Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის კონგრესში სენატორმა და იურისტმა ერთმანეთი ფეხმძიმე მამაკაცების აბორტების გამო გალანძღეს

აშშ-ის კონგრესში სენატორმა და იურისტმა ერთმანეთი ფეხმძიმე მამაკაცების აბორტების გამო გალანძღეს

57

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში აბორტის გაუქმების შესახებ კანონის მოსმენაზე კონფლიქტმა იფეთქა მამაკაცების დაორსულების შესაძლებლობის გამო, _ წერს 13 ივლისის USA Today.

რესპუბლიკელი სენატორი ჯოშ ჰოული და კალიფორნიის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის პროფესორი ბერკლი ჰიარა ბრიჯსი  ვერ შეთანხმდნენ.

პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ექსპერტი ბუნდოვნად აყალიბებს თავის აზრს იმის შესახებ, ვის შეეხება ორსულობის შეწყვეტის უფლების აკრძალვა.

“თქვენ ლაპარაკობთ ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ დაფეხმძიმება. ქალებს გულისხმობთ?” _ ჰკითხა იურისტს სენატორმა. პასუხად ბრიჯსმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერ მამაკაცებსაც შეუძლიათ დაფეხმძიმება. სენატორმა მიმართა მას, აეხსნა, მისი აზრით, ვის ეკუთვნის დაფეხმძიმების შეწყვეტის უფლება. “თქვენი კითხვები ტრანსფობიურია და ისინი ადამიანებს ძალადობისკენ უბიძგებს, იმიტომ, რომ ტრანსგენდერებს არ აღიარებთ”, _ მიუგო ბრიჯსმა. ჰოლის განცხადებაზე, რომ პროფესორი პროვოკაციას აწყობს, ბრიჯსმა უპასუხა: “ანუ, თქვენ უარყოფთ ტრანსგენედერების არსებობას?”

პოლიტიკოსის კითხვაზე, ასეთი კატეგორიული ტონით ელაპარაკება თუ არა პროფესორი თავის სტუდენტებს, ბრიჯსმა ურჩია, დასწრებოდა ლექციებს, რათა ცოტა რაღაც მაინც ესწავლა.

მიმდინარე წლის 24 ივნისს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 1973 წლის დადგენილება, რომლის მიხედვით ქვეყნის ფედერალური ხელისუფლება გარანტიას იძლეოდა აბორტის უფლებაზე. ამიერიდან ეს უფლება გადაეცით შტატებს. ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა ათასობით ამერიკელი, რომლებიც ხელისუფლებას გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებდნენ, რათა ქალებს თვითონ მოეგვარებინათ თავიანთი სხეულის პრობლემები.

ლუკა მაისურაძე

https://iz.ru/1364603/2022-07-14/v-kongresse-ssha-senator-i-iurist-porugalis-iz-za-abortov-beremennykh-muzhchin

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here