Home ახალი ამბები საქართველო ამერიკული პანღური უკრაინას

ამერიკული პანღური უკრაინას

პოლიტიკური დინოზავრების სადომაზოხიზმი

538
ნატოში უკრაინის გაწევრების პერსპექტივა

უკუპროცესი დაიწყო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთი და მისი სამხედრო ბლოკ თუ ფართოვდებოდა აღმოსავლეთით, თანაც საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვითა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხის შექმნით, უკრაინაში ეს პროცესი, რუსეთის სახით, გადაულახავ წინააღმდეგობას წააწყდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ახლა უკვე რუსეთი ფართოვდება დასავლეთით.

სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობის გაეროს მიერ აღიარებული პრინციპი, რომელიც ამერიკელების მიერ სხვადასხვა ადგილზე მრავალჯერ იქნა ხელყოფილი, თანდათანობით უკანა პლანზე გადადის და მის ადგილს თამამად იკავებს ერთა თავისუფალი თვითგამორკვევის ასევე გაეროს მიერ აღიარებული პრინციპი. უბედურება ისაა, რომ თავისთავად სწორი და, ერთი შეხედვით, ყველასთვის მისაღები ეს ორი პინციპი  ურთიერთგამომრიცხავია. ერთა თავისუფალი თვითგამორკვევა შეუძლებელია საზღვრების ურღვევობის შემთხვევაში, ისევე, როგორც საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპის გატარება წარმოუდგენელია ერთა თვითგამორკვევის დაშვების ვითარებაში.

როდესაც კოლექტიურმა დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა  აღიარა, სერბეთის საზღვრების ხელშეუხებლობა ფეხქვეშ გათელა. იმ დროს პუტინმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ ეს იქნებოდა ცუდი პრეცედენტი ანალოგიურ ვითარებაში მყოფი სხვა სახელმწიფოებისთვის, მაგალითად, საქართველოსთვის, ვინაიდან კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გაჭირდებოდა თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის აღიარებაზე უარის თქმა. ეს საკითხის გონივრული და ზნეობრივი დაყენება იყო, მაგრამ გონება და ზნეობა სწორედ ის ორი უბანია საზოგადოებრივი ყოფიერებისა, სადაც ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას ყველაზე მეტად უჭირს. ასპარეზი ყოფიერებისა, სადაც მას პრობლემა არ აქვს, არის გამორჩენა, მოგება და შიშველი პრაგმატიზმი.

კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების პროცესში ამერიკელები სწორედ იმ პრაგმატული მოსაზრებიდან გამოდიოდნენ, რომ ეს ვითარება შუაგულ ევროპაში ნატოს სამხედრო ბაზის განთავსების უნიკალურ შესაძლებლობას აჩენდა იმ დროს, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები (ყოფილი ვარშავის პაქტის წევრები) ჯერ კიდევ ვაჭრობის ხასიათზე იყვნენ და ამერიკელებისგან ნატოს სამხედრო ბაზების განთავსების სანაცვლოდ მეტი ანაზღაურების მოლოდინში დრო გაჰყავდათ.

ასე იყო თუ ისე, კოსოვოს დამოუკიდებლობის ყოვლად ამორალური აქტი შედგა. დღეს  ამ აღიარებას 98 სახელმწიფო აწერს ხელს. პუტინი მართალი იყო. პრეცედენტმა თავისი გააკეთა და დასავლეთიდან მართულ მოვლენათა განვითარებამ რუსეთი იმ აუცილებლობის წინაშე როდესაც დააყენა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა, ეს ნაბიჯი გადაიდგა. საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი თანდათანობით ჩაანაცვლა ერთა თვითგამორკვევის მტკივნეულმა პრინციპმა.  ამერიკელებისთვის არც ეს იყო ნამდვილი პრინციპი. მათთვის ერთადერთი პრინციპი მოქმედებდა ყოველთვისუპრინციპობა. ეს იმას ნიშნავს, რომ სერბეთისა და კოსოვოს შემთხვევაში ისინი ერთა თავისუფალი თვითგამორკვევის პრინციპს თუ ემხრობოდნენ, უკრაინისა და ყირიმის შემთხვევაშისაზღვრების ურღვევობის პრინციპს იზიარებენ; ჩინეთისა და ტაივანის შემთხვევაში კვლავ ერთა თვითგამორკვევის მომხრეებად თუ გამოდიან, საქართველოსა და აფხაზეთის შემთხვევაში ისევ საზღვრების ხელშეუხებლობას ქადაგებენ და ა.შ.

