Home ახალი ამბები მსოფლიო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინას ერთსქესიანი წყვილების აღიარება დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინას ერთსქესიანი წყვილების აღიარება დააკისრა

277
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინას ერთსქესიანი წყვილების აღიარება დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინას ერთსქესიანი წყვილების იურიდიულად აღიარება დააკისრა.

ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა „გოლოსიდან“ ინა სოვსუნმა Facebook-ზე განაცხადა.

მან დაწერა, რომ დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ერთსქესიანი წყვილის – ანდრეი მაიმულახინისა და ანდრეი მარკოვის სარჩელის თაობაზე, რომლებმაც 2014 წელს სასამართლოში რამდენიმე საჩივარი შეიტანეს, მოითხოვეს სახელმწიფოს მხრიდან ერთსქესიანთა ურთიერთობების ოფიციალური აღიარება და მათი რეგისტრაცია.

მამაკაცებმა განაცხადეს, რომ 10 წელზე მეტია ოჯახურ ურთიერთობაში არიან, მაგრამ სახელმწიფო მათ ოჯახად არ აღიარებს. ახლა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინა დამნაშავედ სცნო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების კუთხით.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უკრაინას დაავალა აღიაროს ლგბტ წყვილების ურთიერთობა. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინამ, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფომ, უნდა მიიღოს კანონი, რომლითაც სამართლებრივ დონეზე აღიარებს ერთსქესიან წყვილებს და მისცემს მათ შესაძლებლობას დაარეგისტრირონ თავიანთი ურთიერთობა ოჯახად“, – დაასკვნა სახალხო დეპუტატმა.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა ერთსქესიანი ოჯახების აღიარებაა.

“უკრაინის წევრობის შესახებ დასკვნაში ევროკომისიამ ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეთა დაცვა დისკრიმინაციისგან უნდა მოიცავდეს ოჯახური პარტნიორობის აღიარებას ერთი და იმავე სქესის ორი პირის კავშირის საფუძველზე”, – წერს სოვსუნი.

შეგახსენებთ, რომ აპრილში პეტიციამ (უკვე ზედიზედ მეორემ), ერთსქესიანთა და საპირისპირო სქესის პარტნიორობის რეგისტრაციის შესახებ კანონის მხარდასაჭერად, მოიპოვა ზელენსკის მიერ განსახილველად საჭირო ხმების რაოდენობა – 25 ათასზე მეტი.

ამას წინათ ზელენსკიმ უპასუხა და შესთავაზა მინისტრთა კაბინეტს შეიმუშაოს რეგისტრირებული სამოქალაქო პარტნიორობის ინსტიტუტის შემოღების საკითხი, მათ შორის ერთსქესიანი წყვილებისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here