Home ახალი ამბები საქართველო აგენტომანიიდან აგენტოკრატიამდე

აგენტომანიიდან აგენტოკრატიამდე

“რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის!”

450

ეროვნულმა  მოძრაობამ ზვიად გამსახურდიას  1989 წელს სასამართლო მოუწყო, რადგან, ვინც მის აზრს არ დაეთანხმებოდა ან რაღაცაში შეეკამათებოდა, ყველას აგენტის იარლიყს აწებებდა და ამ მძიმე ბრალდების დასაბუთებას საჭიროდ არ მიიჩნევდა. საკუთარ თავს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლედ თვლიდა. ვისაც აგენტის კვალიფიკაციას მისცემდა, მას  სამუდამოდ  ამ  ბრალდებით  უნდა  ევლო.

თვით იმ სასამართლოზეც კი, რომელზეც მის ამ უდავოდ დასაგმობ თვისებას იხილავდნენ, ვიღაცის პოზიციამ იგი მოთმინებიდან გამოიყვანა:

– შენ ხარ სუკის აგენტი და, ამას აგერ ვიდეოკამერის წინ გეუბნები! – მიმართა მან ოპონენტს. კაცს ამგვარი უაპელაციო განცხადებების კეთების გამო სასამართლო მოუწყვეს და თვითონ იმ “სასამართლო პროცესზე”, რომელზეც იგი გაკიცხეს, მან იგივე გაიმეორა, რადგან მას ოპონენტებთან სხვაგვარი ურთიერთობა არ შეეძლო. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვისთან ჰქონდა საქმე –  უცხოსთან თუ გუშინდელ თანამოაზრესა და თანამებრძოლთან. მასთან ნებისმიერი შეკამათება, მის აზრთან დაუთანხმებლობა ასეთი ფორმით ისჯებოდა-ხოლმე. ეს მხოლოდ გამსახურდიასთვის დამახასიათებელი სენი რომ ყოფილიყო, ამის გახსენებას, შეიძლება  აზრიც არ ჰქონოდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს გავრცელებული მოვლენა იყო და დღემდე ასე რჩება.

 – მოღალატე!

 – სუკის აგენტი!

 – კრემლის აგენტი!

 დღემდე გაისმის ასეთი წამოძახილები ქუჩაში, პარლამენტის დარბაზში, ტელეეკრანებიდან… აქ ცალკეულ პირთა უპასუხისმგებლობასთან კი არ გვაქვს საქმე, ეს რეალობის ანარეკლია. უცხო ქვეყნების აგენტების მომრავლება ეპოქის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი იყო და არის. ზვიად გამსახურდია, რადგან კრემლს ებრძოდა, ყველგან კრემლის აგენტები ელანდებოდა, მაგრამ  იმხანად  აქ სხვა სახელმწიფოთა (აშისა და ევროპის ქვეყნების) აგენტურა გაცილებით ჭარბობდა კრემლისა და კაგებეს აგენტურას. თვითონეროვნული მოძრაობაცდასავლეთის ერთი დიდი აგენტურა იყო. საქმისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ღია აგენტობა იყო თუ ე.წ. გავლენის აგენტობა, ანუ სასარგებლო იდიოტობა. ეროვნული მოძრაობის ის ნაწილიც კი, რომელიც თავისუფლებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის იდეით იყო ანთებული და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა გულშიც არ გაუვლია, საბოლოო ჯამში, აშშ-ის ინტერესებს ემსახურებოდა. იმ უმძლავრეს ტალღას, რომელიც დასავლეთიდან ცუნამივით წამოვიდა, “ეროვნული მოძრაობა” კი არა, საბჭოთა კავშირი ვერ აღუდგა წინ. მან “ეროვნული მოძრაობა” ძაფზე გამობმულ თოჯინად აქცია, რომელსაც, როგორც უნდოდა, ისე ათამაშებდა და, რაც უნდოდა, იმას აკეთებინებდა.