ამის შესახებ თქვა პუტინმა: “Именно так называемый Запад растоптал принцип нерушимости границ, а сейчас по своему собственному усмотрению решает, кто имеет право на самоопределение, а кто – нет, кто его недостоин. Почему они так решают, кто им дал такое право – непонятно. Сами себе”.

ასე დაანგრიეს ამერიკელებმა ყოველგვარი წესი და რიგი, რომელიც პლანეტაზე მეორე მსოფლიო ომის შედეგად ჩამოყალიბდა. ამგვარ ვითარებაში რუსეთს სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა ის, რომ ამერიკელები, სპორტსმენების ენით რომ ვთქვათ, მათსავე ილეთზე წამოეგო და, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, ერთა თვითგამორკვევის პრინციპისთვის დაეჭირა მხარი. ასე აღიარა რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს, ასე მიიერთა ყირიმი და სევასტოპოლი 2014 წელს, ასე შეიერთა ახლა (2022 წელს) დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ტერიტორიები.

პუტინმა ისტორიულ დოკუმენტებზე ხელმოწერის დროს განაცხადა: “В Донецкой и Луганской народных республиках, Запорожской и Херсонской областях состоялись референдумы. Их итоги подведены, результаты известны. Люди свой выбор сделали, однозначный выбор. И это, конечно, их право, их неотъемлемое право, которое закреплено в первой статье Устава ООН, где прямо сказано о принципе равноправия и самоопределения народов”.

ვერაფერში შეედავები. ამ გადაწყვეტილების მიღებისას რუსეთის პრეზიდენტი, ერთი მხრივ, გაეროს ფუძემდებლურ პრინციპს, მეორე მხრივ კი, ხალხის მიერ რეფერენდუმში გამოხატულ მტკიცე  ნებას ეყრდნობოდა. პუტინმა არამხოლოდ ხელი მოაწერა ამ რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანის ისტორიულ გადაწყვეტილებას, არამედ დასავლეთიც მკაცრად გააფრთხილა: “Хочу, чтобы меня услышали киевские власти и их реальные хозяева на Западе, чтобы это запомнили все: люди, живущие в Луганске и Донецке, Херсоне и Запорожье, становятся нашими гражданами навсегда. Мы будем защищать нашу землю всеми имеющимися у нас силами и средствами и сделаем всё, чтобы обеспечить безопасную жизнь наших людей. В этом великая освободительная миссия нашего народа.”

გაფრთხილებაც ასეთი უნდა, მტკიცე და ერთმნიშვნელოვანი. ამ გაფრთხილების შემდეგ პუტინმა დაახასიათა დღევანდელი დასავლეთის მტაცებლური ხასიათი და ამორალური, ნეოკოლონიური სახე: “Запад готов переступить через всё для сохранения той неоколониальной системы, которая позволяет ему паразитировать, по сути, грабить мир за счёт власти доллара и технологического диктата, собирать с человечества настоящую дань, извлекать основной источник незаработанного благополучия, ренту гегемона.”

ლაკონური, მაგრამ ზუსტი დახასიათებაა. რაც შეეხება კონკრეტულად აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობას, პუტინის დახასიათებით, საქმე ამგვარ ვითარებასთან გვაქვს: “Хочу ещё раз подчеркнуть, именно в алчности, в намерении сохранить свою ничем не ограниченную власть и есть подлинные причины той гибридной войны, которую «коллективный Запад» ведёт против России. Они желают нам не свободы, а хотят видеть нас колонией. Хотят не равноправного сотрудничества, а грабежа. Хотят видеть нас не свободным обществом, а толпой бездушных рабов”.

