Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელებმა ერდოღანის დამხობა დაიწყეს

ამერიკელებმა ერდოღანის დამხობა დაიწყეს

205

რუსი პოლიტოლოგი, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის გენერალური დირექტორი სერგეი მარკოვი სტამბოლის ცენტრში მოწყობილი ტერაქტის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ დანაშაულში ქურთული ორგანიზაციების მონაწილეობა არ გაჰკვირვებია. ამის შესახებ წერს svpressa.ru.

„დანაშაულში ქურთული ორგანიზაციების მონაწილეობა ადასტურებს ანკარის არგუმენტაციას სტოკჰოლმსა და ჰელსინკისთან მოლაპარაკებებში შვედეთისა და ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის შესახებ“, _ აღნიშნავს მარკოვი. მანამდე თურქული გამოცემა Sabah-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ 13 ნოემბერს სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე, აფეთქება მოაწყო სირიის მოქალაქე აჰლამ ალბაშირმა, რომელიც პოლიციამ დააკავა. დაკითხვისას ქალმა აღიარა, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან არის დაკავშირებული. აფეთქების საქმეზე სულ 46 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს თქმით, ტერაქტში მონაწილე პირები საბერძნეთში აპირებდნენ გაქცევას, მაგრამ დააკავეს. შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრში მოწყობილი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის _ 3 რუსი. ამასთანავე, როგორც სერგეი მარკოვი ამახვილებს ყურადღებას, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტერაქტის შემსრულებლების, არამედ დანაშაულის მთავარი შემკვეთის დაკავება. შემკვეთი კი, მისი თქმით, არის შეერთებული შტატები. ვაშინგტონი, დიდი ხანია, კბილებს ილესავს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე, რომელიც, დამოუკიდებელი პოზიციის გამო არ მოსწონს შეერთებულ შტატებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტერორისტული თავდასხმით ამერიკელებმა დაიწყეს ერდოღანის ჩამოგდება“, _ აღნიშნა მარკოვმა და დასძინა, რომ 2023 წლის 18 ივნისს თურქეთში სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია _ საპრეზიდენტო და საპარლამენტო.

„ახლა თურქეთი შუაზეა გაყოფილი. ბოლო მუნიციპალურ არჩევნებში ერდოღანი დამარცხდა ათი უდიდესი ქალაქიდან რვაში, მათ შორის სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ანტალიაში. ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ ქურთების ხმები განსაზღვრავს, ვინ მიიღებს ხმათა უმრავლესობას საპრეზიდენტო არჩევნებში. მაშასადამე, ამერიკელებისთვის ახლა დადგა დრო, ქურთები, რომლებსაც აკონტროლებენ, სასტიკად დაუპირისპირონ  ერდოღანს და ამით ქვეყანაში ხელი შეუწყონ ვითარების დესტაბილიზაციას, რათა ვაშინგტონს ჰქონდეს შესაძლებლობა, მისი მორჩილი პოლიტიკოსი ჩასვას თურქეთის პრეზიდენტის სავარძელში“, _ განაცხადა სერგეი მარკოვმა.

ლუკა მაისურაძე

P.Sთურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ სტამბოლის ცენტრში მოწყობილი ტერაქტის მომწყობთა დახმარებაში აშშ დაადანაშაულა. მისი თქმით, “აშშთან ალიანსი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს, რადგან ამერიკის სენატი ფინანსურად ეხმარება ქურთ მებრძოლებს, რომლებიც თურქეთში მშვიდობას არღვევენ”.

  ლ. მ.

https://svpressa.ru/politic/news/352374/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here