Home ახალი ამბები მსოფლიო “ანგლოსფერომ” თავისი საბაჟო-ეკონომიკური კავშირი უნდა შექმნას” ის თითქმის ემთხვევა AUKUS+ -ს და...

“ანგლოსფერომ” თავისი საბაჟო-ეკონომიკური კავშირი უნდა შექმნას” ის თითქმის ემთხვევა AUKUS+ -ს და ზუსტად ემთხვევა “ხუთი თვალის” კავშირს

169

პოლიტიკურ გამოცემა The National Interestში მაიკლ ბლინდმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით  “ანგლოსფეროს საბაჟო კავშირი სჭირდება”.  ქვესათაური ასეთია: “ანგლოსფეროს ბირთვი” 5 ქვეყანა თავისთავად ძალიან შთამბეჭდავი ეკონომიკური ბლოკი იქნებოდა”. მაიკლ ლინდი თავისი საგარეო პოლიტიკური მოსაზრებებით ახლოსაა რეალისტებთან. ის ალექსანდრე ჰამილტონისდროინდელი .. დემოკრატიული ნაციონალიზმის მომხრეა, სოციალურეკონომიკური რწმენით მემარცხენეა”, _ წერს დიმიტრი დრობნიცკი თავის ტელეგრამარხზე.

ლინდი ავტორია რამდენიმე ბესტსელერისა:  “რადიკალური ცენტრი: ამერიკული პოლიტიკის მომავალი” (2001 წ.), “ჰამილტონის რესპუბლიკა: წაკითხვა ამერიკულ დემოკრატიულ ტრადიციაში” (1997 წ.) და “კლასობრივი ომი: დემოკრატიის გადარჩენა მმართველი ელიტისგან” (2020).

 სტატიაში მაიკლ ლინდი ასაბუთებს, რომ აშშ-ისთვის აუცილებელია, სათავეში ჩაუდგეს საბაჟო-ეკონომიკურ კავშირს, რომელშიც შევლენ აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია. და, რა თქმა უნდა, არანაირი საერთო დასავლური თავისუფალი ვაჭრობა გათვალისწინებული არ იქნება. სწორედ აქედან გამომდინარე კეთდება აქცენტი საბაჟო კავშირზე.

 საინტერესო ციტატა:

 “წყნარად და საჯარო განხილვის გარეშე კონგრესმა გააფართოვა ამერიკის  “ეროვნული ტექნოლოგიური და სამრეწველო ბაზის” (NTIB) განმარტება და მასში ოფიციალურად ჩართო დიდი ბრიტანეთი, კანადა და ავსტრალია.  ეს ქვეყნები ახალ ზელანდიასთან ერთად სადაზვერვო მონაცემების გაცვლის პარტნიორობის, ხუთი თვალის წევრები არიან. 2021 წლის სექტემბერში აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ გააღრმავეს სტრატეგიული თანამშრომლობა უსაფრთხოების სამმხრივი პაქტის _ AURUS-ის (ავსტრალიის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის თავდაცვითი ალიანსი) ფარგლებში.

ანგლოსფეროს ბირთვის” 5 ქვეყანა თავისთავად შექმნიდა ძალიან შთამბეჭდავ ეკონომიკურ ბლოკს. 333 მლნ ადამიანს ამერიკაში დაუმატეთ  გაერთიანებული სამეფოს 67 მლნ მცხოვრები, კანადის 39 მლნ, ავსტრალიის 27 მლნ, ახალი ზელანდიის 5 მლნ და მიიღებთ პოტენციურ საერთო ბაზარს 471 მლნ ადამიანით _ ეს მეტია ევროკავშირის მოსახლეობაზე, რომლის რაოდენობა ბრექსიტის შემდეგ 447 მლნ შეადგენს.

და შემდეგ:

“სტრატეგიული სავაჭრო ბლოკის მიზანი არ უნდა იყოს ავტარქიის თანამედროვე ფორმა; ეს იქნება ზოგადი სამრეწველო პოლიტიკა ცალკეული სტრატეგიული დარგების მიმართ; ისეთის, როგორიც არის მიკროსქემების წარმოება, რომელშიც ბლოკი შეეცდება, კოლექტიურ თვითკმარობას ეკონომია მასშტაბის ხარჯზე შეუთავსოს.

უტოპიების ჩაფლავების შემდეგ, რომლებიც ცივი ომის შემდეგ განსახიერებული იყო გლობალურ Pax Americana-სა და ევროპულ ფედერალიზმში, აგრეთვე, მეორე ცივი ომის დროს ჩინეთ-რუსეთის კონსოლიდაციის პასუხად ანგლოსფეროს ბლოკის შექმნა ნახევარ მილიარდიანი მოსახლეობით სულაც არ იქნება არარეალური.

ის, რომ ამერიკული სამყაროს სწრაფი და ორგანიზებული უკან დახევის იდეა AUKUS+-ის საზღვრებში მაიკლ ლინდისგან გაისმა, ბევრ რამეზე მიუთითებს. ამას ვერ იტყოდა ვერც სალივანი და ვერც ბლინკენი, ლინდს კი ამის თქმა შეუძლია. ახლა ეს თემა ლეგიტიმურია “ღირსეულ საზოგადოებაში” განსახილველად.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here