 შეუძლებელია არ გაჩნდეს შეკითხვა: რას, რომელ იურიდიულ საფუძველს ეყრდნობა დასავლეთი, როდესაც მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას მიზანმიმართულად ანგრევს?

 რუსეთის პრეზიდენტი საგანგებოდ შეჩერდა ამ საკითხზე: “Только и слышим со всех сторон: «Запад отстаивает порядок, основанный на правилах». Откуда они взялись? Кто вообще видел эти правила? Кто согласовывал? Послушайте, это просто бред какой-то, сплошной обман, двойные или уже тройные стандарты. На дураков рассчитано просто! Россия – великая тысячелетняя держава, страна-цивилизация, и по таким подтасованным, фальшивым правилам жить не будет. Вот почему у них вызывает дикую злобу выбор людей в Крыму, в Севастополе, в Донецке, Луганске, Запорожье и Херсоне. Никакого морального права давать ему оценки, даже заикаться о свободе демократии у этого Запада нет. Нет и не было никогда! Западные элиты какими были, такими и остались – колонизаторскими.”

აშშ-ის მესვეურებს სურთ, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ უზნეო მიდგომებით მოპოვებული დომინანტური მდგომარეობა მსოფლიოში, მაგრამ რუსეთი ამას უკვე აღარ შეეგუება.  პრეზიდენტი პუტინი აცხადებს: “Они дискриминируют, разделяют народы на «первый» и «иной» сорта. Мы никогда не принимали и не примем такой политический национализм и расизм. А чем, как не расизмом, является русофобия, распространяемая сейчас по всему миру? Чем, как не расизмом, является безапелляционная убеждённость Запада в том, что его цивилизация, неолиберальная культура – это непререкаемый образец для всего мира?”

პუტინმა აქ უკვე აშშ-ს ის უმძიმესი ძველი ცოდვები შეახსენა, რომლებიც არც არავის დავიწყებია, მაგრამ  შეხსენებას დღემდე ვერავინ ბედავდა: “Стоит напомнить Западу, что он начал свою колониальную политику ещё в период средневековья, а затем последовала мировая работорговля, геноцид индейских племён в Америке, разграбление Индии, Африки, войны Англии и Франции против Китая…”

პუტინს არც ის გამორჩენია მხედველობიდან, რომ აშშ-ს ამ ბარბაროსულ მიდგომებზე  ხელი დღემდე არ აუღია. ამერიკელები  ისევე დათარეშობენ  მსოფლიოში, როგორც დათარეშობდნენ და ისევ ისე ფეხქვეშ თელავენ დანარჩენ სახელმწიფოთა ინტერესებს მთელ დედამიწაზე, როგორც აქამდე თელავდნენ: “До сих пор фактически оккупируют Германию, Японию, Республику Корея, да и другие страны и при этом цинично называют их равноправными союзниками. Послушайте! Интересно, что это за союзничество такое? Весь мир же знает, что за руководителями этих стран следят, первым лицам этих государств устанавливают подслушивающие устройства не только в служебных, но и в жилых помещениях. Это настоящий позор. Позор и для тех, кто это делает, и для тех, кто, как рабы, молча и безропотно глотает это хамство.”

პუტინის აზრით, დასავლეთის დიქტატურა უბრალო მოვლენა არ არის, რომელსაც შეიძლება წაუყრუო. ეს ნამდვილი სატანური მოვლენაა: “Повторю, диктатура западных элит направлена против всех обществ, в том числе и народов самих западных стран. Это вызов всем. Такое полное отрицание человека, ниспровержение веры и традиционных ценностей, подавление свободы приобретает черты «религии наоборот» – откровенного сатанизма”.

რუსეთის პრეზიდენტი ამ უმსგავსობას ღია ომს უცხადებს და თანაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ ომში რუსეთი მარტო არ არის: “Во всём мире, в том числе в Европе и Соединённых Штатах, как я уже сказал, у нас много единомышленников, и мы чувствуем, мы видим их поддержку… Начавшийся слом западной гегемонии необратим. И вновь повторю: как прежде уже не будет.”

