Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელი ადმირალი ჩარლზ რიჩარდი: უკრაინის კონფლიქტი მოთელვაა, დიდი კრიზისი ახლოვდება

ამერიკელი ადმირალი ჩარლზ რიჩარდი: უკრაინის კონფლიქტი მოთელვაა, დიდი კრიზისი ახლოვდება

267
ჩარლზ რიჩარდი

აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის მეთაური, ადმირალი ჩარლზ რიჩარდი შიშობს, რომ დიდი კონფლიქტი ახლოვდება. შეერთებული შტატების მიერ ჩინეთის შეკავების შესაძლებლობის შეფასებისას მან თქვა, რომ „გემი ნელ-ნელა იძირება“.

„უკრაინის კრიზისი, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით, მხოლოდ მოთელვაა. დიდი კრიზისი მხოლოდ ახლოვდება. და დიდი დრო არ გავა, როცა ჩვენ მოგვიწევს ჩავაბაროთ ისეთი გამოცდა, რომელიც დიდი ხანია არ ყოფილა“, – თქვა ბ-ნმა რიჩარდმა წყალქვეშა ლიგის სიმპოზიუმზე (ციტატა The Wall Street Journal-დან).

ადმირალის თქმით, შეერთებულ შტატებს დაავიწყდა როგორ უნდა „სწრაფად მოქმედება“. “ასე შევაფასებ ჩინეთის შეკავების ჩვენს დონეს – გემი ნელ-ნელა იძირება. ის ნელა იძირება, მაგრამ იძირება, რადგან ისინი თავიანთ ძალებს უფრო სწრაფად განათავსებენ, ვიდრე ჩვენ. რამდენადაც ეს განსხვავება იზრდება, აღარ ექნება მნიშვნელობა რამდენად კარგები არიან ჩვენი მეთაურები“, – დასძინა რიჩარდმა.

პენტაგონმა ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი თავდაცვის სტრატეგია. ეს იყო ორი კვირით ადრე თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გაგრძელება. თავდაცვის დეპარტამენტის დოკუმენტში მთავარ საფრთხეებად დასახელებულია ჩინეთის გაძლიერება და “ჯერ კიდევ” საშიში რუსეთი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here