არსებობს მთელი რიგი ფრაზები, რომლებსაც ადამიანების მწყობრიდან გამოყვანა მარტივად შეუძლია. ვნახოთ რა ფრაზები აღიზიანებთ ადამიანებს ზოდიაქოს მიხედვით და რისი პატიება უჭირთ მათ?!
ფრაზა, რომელიც არ უნდა ვუთხრათ:
ვერძს: “უბრალოდ დაემორჩილე წესებს”
ვერძი თავად ქმნის წესებს და უჭირს სხვის წესებს დაემორჩილოს
კუროს: “შეცვალე შენი გეგმები”
კურო არასდროს შეცვლის გეგმებს, ის მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებს
ტყუპებს: “მეორეჯერ ასე აღარ მოიქცე”
ტყუპები არასდროს გაჩერდებიან ერთ ცდაზე
კირჩხიბს: “შეწყვიტე სხვებზე ზრუნვა”
სხვებზე ზრუნვის გარეშე კირჩხიბი თავს უსარგებლოდ გრძნობს
ლომს: “შენ ვერ შეცვლი”
ლომი დაიბადა რათა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს
ქალწულს: “რაც არ უნდა სცადო, მაინც ვერ შეძლებ”
ქალწული ვერ მოისვენებს,სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს
სასწორს: “შენ ვერ გაიგებ”
სასწორს ყველაფრის გაგება შეუძლია
მორიელს: “მიეცი ნება წავიდეს”
მორიელს ძალიან უჭირს საყვარელი ადამიანის ხელიდან გაშვება
მშვილდოსანს: “დროს ნუ კარგავ”
მშვილდოსანმა ყველაზე კარგად იცის დროის ფასი
თხის რქას: “იმედგაცრუებული ხარ”
თხის რქას იმედები არასდროს უცრუვდება. ისეთ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, რომლებსაც ბოლომდე ენდობა.
მერწყულს: “გააკეთე ისე, როგორც მე გითხარი”
მერწყული სხვის ჭკუაზე არასდროს გაივლის. ის დამოუკიდებელია და სხვა ვერ უკარნახებს როგორ მოიქცეს
და ბოლოს თევზებს: “შენ ვერ შეძლებ” – არაფერი არ სტკენს თევზებს გულს ისე, როგორც გაფიქრება იმისა, რომ ისინი უუნარონი არიან.