Home ახალი ამბები საქართველო „ამ დოკუმენტის გასაჯაროება მოხდება დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, რომელიც სისტემურ მტკიცებულებებს ასახავს“...

„ამ დოკუმენტის გასაჯაროება მოხდება დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, რომელიც სისტემურ მტკიცებულებებს ასახავს“ – სოსო გოგაშვილის ადვოკატი

104

სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი დროებითი დაკავების იზოლატორში მისმა ადვოკატმა მოინახულა. მისი თქმით, გოგაშვილი 10 დღის განმავლობაში გაასაჯაროებს იმ დოკუმენტებს, რომელიც მტკიცებულებას წარმოადგენს და ასახავს არჩევნების გაყალბებას.

„ამ ეტაპისთვისაც ჯერ ოფიციალურად ბრალი წარდგენილი არ არის. ერთადერთი რაც ვიცით, ეს არის, რომ მოხდა მისი დაკავება ოფიციალურად. ჯერჯერობით, გადმოგვეცა მხოლოდ დაკავების ოქმი, სადაც დაფიქსირებულია, რომ დაკავებულ იქნა დღეს დაახლოებით 2-ის ნახევარზე. გამოძიება მიმდინარეობს 3 მუხლით.

რაც შეეხება მოტივს, ბატონი სოსოს განცხადებით, დაკავების მოტივს უკავშირებს მის მიერ ერთი დღით ადრე გავრცელებულ განცხადებას, რომელიც შეეხება მის ხელთ არსებულ იმ მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება ხელისუფლების მხრიდან არჩევნების გაყალბების სქემა.

მისი განმარტებით, დაკავებასთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. როგორც ჩვენ გვითხრა, ამ დოკუმენტის გასაჯაროება მოხდება დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, რომელიც ასახავს, მისივე განმარტებით, სისტემურ მტკიცებულებებს თუ როგორ ხდებოდა რამდენიმე არჩევნების გაყალბება.

ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი. იარაღთან დაკავშირებით, მოწოდებული ინფორმაციით, მეც ვრწმუნდები გარკვეულწილად, რომ ორივე იარაღი არის ჩადებული. საუბარია პისტოლეტზე და ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე.

მისი გზავნილია ის, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს და ამხელს ხელისუფლებას ამ სისტემური დანაშაულის შესახებ“, – განაცხადა ადვოკატმა.

https://pia.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here