იმხანად  გაივსო ქვეყანა დასავლეთის აგენტურით, რომლებიც ვირთხებივით მომრავლდნენ და ისე მომძლავრდნენ კიდეც, რომ ჯერ პოლიტიკური ცხოვრება და საინფორმაციო საშუალებები დაიპყრეს, მერე  ხელისუფლებაც ხელში აიღეს და მის ყველა შტოში მყარად დამკვიდრდნენ. ეს პროცესი გამსახურდიას დროს დაიწყო, შევარდნაძის დროს გაფართოვდა, პიკს კი სააკაშვილის ზეობისას მიაღწია. ამ ეტაპზე აგენტომანიამ თვისებრივი ცვლილება განიცადა და აგენტოკრატიაში გადაიზარდა. ეს ყველაზე დიდია იმ პრობლემათა შორის, რომლეიც დღეს საქართველოს წინაშე დგას. ეკონომიკური, სოციალური თუ დემოგრაფიული პრობლემები, თვით ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პრობლემაც კი, აგენტოკრატიასთან შედარებით მეორეხარისხოვანია, რადგან ეს უკანასკნელი ერს, სახელმწიფოს, წელში გასწორების საშუალებას საფუძველშივე უსპობს.

ამჟამინდელი  ხელისუფლება ცდილობს, უცხოური აგენტურის მმართველობისგან იხსნას საქართველო და დაკარგული სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი აღიდგინოს, მაგრამ ეს იოლი საქმე არ არის. აგენტურა, გარდა იმისა, რომ დასავლეთის დაუფარავი ფინანსური და მორალური მხარდაჭერით სარგებლობს, ქამელეონივით იცვლის ფერს, საზოგადოებრივპოლიტიკური ცხოვრების ყველა კუთხეკუნჭულში მიძვრება და მკვიდრდება.

    ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებულმა პოლიტიკურმა ძალამ (“ქართული ოცნება”) აგენტოკრატია ხელისუფლებას კი ჩამოაცილა, მაგრამ ოპოზიციიდან ვერ ამოძირკვა. არა იმიტომ, რომ “ქართული ოცნებაც” ოპოზიციით გარკვეულ საარჩევნო მანიპულაციას ეწევა, არამედ იმიტომ, რომ თვითონაც ვერ დაუსხლტა დასავლეთის კლანჭებს, რომლისთვისაც მთავარი საყრდენი ძალა სწორედ ოპოზიციაა. დასავლეთი აქამდე ოპოზიციის მეშვეობით მანიპულირებდა ხელისუფლებაზე და ცდილობდა იგი მისთვის სასურველ კალაპოტში ჩაეყენებინა, მაგრამ ეს ეტაპი, შეიძლება ითქვას, დამთავრდა. საქართველოს მთავრობა გაცილებით კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, ვიდრე დასავლეთს წარმოედგინა. გაიხსენეთ გახმაურებული გამონათქვამები: “ევროპა კანდიდატის სტატუსს თუ არ მოგვანიჭებს, იძულებული ვიქნებით, ყველაფერს ფარდა ავხადოთ!” (ირაკლი ღარიბაშვილი); “კანდიდატის სტატუსს თუ არ მოგვანიჭებენ, მათთვის დაიტოვონ!” (კახა კალაძე).

: სერბეთის მოქალაქეები, ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები, რომლებიც, სუს-ის განცხადებით,  ქართველ ახალგაზრდებს სახელმწიფო გადატრიალების მეთოდებს ასწავლიდნენ, დასაკითხად დაიბარეს    

ეს მტკიცე ეროვნული პოზიციაა!

ეს დაკარგული ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის მიმართულებით გადადგმული მძლავრი ნაბიჯებია!

ეს დიდი ხნის წინათ შელახული ეროვნული ღირსების აღდგენის სერიოზული მცდელობაა!

ეს ნეოკოლონიალიზმისგან განთავისუფლებისა და დასავლური უღლის გადაგდების შესახებ საქვეყნო და საერთაშორისო მნიშვნელობის განცხადებაა!

