Home ახალი ამბები მსოფლიო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ საერთაშორისო ინსპექტორების ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე...

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ საერთაშორისო ინსპექტორების ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მუდმივად ყოფნას გაუწევენ ორგანიზებას

70

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ საერთაშორისო ინსპექტორების ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მუდმივად ყოფნას გაუწევენ ორგანიზებას. ამის შესახებ განცხადება რაფაელ გროსიმ სადგურზე ვიზიტის შემდეგ სოციალური ქსელით გაავრცელა.

„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვიზიტს ზაპოროჟიეს სადგურზე, რომელსაც ასე დიდხანს ველოდით. მე ახლახანს დავასრულე პირველი ტური სადგურის მნიშვნელოვან ადგილებში, რომელთა ნახვაც გვსურდა პირველი შესვლის დროს. ცხადია, აქ მეტია გასაკეთებელი. ჩემი გუნდი ადგილზე რჩება. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ მოვახდენთ აქ ატომური სააგენტოს მუდმივი ყოფნის ორგანიზებას“, – აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი.

როგორც ვარაუდობენ, საერთაშორისო ინსპექტორების ნაწილი ზაპოროჟიეს სადგურზე 3 სექტემბრამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთს აქვს ოკუპირებული. აგვისტოს დასაწყისიდან მოსკოვი და კიევი სადგურის მისამართით ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here