ერთი სიტყვით, ომი სიკეთესა და ბოროტებას, წესიერებასა და უწესობას, ადამიანურსა და არაადამიანურს შორის, ანუ ომი ღვთაებრივსა და სატანურს შორის დაწყებულია. ამას ჯერ კიდევ თუ არ ჰქვია მესამე მსოფლიო ომი, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი გაშუალებულია უკრაინელი ხალხით, რომელიც აჰყვა აშშ-დან თავს მოხვეულ ავანტიურას, ამით მიწასთან გაასწორა საკუთარი ქვეყანა და მომავალი. უკრაინაში საბედისწერო შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც აშშის მარიონეტი უბინძურესი ორგანიზაციები ნატო და ევროკავშირი უმაღლეს იდეალად და ერთადერთ ორიენტირად გამოაცხადეს. დღეს უკრაინა დაშლილი და გაპარტახებულია, უკრაინის დამნაშავე ხელისუფლება კი კვლავ ნატოს შესციცინებს თვალებში და გადარჩენის იმედსაც მასთან აკავშირებს.

ფაშისტი ზელენსკი ფაშისტური ორგანიზაციისკენ მიილტვის და საკუთარი ტერიტორიების დაკარგვას ნატოსკენ აღმავალი კიბის საფეხურებად მიიჩნევს: “უკრაინა და ნატო დე ფაქტო მოკავშირეები არიან, ეს უკვე მიღწეულია. უკრაინას შეაქვს განაცხადი, რომ ეს ფაქტი დე იურედ იქცეს სასწრაფოდ.  ეს იქნება თავისუფალი ხალხების თანამეგობრობის უსაფრთხოებისკენ გადადგმული ნაბიჯი”.

როგორი სასაცილოც (სატირალიც) უნდა გეჩვენოთ, ბატონმა ზელენსკიმ მის ამ სპეკულაციურეიფორიულ ფორიაქის შედეგად ნატოს წევრობა ვერა, მაგრამ ამერიკული პანღური კი მიიღო, თანაც  სასწრაფოდ. აი, რა განაცხადა ზელენსკის მუდარის პასუხად პრეზიდენტ ბაიდენის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – ჯეიკ სალივანმა: “ოფიციალური ვაშინგტონის წარმომადგენლები არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მოცემულ ეტაპზე ნატოს წევრად უკრაინის მიღება არ განიხილება”.

როგორ მოგწონთ, ნატოს წევრობის ამ აკვიატებულ სურვილს, ამ ბანდიტური ორგანიზაციისკენ ასე თავაწყვეტილ და უგუნურ სრბოლას, ამერიკელების მიერ უკრაინისთვის თავსმოხვეულ ამ აბსურდს ქვეყანა შეეწირა, უკრაინის ათათასობით მოქალაქე მიწაში ჩაწვა და ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტის დაჩოქილ ღაღადისს ნატოს წევრად სასწრაფოდ მიღების შესახებ ამერიკელებმა აუღელვებლად და, რომ იტყვიან, ოლიმპიური სიმშვიდით რომ უპასუხეს: მოცემულ ეტაპზე ნატოს წევრად უკრაინის მიღება არ განიხილება!? არ განიხილებაო, კაცო! კი არ განვიხილეთ და უარი გითხარითო, არც განიხილებაო. ვაააჰ, ასეთი უსინდისობა გაგონილა?! მთელი უკრაინა რომ დაინგრეს და უკანასკნელმა უკრაინელმაც რომ ღმერთს მიაბაროს მისი ამერიკული სული, ნატოს წევრად მაინც ვერ მიგიღებთო. წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის სადომაზოხიზმი გამართეს ამერიკელებმა და უკრაინელებმა?! ხომ არის ეს უკრაინული უგუნურებისა და ამერიკული უსინდისობის გადაკვეთის შედეგად მიღებული აბსურდის კულმინაციური წერტილი და აპოთეოზი? არის, რა თქმა უნდა, მაგრამ, როგორი საკვირველიც უნდა გეჩვენოთ, ეს კიდევ არ არის ყველაფერი. წინ ამ აბსურდის ისეთი დამაგვირგვინებელი აქტი გველოდება, რომლის მსგავსს ევრიპიდეს, სოფოკლესა და შექსპირის დრამატურგიაშიც  ვერ აღმოაჩენთ. უნამუსობის ასე მოღაღადე ფაქტამდე კაცობრიობას არც ცხოვრებასა და არც მწერლობაში ჯერ არ მიუღწევია. ამერიკელებმა სისხლისგან დაწრეტილსა და ნანგრევებად ქცეულ უკრაინასა და მის ფაშისტ პრეზიდენტს მორიგი პანღური როდესაც უთავაზეს, ზედ თავიანთი საფირმო დაპირება ისე მოაყოლეს, როგორც საბოლოო დაცინვა და სრული გამასხარავება, როგორც დაცემულისა და დამარცხებულის მიმართ უკიდეგანო სიძულვილის გადმონთხევა, როგორც მეფისტოფელური ხარხარი მსხვერპლსა ზედა: “აშშში ამასთანავე ხაზს უსვამენ, რომ ალიანსი არასოდეს არ იტყვის უარსღია კარისპოლიტიკაზე და არ გამორიცხავენ, რომ მომავალში კიევი ისევ შეძლებს, სცადოს ორგანიზაციასთან მიერთება.