ამაზე დასავლეთს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, რომელიც მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და განხორციელებულ ქმედებებში გამოვლინდა. ბავშვი გამოცდას თუ ვერ აბარებს, ეს პროფესორის ბრალი არ არის!” – ქედმაღლურად და ამპარტავნულად მოგვახალა საქართველოში ჩამოსულმა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში  ჟოზეფ ბორელმა. ამ ნათქვამის მიხედვით, საქართველო ბავშვის მდგომარეობაშია, ევროკავშირი კი – პროფესორის.

მისაღებია ეს დამოკიდებულება? – დასავლეთის აგენტებისა და “მეხუთე კოლონისთვის”-  კი, ქართველი ხალხისთვის – არა!

ეს მარტივი წინააღმდეგობა არ არის. ეს ის წინააღმდეგობაა, რომელიც თავისუფლად შეიძლება საფუძვლად დაედოს სამოქალაქო დაპირისპირებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამას წინათ გაკეთებულ განცხადებაში მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ქვეყანაში დიდი  პროვოკაცია იგეგმება, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებით სისხლიან სახელმწიფო გადატრიალებაში უნდა გადაიზარდოს. ამის დასტურიც მალე გამოჩნდა. ევროპული ბინძური ორგანიზაციების – კანვასის და “ოტპორის ევროპელი წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ. ილიაუნში სტუდენტებს შესაბამისი პროგრამით წვრთნიან.

რა უნდა დავასკვნათ ყოველივე ამისგან?

დასავლეთისთვის ჩვენ არავითარ სტრატეგიულ პარტნიორს არ წარმოვადგენთ, ამერიკაევროპისთვის ჩვენ ის კოლონია ვართ, რომელიც მათი აგენტების ხელით უნდა იმართებოდეს!

დასავლური დემოკრატია საქართველოში აგენტოკრატიას ნიშნავს, დასავლური თავისუფლება და ადამიანის უფლებათა დაცვა კი მათიმეხუთე კოლონისგანუკითხავ პარპაშს. ეს არის რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით და რომლისგანაც  თავის დაღწევის პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

დააკვირდით, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მომძლავრებული ეროვნული მოძრაობა როგორ გადაკეთდა ნაციონალურ მოძრაობად”;

დააკვირდით, “ეროვნული მოძრაობის” დროინდელი აგენტომანია როგორ ტრანსფორმირდა “ნაციონალური მოძრაობის” დროს წარმოშობილ აგენტოკრატიად;

დააკვირდით, ისტორიის ბოლო ოცდაათწლიან მონაკვეთში დასავლეთის მეგობრული თანადგომა როგორ აისახა საქართველოში განხორციელებულ ორ სახელმწიფო გადატრიალებაში;

დააკვირდით, საქართველოში დასავლეთის ვერაგულ მოქმედებათა დინამიკას, ბოროტების აღმავალ ხაზს და მიხვდებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული, ეკონომიკური, მორალური ნგრევის მიზეზებს.

ძველი ნათქვამია: “რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის!”

ეროვნული მოძრაობა  ბრწყინავდა, მაგრამ ერის დასამონებელი ინსტრუმენტი იყო დასავლეთის ხელში;

ნაციონალური მოძრაობაც თავიდან მეტ-ნაკლებად ბრწყინავდა, მაგრამ რეალურად აგენტოკრატია იყო დასავლეთის ხელში;

დასავლეთი ახლა იმის ცდაშია, რომ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების გზით კიდევ ერთხელ ააღორძინოს  თავისი აგენტოკრატია. ისინი ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ამ დანაშაულებრივ ჩანაფიქრსაც ოქროს ბრწყინვალება (“დეოლიგარქიზაცია”, “დეპოლარიზაცია”) მიანიჭონ, მაგრამ იგი მხოლოდ ჟანგი და ჯართია, მხოლოდ სატყუარა და ხაფანგია, რომლის დანიშნულება ისაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ავცდეთ განვითარების იმ ისტორიულ მაგისტრალს, რომელზე შედგომის გარეშეც დიდი ილიას მიერ ფორმულირებული სამი ხატი, სამი მარადიული სალოცავი (მამული, ენა, სარწმუნოება) ერთბაშად გამოგვეცლება ხელიდან.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here