Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის გენერალური შტაბის უფროსის სიტყვებმა უკრაინაში “აღშფოთების ქარიშხალი” გამოიწვია 

აშშ-ის გენერალური შტაბის უფროსის სიტყვებმა უკრაინაში “აღშფოთების ქარიშხალი” გამოიწვია 

გაზეთი Politico უკრაინის საკითხზე შესაძლო მოლაპარაკებებზე

263
მარკ მილი

ამერიკულმა გაზეთმა Politico უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების სავარაუდო გამართვის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გაზეთი იუწყება, რომ აშშის გენერალური შტაბის უფროსის, მარკ მილის, სიტყვებმა კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობის შესახებ უკრაინაშიაღშფოთების ქარიშხალიდაზარები და შეხვედრებიგამოიწვიამით უფრო იმან, რომ შეერთებულ შტატებში არსებობენ ძალები, რომლებიც უფრო ძლიერად ემხრობიან მოლაპარაკებებს, ვიდრე ბაიდენის კაბინეტი. საუბარია პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტზე. ამის შესახებ წერს strana.ua.

თეთრ სახლში უკვე შიშობენ, რომ „საჯარო განხეთქილებამ აშშ-ის მაღალჩინოსნებს შორის შეიძლება საფრთხე შეუქმნას ისედაც რთულ ურთიერთობას ვაშინგტონსა და კიევს შორის“. გაზეთს რვა თანამოსაუბრემ დაუდასტურა, რომ ეს ურთიერთობები ამერიკიდან წამოსულმა „არეულმა სიგნალებმა“ გაამწვავა, ამიტომ მილის განცხადების შემდეგ ამერიკელებმა ასე დაიწყეს კიევში თავიანთი კოლეგების აქტიური დამშვიდება: „საომარ მოქმედებებში მოსალოდნელი ზამთრის პაუზა არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს“, ხოლო  ვაშინგტონი განაგრძობს კიევის მხარდაჭერას უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ახალ ეტაპზე.

 ამასვე უკავშირებს გაზეთი აშშ-ის დაჟინებულ განცხადებებს თურქეთში სერგეი ნარიშკინისა (რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის  დირექტორი _ ლ.მ.) და უილიამ ბერნსის ( აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი _ ლ.მ.) მოლაპარაკებებს, რომ იქ უკრაინის საკითხი არ განხილულა. როგორც Politico წერს, ეს ყველაფერი გაისმა იმ შეშფოთების ფონზე, რომ დასავლური იარაღის მარაგი იწურება და რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით შეწყვეტს კიევის დახმარებას. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ჯერ არ მისულან ერთ აზრამდე, როგორ შეიძლება დასრულდეს ომი ტექნიკურად. რუსების განდევნა იქნება ძალიან, ძალიან ძვირი და რთული, ძვირი რესურსებისა და სიცოცხლეების თვალსაზრისით. გამოვა თუ არა ეს, ჯერ კიდევ გასარკვევია”, _ განუცხადა გაზეთს ერთ-ერთმა წყარომ ადმინისტრაციიდან.  და, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა გაათავისუფლა ხერსონი, წყაროები ამბობენ, რომ წინ ბევრი სისხლიანი ბრძოლაა. “რატომ არ უნდა დაიწყო ლაპარაკი, სანამ კიდევ 100 000 სიცოცხლეს უფსკრულში ჩააგდებ?” _ უთხრა გაზეთს თანამოსაუბრემ.

 კიდევ ერთი  წყაროს განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი „საფუძველს უყრის უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს“. ასეთი იდეის მიმართ მთავარი წინააღმდეგობა ეროვნული უშიშროების საბჭოდან მოდის, მაგრამ იქაც კი მოლაპარაკების თემა “გაცხოველებით განიხილება”. როგორც ჩანს, სწორედ ამ „გაცხოველებული განხილვების “ ფონზე გადაწყვიტეს უკრაინაში, გაეძლიერებინათ  მოლაპარაკებების საწინააღმდეგო რიტორიკა. მას შეიძლება მივაკუთვნოთ არა მხოლოდ სამიტზე ზელენსკის ზემოთ ციტირებული განცხადებები, არამედ რამდენიმე დღისწინანდელი პოსტიც ვალერი ზალუჟნისა, რომელმაც თავის კოლეგა მარკ მილის დაურეკა.  “დავარწმუნე (მარკ მილი _ რედ.), რომ ჩვენ ვიბრძოლებთ, სანამ ძალა გამოგველევა. ჩვენი მიზანია, გავათავისუფლოთ უკრაინის მიწა რუსული ოკუპაციისგან. ჩვენ ამ გზაზე არავითარ შემთხვევაში და არანაირი პირობებით არ გავჩერდებით. უკრაინელი სამხედროები არ დათანხმდებიან არანაირ მოლაპარაკებას, შეთანხმებასა თუ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. მოლაპარაკების პირობა მხოლოდ ერთია _ რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია“, _ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

საზოგადოდ, მოლაპარაკების თემა ჯერჯერობით გვერდით არის გადადებული (რასაც მოწმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედებების გაგრძელება და რუსეთის მასირებული სარაკეტო თავდასხმა), მაგრამ დასავლეთს ეს ბოლომდე არ უგულებელუყვია. ყველაფერი ფრონტზე შექმნილ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ახალი ტერიტორიების გათავისუფლებას, მაშინ არც კიევსა და არც დასავლელ მოკავშირეებს არ ექნებათ რუსეთთან კომპრომისზე წასვლის დიდი მოტივაცია იმის მოლოდინით, რომ ის სამხედრო დამარცხებების შედეგად უფრო მორჩილი იქნება. თუ ფრონტზე ვითარება დასტაბილურდება და ომი პოზიციური გახდება (ან რუსული არმია შეტევაზე გადავა), მაშინ დასავლეთსა და უკრაინაში მოლაპარაკებებისა და კომპრომისებისადმი დამოკიდებულება შეიძლება შეიცვალოს.

 ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here