Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკულ „ომის შემსწავლელ ინსტიტუტში“ მიაჩნიათ, რომ ინციდენტი უკრაინის ქმედებებით არის გამოწვეული _...

ამერიკულ „ომის შემსწავლელ ინსტიტუტში“ მიაჩნიათ, რომ ინციდენტი უკრაინის ქმედებებით არის გამოწვეული _ რუსეთი „მარცვლეულის გარიგებიდან“ გავიდა

The New York Times-ი, აგრეთვე, წერს, რომ 29 ოქტომბერს სევასტოპოლში რუსულ გემებზე თავდასხმა უკრაინულმა ძალებმა განახორციელეს

113

30 ოქტომბერს უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსებმა დღის განმავლობაში ორჯერ შეუტიეს ოჩაკოვის ტერიტორიას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, “ნიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სასწავლო ცენტრს დაარტყეს”. სწორედ იქ მოამზადეს შეტევა სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტზე. ამ კონტექსტში გრძელდება სევასტოპოლზე დრონების თავდასხმის ისტორიისა და ამაზე რუსეთის რეაქციის განხილვა, რომელიც გავიდამარცვლეულის გარიგებიდან”.

ამერიკულ „ომის შემსწავლელ ინსტიტუტში“ მიაჩნიათ, რომ ინციდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის ქმედებებით არის გამოწვეული. უკრაინის გადაწყვეტილებასკალიბრებითაღჭურვილ ფრეგატზე დარტყმის შესახებ ახლა აზრი აქვს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ინტენსიური კამპანიისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმების გათვალისწინებით“, _ ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. „ინსტიტუტი“ ვარაუდობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმას შეიძლება დაეზიანებინა ფრეგატი „ადმირალი გრიგოროვიჩი“ ან მსგავსი გემი.

The New York Times, აგრეთვე, წერს, რომ 29 ოქტომბერს სევასტოპოლში რუსულ გემებზე თავდასხმა უკრაინულმა ძალებმა განახორციელეს. „შაბათს, გამთენიისას, უკრაინული უპილოტო საფრენმა აპარატებმა დაარტყეს რუსულ ხომალდს, რომელიც იდგა შავი ზღვის ფლოტის მშობლიურ პორტ სევასტოპოლში, ყირიმის ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში“, _ წერს გამოცემა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, როგორ არის დაკავშირებული სევასტოპოლში მომხდარი აფეთქებები და „მარცვლეულის გარიგება“. იქ განაცხადეს, რომ წყლიდან ამოიღეს ნამსხვრევები საზღვაო უპილოტო აპარატებისა, “გამოყენებული უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით”. სანავიგაციო მოდულების ექსპერტიზის შემდეგდადგინდა, რომ საზღვაო უპილოტო აპარატები გაშვებული იყო ქალაქ ოდესის ახლოს მდებარე სანაპიროდან“. სტარტის წერტილი, სავარაუდოდ, “მარცვლეულის დერეფნის” უსაფრთხოების ზონის აკვატორიაში იყო. შემდგომ საზღვაო უპილოტო აპარატები გადაადგილდნენ “მარცვლეულის დერეფნის” უსაფრთხოების ზონის გასწვრივ, მოგვიანებით შეცვალეს მარშრუტი სევასტოპოლში რუსული გემების ბაზირების მიმართულებით. ეს ყველაფერი „შეიძლება მოწმობდეს ამ მოწყობილობის წინასწარ გაშვებაზე ერთ-ერთი სამოქალაქო გემის ბორტიდან, რომელიც დაქირავებულია კიევის ან მისი დასავლელი მფარველების მიერ უკრაინის საზღვაო პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გასატანად“.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here