და ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რუსეთის განდევნისა და ჩინეთის შეკავების „დიდი თამაშის“ უკან. პარალელურად, ეს რესპუბლიკა იქცევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინსვლის მოსახერხებელ პლაცდარმად. ასე რომ, ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის მიმდინარეობისას ბაქოში, იმავე მომენტში, 20-დან 25 ნოემბრის ჩათვლით, ჩატარდა “ნატოს დღეების” კონფერენცია, რომელზეც განიხილებოდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დასავლური სტანდარტების მიხედვით უნიფიკაციის საკითხები და ქმედებების კოორდინაცია ალიანსის ძალებთან. ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა SHAPE Partnerships-ის ქვეყნებთან ურთიერთქმედების ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა იგორ ტაბულოვ-ტრუტამ: „ნატოს დღეების” ჩვენმა პროგრამამ თითოეულ მონახულებულ ადგილზე არა მხოლოდ მოგვცა საშუალება, აუდიტორიასთან  გვესაუბრა ორმხრივად საინტერესო თემებზე, არამედ შევძელით, უშუალოდ დავრწმუნებულიყავით აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მამაკაცებისა და ქალების მიერ გამოვლენილ პროფესიონალიზმსა და ერთგულებაში წოდების მიუხედავად. აზერბაიჯანი იყო და რჩება ნატოს ძლიერ პარტნიორად, მისი წვლილი ნატოს მისიებსა და ოპერაციებში, აგრეთვე, ძირითადი საშტატო პოზიციების შევსებაში ყოველთვის მნიშვნელოვანია“. აზერბაიჯანის არმიას, ფაქტობრივად, წვრთნიან სომხეთის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის სამხედროებთან შემდგომი შეტაკებისთვის. როგორც ნატოს ოფიცრებმა აღნიშნეს: “რესპუბლიკის სამხედროებმა მიაღწიეს სრულ ბრძოლისუნარიანობას ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის ჩვენი პარტნიორული სქემის წყალობით”. შესაძლოა, სწორედ ამიტომ უგზავნის ბაქო აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალებს, ასევე უამრავ სამხედრო მრჩეველსა და „მოხალისეს“ იმ სამხედრო პერსონალიდან, რომლებიც “მოულოდნელად წავიდნენ შვებულებაში” ან “დროებით გაათავისუფლეს სამსახურიდან”, ალბათ, საბრძოლო გამოცდილების მისაღებად ამერიკელი და ბრიტანელი ოფიცრების მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთი თამაშები სახიფათო ხდება, უპირველეს ყოვლისა, თვით აზერბაიჯანისთვის, რომელიც შეიძლება უცებ იქცეს მტრულ სახელმწიფოდ ყველა აქედან გამომდინარე შედეგით. თუ აზერბაიჯანის მმართველი ელიტა დროულად არ შეჩერდება და არ შეწყვეტს ნეოოსმალეთთან შერწყმას, აგრეთვე, არ შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ზანგეზურის დერეფნის, ძირძველი სომხური ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად, ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდება. რადგან, მოსკოვის გარდა, გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულოს თეირანმაც, რომელიც აღარ შეეგუება სომხეთის საზღვრების თვითნებურ ცვლილებას, რომლის შედეგადაც დაიხურება სატრანსპორტო მარშრუტი ინდოეთიდან ჩრდილოეთისკენ და მეტიც, თურქების მცდელობებით შეიძლება გაღვივდეს სეპარატისტული განწყობები ირანის ჩრდილოეთში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებში. ასეთ შემთხვევაში ძალიან ძნელი იქნება ირანელთა შეკავება აქტიური ქმედებებისგან. თუ ბაქოში ამას დაივიწყებენ ან ბრიტანელი კურატორების პროვოკაციებს აჰყვებიან, მაშინ სერიოზული პრობლემები შეიქმნება და კონფლიქტში ახალი მოთამაშეები ჩაერთვებიან.

გიორგი გაჩეჩილაძე  

https://www.politnavigator.net/azerbajjdzhan-pogloshhaetsya-turciejj-i-stanovitsya-forpostom-nato-v-regione.html   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here