Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-მა უკრაინას შემდგომი სამხედრო დახმარების მისაღებად კოლონიური პირობები გაუგზავნა

აშშ-მა უკრაინას შემდგომი სამხედრო დახმარების მისაღებად კოლონიური პირობები გაუგზავნა

445
აშშ-მა უკრაინას შემდგომი სამხედრო დახმარების მისაღებად კოლონიური პირობები გაუგზავნა

იმისათვის, რომ უკრაინელებმა ისეთი სახე არ მიიღონ, თითქოს არაფერი იციან ან არ უნახავთ, წერილები გაუგზავნეს პრემიერმინისტრ შმიგალსა და ზელენსკის ადმინისტრაციას. პარალელურად მოეწყო გაჟონვა მედიაში, გზავნილის მბრძანებლური ტონი კი გაძლიერებულია ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით. ამის შესახებ იუწყება ექსპერტ იური ბარანჩიკის ტელეგრამ-არხი „Юрий Баранчик“-ი.

მოთხოვნები დალაგებულია ვადების მიხედვით (3-დან 18 თვემდე) და მიზნად ისახავს აშშ-ის სრულ კონტროლს ფინანსურ და რეპრესიების საკვანძო სფეროებზე.

უწინარესად, საჭიროა:

* „უკრენერგოსა“ და „ნაფტოგაზის“ სამეთვალყურეო საბჭოში დამატებითი წევრების შეყვანა;

* ახალი Укроборонпром-ისთვის (უკრაინის თავდაცვითი მრეწველობა – გ.გ.) სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა;

* გაძლიერდეს დასავლეთის მიერ შექმნილი „ანტიკორუფციული“ ორგანოების – უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის შემთხვევაში, გენერალური პროკურორისგან დამოუკიდებლობა) დამოუკიდებლობა;

* უკრაინის უშიშროების სამსახურის საქმიანობის სფერო უნდა შემოიფარგლოს კონტრდაზვერვით, ანტიჯაშუშური საქმიანობით, ტერორიზმსა და კიბერდანაშაულთან ბრძოლით. კოლომოისკიმ თავი ვერ უნდა დაიძვრინოს;

* აგრეთვე, მოთხოვნილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების „კეთილსინდისიერების“ შემოწმება და ცუდი მოსამართლეების კარგით ჩანაცვლება. ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით.

ბევრი წერია თავდაცვის სამინისტროში გასატარებელ რეფორმებზე, მათ შორის შესყიდვების ორგანიზებაზე. ეს მოხდება ნატოს სტანდარტების შესაბამისად და შესყიდვებს კიევი არ გააკონტროლებს.

ცოტა მოგვიანებით ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე უნდა დაწესდეს საბაზრო ფასები, მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკრაინაში მოქმედებს მორატორიუმი საომარი მდგომარეობისას მოსახლეობისთვის კომუნალური ტარიფების გაზრდაზე.

თუ შევაჯამებთ: წელიწად-ნახევარში ხახოლებს ( ასე ეძახიან უკრაინელებს რუსები – გ.გ.) მხოლოდ კრედიტით ნაყიდი შარვლები დარჩებათ, ხოლო მათი ჩაცმისა და ტარების რეგულაციები უცხოეთიდან განისაზღვრება, სამხედრო საჭიროებიდან გამომდინარე.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here