უკრაინულ უგუნურებასა და ამერიკულ ვერაგობაზე თხრობას სწორედ ამ კულმინაციური წერტილით დავასრულებდი, უკრაინელთა ამ ტრაგედიაში საქართველოს წარსულ და, ვინ იცის, მომავალ ტრაგიკულ სურათებსაც რომ არ ვხედავდე და  ჩვენს კონსტიტუციაში, უკრაინელთა მსგავსად, ჩაწერილი ბითურობა ნატოსკენ სწრაფვის შესახებ დამოკლეს მახვილივით არ ეკიდოს საქართველოს თავზე. უკრაინელთა სისულელეზე საუბრით დავასრულებდი თხრობას, იმავე სისულელეს ყოველდღიურად რომ არ ვისმენდეთ და ვუყურებდეთ ჩვენს ბედკრულ სამშობლოშიც.

* არ იღლებიან და არ დუმდებიან ტელეეკრანებიდან ოცდაოთხი საათის განმავლობაში გამოჩხერილი ეს მოლაპარაკე თავები!

* არ გამოჩნდა საქართველოში ან საკუთარი, ან სხვისი ტრაგედიის გათვალისწინებით გასაკეთებელი ისტორიული დასკვნა!

* ვერ გაიღვიძა და არ გაიღვიძა ერმა, რომელსაც საუკუნეთა განმავლობაში ერთნი აღვიძებენ, მეორენი კი ბურანში ხვევენ და კვლავ საღათას ძილით აძინებენ!

* არც იმ დასაწვავ დასავლეთში ილევიან ცრუ წინასწარმეტყველნი და დამარცხებულთა და მიწაზე განრთხმულთათვის ცრუ იმედის მიმცემნი.

ჯოზეფ ბაიდენი: “აშშ გმობს რუსეთის მცდელობას სუვერენული უკრაინის ტერიტორიების ანექსიისა”.

ლიზ ტრასი: “ჩვენ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებს ვაღიარებთ მხოლოდ უკრაინის შემადგენლობაში”.

ასე აბრუებენ დასავლური ბანგისგან ამ ისედაც გაბრუებულსა და გაუბედურებულ უკრაინას გადაშენების გზაზე მდგარი პოლიტიკური დინოზავრები, მაგრამ მათ უკვე აღარავინ უსმენს, ისტორია თავისი გზით მიემართება, მსოფლიო რუკა ჩვენ თვალწინ იცვლება და ახალი გეოპოლიტიკური რეალობა დგება, რომლისთვისაც თვალის გასწორება ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგვიწევს.

ვალერი კვარაცხელია                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here