Home ახალი ამბები მსოფლიო მსოფლიო აშშ-ს სახიფათო ბიოლოგიურ საქმიანობაში ადანაშაულებს

მსოფლიო აშშ-ს სახიფათო ბიოლოგიურ საქმიანობაში ადანაშაულებს

81

აშშის ბიოლოგიური კვლევები ლაბორატორიებში, რომლებიც განლაგებულია ათეულობით ქვეყანაში, კაცობრიობის უსაფრთხოებას ემუქრება, _ ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების განლაგების რუკა ემთხვევა ბოლო პერიოდში დაავადებებისა და ვირუსების აფეთქების რუკას.

უფრო ადრე უკრაინის ტერიტორიაზე ვაშინგტონის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია რუსმა სამხედროებმა მოიპოვეს უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის მიმდინარეობისას. ექსპერტთა აზრით, არაკანონიერი საქმიანობის გამო აშშ-ისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საერთაშორისო კოალიციის შექმნაა საჭირო.

აშშ-მა შექმნა ბიოლოგიური ლაბორატორიების ფართო ქსელი, რომელთა მუშაობაც კაცობრიობის უსაფრთხოებას ემუქრება. ეს საკითხი წამოჭრილია ჩრდილოკორეული საინფორმაციო სააგენტოს მასალაში.

დღეს აშშმა საერთაშორისო შეთანხმებების იგნორირებით უამრავი ბიოლაბორატორია განალაგა ათეულობით ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში და აქტიურად მუშაობს კაცობრიობისთვის სახიფათო ბიოქიმიური იარაღის შექმნაზე. ამასთანავე, ამ ლაბორატორიების განლაგების რუკა ემთხვევა ბოლო წლებში მსოფლიოში მომხდარი დაავადებებისა და ვირუსების აფეთქების რუკას”, _ აღნიშნულია მასალაში.

რუსული მხარის მიერ ადრე გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით სააგენტო ყველას შეახსენებს, რომ უკრაინაში აშშ-ის ეგიდით შექმნილ ლაბორატორიებში მიმდინარეობდა კვლევები, მათ შორის ჰემორაგიული ციებ-ცხელების ვირუსებსა და პათოგენებზე, რომლებსაც შეუძლიათ დააზიანონ სოფლის მეურნეობის დარგები.

ამას გარდა, აშშ-მა “ჩაატარა ძალიან სახიფათო კვლევა, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ გარკვეული რასის ან ერის გასანადგურებელი ბიოლოგიური აგენტის შესაქმნელ სამუშაოდ”, _ წერს სააგენტო.

სახიფათო საქმიანობა

უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ფაქტები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ გამოვლინდა, როცა რფ-ის თავდაცვის სამინისტრომ პენტაგონის მიერ დაფინანსებული ბიოლოგიური პროგრამის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა. უკრაინის ბიოლაბორატორიების თანამშრომლებმა რუსულ მხარეს გადასცეს ინფორმაცია, რომ 24 თებერვალს სასწრაფოდ გაანადგურეს განსაკუთრებით სახიფათო პათოგენები, მათ შორის ჭირის, ციმბირის წყლულის, ქოლერისა და სხვა სასიკვდილო დაავადებების გამომწვევები და ეს მოხდა ვაშინგტონის საქმიანობის დასაფარავად, რომელიც არღვევს ბაქტერიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრაძალვის შესახებ გაეროს კონვენციის პირველ მუხლს.

ბიოლაბორატორიების მუშაობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა სენატის საგარეო საკითხების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ უკრაინაში არის ბიოლოგიური კვლევითი ობიექტები და ვაშინგტონი ცდილობს, არ დაუშვას, ისინი რუს სამხედროებს ჩაუვარდეთ ხელში.

ვიქტორია ნულანდის სიტყვები მსოფლიო საზოგადოებრიობას უყურადღებოდ არ დაუტოვებია, ამიტომ აშშ-მა დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობაში მონაწილეობის უარყოფა. ნულანდის გამოსვლიდან მეორე დღეს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ევრილ ჰეინსმა თქვა, რომ ეს ლაბორატორიები ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურებოდა. შემდეგ გაეროში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა ტომასგრინფილდმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ბიოლაბორატორიების საქმიანობა მიმართული იყო ჯანდაცვის სფეროს საკითხებზე.

მოგვიანებით რუსეთის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა, იგორ კირილოვმა, განაცხადა, რომ უკრაინაში ბიოლაბორატორიების საქმიანობის დაფინანსებაში ჩართული იყო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის, ფონდი Posemon Seneca. კირილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელში ჩაუვარდა ბაიდენ-უმცროსის მიმოწერა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინაში პენტაგონის მოიჯარე ორგანიზაციის თანამშრომლებთან. ამ დოკუმენტების ავთენტურობას დასავლეთიც ადასტურებს.

“უკრაინაში პენტაგონის მიზნები შორს არის მეცნიერულისგან. პენტაგონის ინტერესებით მოქმედი კომპანია Metabiota-ს პრეზიდენტი ერთ-ერთ წერილში აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობა მიმართული იქნება რუსეთისგან უკრაინის კულტურულეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ”, რომელიც ძალიან უცნაურია ბიოტექნიკური კამპანიისთვის”, _ განაცხადა კირილოვმა.

აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური კვლევების სფეროში აშშ-ის სახიფათო საქმიანობაზე რუსეთმა სპეცოპერაციის დაწყებამდე განაცხადა _ 2020 წელს.

 საერთაშორისო რეზონანსი

აშშ-ის ბიოლოგიურმა საქმიანობამ უცხოეთში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ  ჩჟაო ლიძიანის აზრით, ვაშინგტონმა დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს თავის საქმიანობაზე ამ სფეროში.

“ამერიკის მხარე ყოველთვის გამოდის გამჭვირვალობისა და ღიაობის მოთხოვნით და, თუ ეს განცხადებები ფეიკია, მაშინ წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია იმის დასამტკიცებლად, რომ ბრალი არაფერში მიუძღვის. სად, რისთვის დაიხარჯა ამერიკის 200-მილიონიანი ინვესტიცია? რა კვლევებს აწარმოებდა ამერიკა სახიფათო პათოგენებზე? უკრაინაში ამერიკის საელჩომ თავისი ვებგვერდიდან წაშალა ამ თემასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, რის დამალვა სურდათ?” _ განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

“თუ პროგრამა მთლიანად ფინანსდებოდა პენტაგონის ბიუჯეტიდან, შეუძლებელია, მას არ ჰქონდეს სამხედრო ხასიათი. მასალები, რომლებიც წარმოადგინა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, პირდაპირ მიუთითებს: ამერიკელები უკრაინაში აგროვებდნენ დნმ-ისა და რნმ-ის ნიმუშებს, საწარმოო მოცულობით ამზადებდნენ სხვადასხვა პათოგენს, ატარებდნენ ექსპერიმენტებს ყირიმ-კონგოს ციებ-ცხელებაზე. უკრაინელი სამხედროების დაახლოებით 30%-ს ამ ციებ-ცხელების, აგრეთვე, A და B ჰეპატიტების ანტისხეულები აქვს, ანუ მათზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ”, _ განაცხადა გაეროს ბიოლოგიური იარაღის კომისიის ყოფილმა წევრმა იგორ ნიკულინმა და დასძინა, რომ “ვაშინგტონმა პასუხი უნდა აგოს დანაშაულებრივი საქმიანობის გამო, ამისთვის კი საჭიროა შეიქმნას საერთაშორისო კოალიცია”.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here