Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ თვითმკვლელობებმა წალეკა

აშშ თვითმკვლელობებმა წალეკა

148

2022 წელს  აშშ-ში მორიგი ანტირეკორდი დამყარ სუიციდის რაოდენობით – 49,5 ათასმა ამერიკელმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობების რაოდენობა თანდათან მატულობდა  2000-2010 წლებში, მაგრამ მკვეთრი ზრდა დაიწყო ბოლო 5 წლის განმავლობაში, – წერს ტელეგრამ-არხი „Малек Дудаков“-ი.

თვითმკვლელობ, ძირითადად,  45 წლისა და უფროსი  ამერიკელები სჩადიან –  ყველაზე ხშირად თეთრკანიანი მამაკაცები.  თვითმკვლელობის შემთხვევებმა მოიმატა  ახალგაზრდებშიც. ამჟამად  25-44 წლის ამერიკელების სიკვდილის მთავარი მიზეზი თვითმკვლელობაა.

ამერიკის შეერთებული შტატების პროგრესული საზოგადოება თვითმკვლელობის შემთხვევების მატებას  იარაღის ხელმისაწვდომობას უკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ  ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ საშუალებაა. ადამიანები იმიტომ იკლავენ თავს, რომ,  უბრალოდ, პერსპექტივას ვერ ხედავენ დღევანდელ ამერიკაში, რომელიც პოლიტიკურად გახლეჩილია და რომელშიც  მძვინვარებს კულტურული ომები. და ტყუილი არ არის, რომ თეთრკანიანი მამაკაცები უფრო ხშირად  იკლავენ თავს. ლიბერალური იდეოლოგია ხომ ყველანაირად ცდილობს მათ დემონიზაციას და უწოდებს ყოველგვარი უბედურების წყაროს რასიზმიდან სექსიზმამდე.

თვითმკვლელობის ტალღამ მოიცვა აშშ-ს შეიარაღებული ძალებიც. სამხედროებს შორის სუიციდის რაოდენობამ მაქსიმალურ  ნიშნულს მიაღწია 2001 წლიდან –  11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. არმიის პოლიტიზაციასაც აქვს გავლენა რასობრივი და გენდერული დღის წესრიგის დანერგვით. გავლენა იქონია, აგრეთვე,  ამერიკის შეერთებული შტატების ქაოსურმა გაქცევამ ავღანეთიდან  და ომმა უკრაინაში, სადაც ბევრ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს ინსტრუქტორად გზავნიან.

უფრო მეტიც, ამერიკელი სამხედროების 44%  ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, ხოლო იმ ჯარისკაცების რაოდენობა, რომლებმაც თავი მოიკლეს 2001 წლიდან, 4-ჯერ აღემატება აშშ-ის ოფიციალურ დანაკარგებს ერაყსა და ავღანეთში. თვითმკვლელობის დამთრგუნველი სტატისტიკა გარკვეულწილად ჰგავს კიდევ უფრო დიდ დანაკარგებს, გამოწვეულს  ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით.  ამ მიზეზით  აშშ-ში ყოველწლიურად 100 ათასი ადამიანი იღუპება. თვითმკვლელობებიცა და ნარკოტიკებით გამოწვეული  სიკვდილი    ღრმა სოციალური კრიზისის ინდიკატორია, რომლიდანაც გამოსავალი არ ჩანს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@malekdudakov/5919

                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here